x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
საქართველოს მთავრობამ ხელი მოაწერა გაეროს გლობალურ მიგრაციულ პაქტს
image
როგორც ჩვენთის ცნობილია, მაროკოში, ქალაქ მარაკეშში, გაერო-ს სამთავრობოთაშორისო კონფერენციამ მიგრაციის შესახებ გლობალური პაქტი მიიღო.

გაერო-ს გენერალური მდივნის ანტონიუ გუტერეშის თქმით, გლობალური პაქტი ხელს შეუწყობს ლეგალური მიგრანტების იმ ქვეყნების ბაზრებზე მოხვედრას, რომლებსაც სამუშაო ძალა სჭირდებათ.

პაქტი მიგრაციის სფეროში თანამშრომლობის მექანიზმებს ითვალისწინებს, თუმცა მისი მოწინააღმდეგეები შიშობენ, რომ მისი მიღება განვითარებულ ქვეყნებში მიგრანტების ნაკადის ზრდას გამოიწვევს. თავის მხრივ, უფლებადამცველები ამტკიცებენ, რომ პაქტით გათვალისწინებული ზომები საკმარისი არ არის მიგრანტების უფლებების დასაცავად.

აღსანიშნავია, რომ ბელგიამ, ბულგარეთმა, უნგრეთმა, ჩეხეთმა, სლოვაკეთმა, ავსტრალიამ, ისრაელმა, იტალიამ და შვეიცარიამ გადაწყვიტეს მონაწილეობა არ მიეღოთ მიგრაციის შესახებ გლობალური პაქტის კონფერენციაში, ხოლო აშშ აღნიშნული პაქტის განხილვებიდან 2017 წელს გამოვიდა.


დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობამ ხელი მოაწერა გაეროს გლობალურ მიგრაციულ პაქტს, რომლის ხელმოწერაზეც უარი განაცხადეს აშშ-ის, უნგრეთის, იტალიის, ავსტრიის, ჩეხეთის რესპუბლიკის, ისრაელის და კიდევ ოცამდე ქვეყნის მთავრობებმა.

დასავლეთში ნაციონალ-კონსერვატიული პოზიციის პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ პაქტი მიგრაციის პრობლემას კიდევ უფრო გაამწვავებს და ბევრი დასავლელი პოლიტიკოსი მის ხელმოწერას მოღალატეობრივ ნაბიჯად აფასებს.

1
136
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
136
  
2018, 11 დეკემბერი, 23:51
მოგესალმებით საუკეთესო, გაცნობის საიტი = = > Sexydrom.com
0 1 1