x
image
Lerato
რით განვსხვავდებით სინამდვილეში მაიმუნისგან?
image


მაიმუნსა და ადამიანს შორის გენეტიკური მსგავსება დაახლოებით 98% შეადგენს. თუმცა, გარეგნული მსგავსებაც საკმაოდ თვალსაჩინოა. მაიმუნებს განსხვავებულად ესმით, ხედავენ და ფიზიკურად უფრო სწრაფად ვითარდებიან.


1. აგებულება

image


ბევრი მახასიათებელი, რომელიც განასხვავებს ადამიანს მაიმუნისგან, თვალში საცემია. მაგალითად, გამართულად სიარული. მიუხედავად იმისა, რომ გორილებს უკანა ფეხებით შეუძლიათ გადაადგილება, ეს საკმაოდ არაბუნებრივ პროცესს წარმოადგენს მათთვის. ადამიანის გადაადგილებას ვერტიკალურ მდგომარეობაში უზრუნველყოფს მოქნილი წელი, თაღოვანი ტერფი და გრძელი, სწორი ფეხები, რაც არ გააჩნიათ მაიმუნებს.

მაგრამ ადამიანსა და მაიმუნს ისეთი თვისებები ახასიათებთ, რომლის შესახებაც მხოლოდ ზოოლოგებმა იციან. მაგალითად, სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ზოგიერთი ნიშანი ადამიანს ზღვის ძუძუმწოვრებთან უფრო ახლოს აყენებს, ვიდრე პრიმატებთან – ეს არის სქელი ცხიმოვანი ფენა და კანი, რომელიც მტკიცედ ეკვრის კუნთებს.

არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავება ადამიანისა და მაიმუნის ხმოვან შესაძლებლობებში. ჩვენი ხორხი პირთან შედარებით გაცილებით ქვემოთაა მოთავსებული, ვიდრე სხვა ნებისმიერი სახეობის პრიმატის. ეს ადამიანს უზრუნველყოფს განსაკუთრებული უნარით, რომ იმეტყველოს.


2. ტვინი



image


ადამიანის ტვინის მოცულობა 3-ჯერ უფრო დიდია მაიმუნის ტვინზე, რაც გვაძლევს გონებრივი შესაძლებლობების განვითარების საშუალებას. მაიმუნს ტვინში არა აქვს მეტყველების ცენტრი და ასოციაციის ზონები, ის, რაც ადამიანს გააჩნია. ამის წყალობით გაგვიჩნდა არა მხოლოდ პირველი სასიგნალო სისტემა (პირობითი და უპირობო რეფლექსები), არამედ მეორეც, რომელიც პასუხისმგებელია მეტყველების ფორმებზე კომუნიკაციის დროს.


თუმცა, ამას წინათ ბრიტანელმა მეცნიერებმა ადამიანის ტვინში გაცილებით თვალსაჩინო დეტალი აღმოაჩინეს, ის, რაც არ გააჩნია პრიმატს – თავის ტვინის ქერქის წინა ფრონტალურ ნაწილში ე. წ. შუბლის გვერდითი პოლუსი, რომელიც პასუხისმგებელია სტრატეგიულ დაგეგმარებაზე, დავალებების დიფერენციაციაზე და გადაწყვეტილების მიღებაზე.


3. სმენა

image

ადამიანის სმენა გამოირჩევა განსაკუთრებული მგრძნობელობით ხმოვანი სიხშირის აღქმისას – ზოგადად, შეიძლება შეიგრძნონ 20-დან 20 000-მდე სიხშირის მქონე ციკლი წამში (ან ჰერცი), თუმცა ეს დიაპაზონი მცირდება ადამიანის ასაკთან ერთად. მაგრამ ზოგიერთი სახეობის მაიმუნის სიხშირის გარჩევის უნარი აღემატება ადამიანისას. მაგალითად, ფილიპინელ გრძელტერფა მაიმუნებს შეუძლიათ გაიგონონ ხმები 90 000 ჰერცი სიხშირის.

