x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
,, როცა ევროკავშირი არის ძლიერი და მისი ინტერესთა სფერო არის გაფართოვებული, დედამიწის უკიდურეს წერტილებშიც კი  ქმნის პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ სტაბილურობას'' ნიკოლოზი ოქროჯანაშვილი

საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა. თქვენი ქვეყანა ამ მიმართულებით დგამს ადეკვატურ ნაბიჯებს რომელიც აისახებ და დაფასებული იქნება ევროკავშირის მხრიდან . საჭიროა დღეს ევროკავშირის მხრიდან იქნას რადიკალური ნაბიჯები გადადგმული, საქართველომ კი უნდა მოახერხოს შიდა წარმოებაზე ორიენტირება, უნდა გაიხსნას მეტი საწარმო და უნდა მოხდეს ამ ყველაფრის სწორი რეალიზება. განაცხადა “ჰენრი მალოსმა'' საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში შეხვედრის დროს, რომელსაც ესწრებოდნენ უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი, არასამთავრობო ორგანიზაცის წარმომადგენლები და სტუდენტები.imageროგორ შეაფასებდით შეხვედრას?image
საკმაოდ საინტერესო შეხვედრა იყო, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით საჯაროდ ბატონ ჰენრის, ბევრ საინტერესო თემას შეხო მათგან კი გამოვარჩევდი ევროკავშირის მიერ გადასადგმელ რადიკალურ ნაბიჯებს, ასევე საკმაოდ საიანტერესო შეფასებები იყო ეკონომიკურ მოდელზეც თუ როგორ უნდა განვითარდეს საქართველო. imageმსგავსი ტიპის მხარდაჭერა საქართველოსათვის და განვითარებადი ქვეყნებისათვის მნიშვნელოვანია, ჩემი აზრით როცა ევროკავშირი არის ძლიერი და მისი ინტერესთა სფერო არის გაფართოვებული, დედამიწის უკიდურეს წერტილებშიც კი ქმნის პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ სტაბილურობას, განაცხადა საქართველოს სტუდენტთა დემოკრატიული კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა ნიკოლოზი ოქროჯანაშვილმა.

0
19
შეფასება არ არის
ავტორი:თათული სვანი
თათული სვანი
19
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0