x
image
melody_inside
რა არ შეიძლება სურდოს დროს? ექიმი კომაროვსკი გვირჩევს

image

გსურთ ბავშვი სწრაფად გამოჯანმრთელდეს? რა ჩავაწვეთოთ სურდოს დროს? დავუთბილოთ თუ არა ფეხები? რა წამლები მივაღებიოთ? ამის შესახებ გვესაუბრება ევგენი ოლეგის ძე კომაროვსკი.




მწვავე რესპირატორულ ინფექციებს შორის ყველაზე გავრცელებული - სურდოა.



დაავადების ყველანაირი გამოვლინება - ტემპერატურის მომატება, სველი გამონადენი ცხვირიდან, ხველება, უმადობა - ინფექციის წინააღმდეგ ორგანიზმის ბრძოლის მეთოდებს წარმოადგენს.


თანამედროვე მედიკამენტებს კი სასწაულების მოხდენა შეუძლიათ - ტემპერატურას წამში უგდებენ, „თიშავენ“ სურდოს, ხველას და ა.შ. სამწუხაროდ, საოჯახო აფთიაქში მრავალი ასეთი მედიკამენტია, ამიტომ თქვენ ცდილობთ შეუმსუბუქოთ ცხოვრება ბავშვსაც და საკუთარ თავსაც. შედეგად კი, სამდღიანი სურდოს ნაცვლად ღებულობთ სამ კვირიან ფილტვების ანთებას.


ამას ვამბობთ იმიტომ, რომ ქვემოთ მოცემული რეკომენდაციების წაკითხვისას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ იმ მოქმედებებს, რაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა გააკეთოთ.




რატომ წარმოიქმნება სურდო?




პირველი - ორგანიზმი სურდოს დახმარებით ინფექციის შეჩერებას ცდილობს ცხვირში ( არ უშვებს ყელამდე, ფილტვებამდე).



მეორე - ცხვირის ლორწოვანი გარსი გამოყოფს ლორწოს, რომელიც დიდი რაოდენობით შეიცავს ვირუსების გამანეიტრალებელ ნივთიერებას.



მშობლების მთავარი ამოცანაა - არ დაუშვას ლორწოს გამოშრობა.

ამისათვის უცილებელია გრილი, ტენიანი, სუფთა ჰაერი და საკმაო რაოდენობით სითხის მიღება. თუ ლორწო გაშრება, ბავში დაიწყებს პირით სუნთქვას და მაშინ ლორწო იწყებს შესქელებას და ბრონხებში ჩაწეპებას, რითაც ბრონხიტის და პნევმონიის განვითარების პირობები იქმნება.



რა უნდა გავაკეთოთ?




ბავშვის დახმარება შესაძლებელია ცხვირის ნესტოების იმ წვეთებით დატენიანებით, რომლებიც ლორწოს უფრო თხევადს ხდის. მაგალითად - ფიზიოლოგიური ხსნარი. ეს არის ჩვეულებრივი წყალი, რომელსაც დამატებული აქვს მცირე რაოდენობით მარილი.

დოზის გადაჭარბება შეუძლებელია, ამიტომ ჩააწვეთეთ თითოეულ ნესტოში 3-4 წვეთი თუნდაც ყოველ ნახევარ საათში.






რა არ უნდა გააკეთოთ?






ჩვეულებრივი სურდოს დროს დაუშვებელია ცხვირის წვეთები.

თავიდან უკეთესობა იგრძნობა - ქრება ლორწო. შემდეგ კი უარესი რამ ხდება- იწყება ცხვირის შიგა ლორწოვანი გარსის შეშუპება. მისი გამოვლინება ასეთია : სისველე წყვეტს გამოდინებას, თუმცა ცხვირით სუნთქვა არა თუ აღდგენას იწყებს, უარესდება კიდეც. და იმისთვის, რომ უკეთესობა იყოს, ისევ ჩაწვეთებებია საჭირო. და ასე დაუსრულებლად.

ყურადღებით მოუსმინეთ და დაიმახსოვრეთ:

"ცინგლებიანი" ბავშვები:

სურდო და წამლები სურდოს წინააღმდეგ. კომაროვსკის სკოლა.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

იხილეთ ასევე:


1. არასოდეს შეიძინოთ ზღვის მარილი! ის ძალიან საშიშია. ( ევროპაში მას მალე აკრძალავენ)

მეცნიერთა კვლევების თანახმად, ზღვის მარილი შეიცავს პლასტმასის ნაწილაკებს. ეს მიგვანიშნებს გარემოს ტოტალურ დაბინძურებაზე, წერს пишет The Guardian.

2. საოჯახო აფთიაქის 15 წამალი ნებისმიერი სიტუაციის გასამკლავებლად!

საოჯახო აფთიაქი ნებისმიერ ოჯახში უნდა იყოს - ეს აქსიომაა, რომელსაც დამტკიცება არ სჭირდება.

სტატისტიკის მიხედვით, საყოფაცხოვრებო ტრამვების და მოწამვლის უმრავლესობა ხდება სახლში და ამიტომ ექიმების მოსვლამდე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პირველი დახმარების აღმოჩენა, მათ შორის სწორად შერჩეული მედიკამენტებით.

****

0
615
9-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
615
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0