მაიმუნებსაც შეუძლიათ აღიქვან სხვადასხვა სიმაღლის მთელი რიგი განმეორებადი ბგერები, მაგრამ თუ ამ ბგერებს რამდენიმე ტონით მაღლა ან დაბლა დავწევთ, მაშინ ცხოველებისთვის მელოდიური სურათი გაუგებარი დარჩება. ადამიანისთვის კი არავითარ სირთულეს არ წარმოადგენს, ამოიცნოს ბგერების ერთნაირი თანამიმდევრობა სხვადასხვა ტონალობაში.


4. ბავშვობა

image

ახალდაბადებული ბავშვები უსუსურები და მშობლებზე სრულიად დამოკიდებულები არიან, მაშინ როდესაც მაიმუნის შვილებს ჩამოკიდების და ერთი ადგილიდან მეორეზე გადაადგილების უნარი გააჩნიათ. მაიმუნისაგან განსხვავებით, ადამიანს გაცილებით მეტი დრო სჭირდება ფიზიკური განვითარებისთვის. მაგალითად, დედალი გორილა სქესობრივ სიმწიფეს 8 წლის ასაკში აღწევს, იმის გათვალისწინებით, რომ ფეხმძიმობის პერიოდი პრაქტიკულად ისეთივე ხანგრძლივობისაა, როგორც ქალის.

ახალდაბადებულ ბავშვებს უფრო სუსტად აქვთ განვითარებული ინსტინქტები, ვიდრე მაიმუნის შვილებს. ცხოვრებისეული ჩვევების უმეტესობას ადამიანი სწავლის პროცესში ეუფლება. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ადამიანი ყალიბდება თავის მსგავსებთან ურთიერთობის პროცესში, მაშინ როდესაც პატარა მაიმუნი ჩნდება უკვე არსებობისთვის წინასწარ განსაზღვრული ინსტინქტებით.


5. სექსუალურობა

image

თანდაყოლილი ინსტინქტების წყალობით მამრ მაიმუნს შეუძლია ამოიცნოს, როდის აქვს მდედრ მაიმუნს ოვულაცია. ადამიანს ამგვარი უნარი არ გააჩნია. თუმცა არსებობს უფრო არსებითი განსხვავება ადამიანსა და მაიმუნს შორის - როდესაც ადამიანს უჩნდება მენოპაუზა. ცხოველთა სამყაროში გამონაკლისს შავი დელფინი წარმოადგენს.


ადამიანი და მაიმუნი განსხვავდებიან ასევე სქესობრივი ორგანოების აგებულებით. ქალიშვილობის აპკი არც ერთ ადამიანის მსგავს მაიმუნს არ გააჩნია. არსებობს ასევე ერთი დამახასიათებელი განსაკუთრებულობა, რომელიც ეხება სექსუალურ ქცევას. სქესობრივი აქტი "პირის პირ, " რომელიც ადამიანებში ჩვეულებრივ მოვლენას წარმოადგენს, მაიმუნებისთვის მიუღებელია.


ასევე დაგაინტერესებთ:


8 უცნობი ფაქტი ადამიანის კანის შესახებ


რა მოხდება, თუ ხორცის ჭამაზე უარს ვიტყვით? 50 ყველაზე ცნობილი ვეგეტარიანელი მსოფლიოში


5 ფაქტი ტვინის შესახებ, რომელიც თქვენს ცხოვრებას შეცვლის. ამის ცოდნა მნიშვნელოვანია!


7 რამ, რაც ღამით უნდა გააკეთოთ


9 უცნობი ფაქტი მამაკაცის სხეულის შესახებ


თუ ამ 9 ელემენტიდან რომელიმეს ნაკლებობას განიცდით, შესაძლოა ფსიქიკური პრობლემების წინაშე აღმოჩნდეთ


საიდუმლო, რომელმაც ბევრი ადამიანი მდიდარი და წარმატებული გახადა

4
312
9-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
312
  
2018, 15 დეკემბერი, 1:25
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 14 დეკემბერი, 16:29
100% :)))))
2018, 14 დეკემბერი, 13:30
საინტერესო ანალიზია, ისე ბევრი მაიმუნი ჯობია ზოგიერთ ადამიანს. გამაიმუნებულ ადამიანს ნებისმიერი მაიმუნი სჯობია...
0 1 4