x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134364
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508436
კაცის ჩვევები, რომლებსაც ქალები ყველაზე მეტად ვერ იტანენ - მამაკაცებო, გაითვალისწინეთ
საიდუმლო არ არის, რომ წყვილის ჯანსაღი ურთიერთობა ორივე პარტნიორის კარგ ქცევებსა და ურთიერთგაგების შედეგზეა დამოკიდებული. ფსიქოლოგები გვარწმუნებენ, რომ ურთიერთობის დროს მთავარი პრობლემა არის წყვილებიდან ერთ-ერთი მათგანის მეორის მიმართ ინტერესის დაკარგვა. ამის ყველაზე ხშირი მიზეზებია შიდა პრობლემები და ხასიათის ზოგიერთი თავისებურება, რასაც ოჯახის დანგრევა მოჰყვება.


image


ვიცით, რომ ქალებსაც აქვთ გარკვეული ჩვევები, რომლებიც მამაკაცებს არ მოსწონთ, თუმცა დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ მამაკაცების იმ მავნე ჩვევებზე, რომლებიც ქალებს აღიზიანებთ და ხშირად სწორედ ეს ფაქტორები ხდება ოჯახის დანგრევის მიზეზი.



1. მიმოფანტული ტანსაცმელი.



წინდები, მაისურები და სხვა ტანსაცმელი თუ ნივთები, რომლებიც კაცებს ეკუთვნით, ხშირად არის მიმოფანტული საწოლსა თუ იატაკზე. ეს მავნე ჩვევა კაცების უმეტესს ახასიათებს, რასაც ქალები ჭკუიდან გადაჰყავს.





2. სოც-ქსელებზე დამოკიდებულება (ვირტუალურ სამყაროზე მიჯაჭვულობა)


თანამედროვე წყვილებს შორის ძირითადი პრობლემები ვირტუალურ სამყაროში ცხოვრებას თუ სოციალურ ქსელებზე დამოკიდებუელბას მოჰყვება. ქალები ვერ იტანენ, როდესაც მეუღლე გადართულია სხვა სამყაროში და მათ ყურადღებას არ აქცევენ.

image




3. ბიბლიოთეკა საპირფარეშოში.


რატომ უნდა გაუჩნდეს მამაკაცს კითხვის სურვილი მაინცდამაინც საპირფარეშოში, როდესაც აქვს ბიბლიოთეკა, სამუშაო ოთახი და საძინებელი, დღემდე საიდუმლოდ რჩება. საპირფარეშოში იპოვით არა მარტო სპორტულ ჟურნალ-გაზეთებს, არამედ კროსვორდებსა და წიგნებს კვანტური ფიზიკის შესახებ.




4. სრული უსუსურობა. (როდესაც ის არაა დამოუკიდებელი)


ბევრი ქალისთვის წარმოუდგენელია, თუ როგორ შეუძლია კაცს მოკვდეს შიმშილით, როდსაც მისი მაცივარი საჭმლითაა გადავსებული. გამაღიზიანებელია ქალისთვის, როდესაც მამაკაცს არ შეუძლია დამოუკიდებლად სადილის მომზადება - კვერცხის შეწვა, ჩაისა და კარაქიანი პურების მომზადება და ა.შ.

image




5. საყოფაცხოვრებო ამნეზია.


ქალებს აოცებთ ფაქტი, როდესაც მამაკაცებს მუდმივად ახსოვთ ფეხბურთის მატჩის ახალი საფინალო თამაშის დრო, ადგილი, ასევე მომდევნო მარათონის დრო და ადგილი, თუმცა დღეები გადის ისე, რომ სამზარეულოში ნათურის გამოცვლა და თაროს შეკეთება ისევ დაავიწყდათ.





6. უცნაური დანაზოგი.


როდესაც საქმე მიდგება ფაქტამდე, რომ ცოლს ახალი ტანსაცმლის ყიდვა უნდა, ქმარს დაუყოვნებლივ ახსენდება, რომ გადაუდებელი საქმისთვის სჭირდება ფულის შეგროვება. თუ ცოლი გადაწყვეტს, ქმრის რომელიმე ძველი ნივთი ან ტანსაცმელი გადააგდოს, რომელიც მისთვის უკვე უსარგებლოა, მყისიერად ხდება ქმრისთვის ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი.





7. მოულოდნელი სტუმრები.


როდესაც ცოლი ელოდება საღამოს ქმარს და უმზადებს ვახშამს, რომელიც რომანტიკული უნდა იყოს და სანთლის შუქების გარემოცვაში, ამ დროს კი ისმის ზარი კარზე და ქმართან ერთად მისი რამდენიმე მეგობარიც შემოაბიჯებს ზღრუბლს, იცოდეთ, რომ ამ დროს ცოლისთვის სიყვარულის ნავი იმსხრევა.

image




იხილეთ აგრეთვე:



ამ 3 თვისების გამო მამაკაცი ქალის მიმართ ინტერესს კარგავს - ქალბატონებო, გაითვალისწინეთimage






დეტალები, რომლებსაც დიდ ყურადღებას აქცევენ მამაკაცები ქალში - გაითვალისწინეთ!image


0
969
10-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
969
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0