x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134038
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
გოგონა ბავშვთა სახლიდან

image

რა ბედნიერი იქნება ის ბავშვი, მას ხომ დედაც ეყოლება და მამაც, სახლიც კარგი ექნება, გემრილი საჭმელები, ყოველ დილით ალბათ, დედა უმზადებს საუზმეს, სკოლაში წასვილს წინ. მამას კი სკოლაში მიჰყავს და მეგობრებიც მასავით ლაღი და მხიარულები იქნებიან. ეხ, მათ არაფერი ექნებათ სადარდებელი. მე კი ბავშვთა სახლიდანაც გამოვიქეცი, ვერ შევძელი იქ გაჩერება. არა, ცუდად კი არ მექცეოდნენ, მაგრამ დედა მინდოდა მომეძებნა, მინდოდა გამეგო, რატომ მიმატოვა, რატომ გამიმეტა ასე პატარა, მე ხომ არაფერი დამიშავებია მისთვის, იქნებ დაუშავე და მე არ ვიცი, მითხრას მაინც, ბოდიშს მოუხდი ჩემს დედიკოს, მაპატიებს და ისევ ერთად ვიქნებით. ეხ, ახლა ჩამახუტა ჩემს დედიკოსთან. ნეტა როგორია? ამ დეიდებივით ლამაზია ჩემი დედიკო? ალბათ მასთან რომ ვიყო, სულ გულში ჩამიკრავდა, სკოლაშიც ვივლიდი ამ ბავშვივით. იქნებ ჩემი დედიკოც მეძებს ჩემსავით, იქნებ მოსტაცეს ჩემი თავი, ვერ გაიგო და სულ ტირის. არ იტირო ჩემო დედიკო, არა, მე აუცილებლად გიპოვი შენ და სულ სულ ერთად ვიქნებით. ბაღის კუთხესთან თმადაუვარცხნელი, სახეგამურული, ათი წლის გოგონა ხელგაწვდილი დახმარებას ითხოვს გამვლელებიდან. კაბა, რომელიც ეცვა, ნაგლეჯებად იყო ქცეული. მისი სილამაზე გამვლელებს არ რჩებოდა შეუმჩნეველი, თვალები ყველა ტკივილს გადმოსცემდა ერთდროულად, რაც კი განვლილი ჰქონდა პატარას. ---დამეხმარე, ბიძია დამეხმარე?! ----გადი გოგო აქიდან, შარვალი არ დამისვარო?! შენნაირი ორი მყავს სახლში და ისინი ვერ დამიპურებია, შენღა მაკლიხარ?! ხელი უჯიკა განრისხებულმა მამაკაცმა, ხელგამოწვდილ გოგონას. ეხ, როგორ მშია? შუადღეა უკვე და ვერაფერი ვიშოვე, ალბათ დედას ნაჭამი აქვს უკვე საჭმელი, ან კიდევ ისიც ჩემსავით მშიერია. კაფეში შევალ, იქნებ იქ მაინც მომცეს კეთილმა დეიდამ საჭმელი, თორემ წავიქცევი მალე. ვინ აცალა პატარა მათხოვარს კაფეში შესვლა, კარიდან გამოაგდეს. ---რამდენჯერ გაგაფრთხილე, აქ ნუ შემოხვალ!!! დაუღრიალა მამაკაცმა. იქვე ჩაის მიირთმევდა ახალგაზრდა ქალი, ბავშვთან ერთად და ხელით ანიშნა: -- მოდი აქ ჩემთან, პატარა გოგო. გაკვირვებულმა გახედა. -- თვალებით ანიშნა, მე მეძახი?! ---ხო შენ, მოდი ჩემთან. გოგონამ ირგვლივ მიმოიხედა, იქნებ სხვას ეძახის და მე არაო. ვერ გაბედა მისვლა, ისიც არ გამიწყრეს და არ გამომაგდოს გარეთო, გაიფიქრა. ახლაგაზრდა ქალბატონი მივიდა პატარა მათხოვართან და ხელი მოჰკიდა. ---წამოდი პატარა, დაჯექი ჩემთან ერთდ, რაც გინდა, ჭამე, მშიერი იქნები. გაკვირვებული უყურებდა მათხოვარი ქალს, ასეთი რამ ხომ მისთვის ჯერ არავის უთქვამს. შიშით, მაგრამ მაინც გაჰყვა. დასვა ქალმა პატარა მათხოვარი თავისი შვილის გვერდით . ---აბა, რას მიირთმევ პატარა? ---აი, რასაც ეს ჭამს, ის მინდა მეც. სულმოუთქმელად შეჭამა გოგონამ ნამცხვარი. ქალმა პატარას ჰკითხა: --- სად არიან შენი მშობლები? რატომ ხარ ქუჩაში მარტო? ----დედას ვეძებ, ვერსად ვიპოვე, ბავშვთა სახლში დამტოვა და არ მოვიდა. გამოვიქეცი იქიდან, მინდა ვიპოვო ჩემი დედიკო, იქნებ ისიც დამეძებს და ვერ მპოულობს ვერსად. ვიქნები ქუჩაში, ჩემი დედიკო აუცილბლად მიცნობს მე. ----იცი? მე დიდი ხნის წინ შენსავით პატარა ლამაზი გოგო დამეკარგა. ბოროტმა დეიდამ წამართვა მისი თავი. ვეძებ და ვერ ვპოულობ, იქნებ შენ ხარ ის დაკარგული ჩემი შვილი, წამოდი ჩემთან, იყავი ჩემი ნიკას უფროსი და. არ გინდა, ძმა გყვადეს? პატარა გოგონა გაოცებული უსმედნა უცნობ დეიდას და ცრემლები თავისით მოდიოდა თვალებიდან. ---იცით? ჩემს დედიკოს ძალიან ჰგავხართ თქვენ. ჩემს ფიქრებში სულ ვხატავ და თქვენნაირი კეთილი და ლამაზია ჩემი დედიკო. ---ძალიან კარგი, დღეიდან მე ვიქნები შენი დედიკო და შენ - ჩემი ნანატრი გოგონა. ნიკას კი და ეყოლება, სულ რომ ნატრობს დის ყოლას. გიყიდი უამრავ ლამაზ კაბას, ივლი სკოლაში, გეყოლება უამრავი მეგობარი, აბა რას იტყვი, წამოხვალ? --სიზმარში ვარ მგონი და ვერ ვხვდები, გაოცებული იყო პატარა მათხოვარი, გული ამოგლეჯას ლამობდა, ტიროდა, თან უცხო დეიდას ეფერებოდა - შენ ჩემი დედიკო ხარ, წამიყვანე სახლში.... ნიკა კი სიხარულით ცას წვდებოდა, იპოვა და, აწი მარტო აღარ იქნებოდა სახლში. პატარა მათხოვარი კი დედას ეხუტებოდა და განუწყვეტლივ იმეორებდა - "ჩემო დედიკო, ჩემო დედიკო, გიპოვე..."

0
99
1-ს მოსწონს
ავტორი:სოფო იაშვილი
სოფო იაშვილი
99
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0