x
image
პროფესორი
ედისონ კავანიმ წერილი დაწერა, რომლის ადრესატიც თავადაა 9 წლის ასაკში

image


ედისონ კავანიმ წერილი დაწერა, რომლის ადრესატიც თავადაა 9 წლის ასაკში...

„მე ვწერ ბავშვს, რომელსაც ყველა მეზობელი ეძახის „პელადოს“. ძვირფასო ცხრა წლის ედისონ, ბავშვობაში შენ ნელა გეზრდებოდა თმები, რის გამოც სულ გადაპარსული თავით დადიოდი. და მე ბედნიერი ვარ გაცნობო, რომ 20 წლის შემდეგ ფეხბურთი რადიკალურად შეცვლის შენს ცხოვრებას.
.
ვიცი, რომ ახლა არაფერი გირჩევნია ნაყინს, რომელსაც იმ შემთხვევაში მიიღებ, თუ მოახერხებ და გადამწყვეტ გოლს გაიტან მატჩში. რაიონში, სადაც იზრდები, არ არის მიღებული, რომ ითამაშო ბუცებით, რადგან ცოტაა ისეთი, ვისაც მისი შეძენის ფუფუნება აქვს. ამიტომ შენ მუდამ გემახსოვრება შეგრძნება, რომელიც იმ დანგრეულ მოედნებზე შიშველი ფეხებით სირბილს მოჰყვება, გემახსოვრება ფინალური გოლის გატანით მოგვრილი სიხარული და მშობლიური ქალაქი - სალტო.

ყველა ოცნებას აიხდენ, თუმცა მინდა გითხრა, რომ ახდენილი ოცნებები ვერ იძლევა ბედნიერების გარანტიას და 31 წლის ასაკშიც კი ინატრებ, რომ კვლავ ბავშვი იყო. ბავშვი რომელსაც ბევრი რამ აკლია, მაგრამ გააჩნია მთავარი - თავისუფლება. ახლა არ გაწევს მხრებზე პასუხისმგებლობის ტვირთი. 31 წლის ასაკში კი მოულდონელად აღმოაჩენ, რომ შენივე ცხოვრებით, შენივე ოცნებების ტყვეობაში აღმოჩნდი, რადგან ვერ მოახერხებ უბრალოდ გაიხადო ბუცები და ბურთი აისროლო მაღლა, მზის მიმართულებით.

ნამდვილ თავისუფლებას მომავალში ფეხბურთის თამაშისას შეიგრძნობ, რომელიც 90 წუთს გაგრძელდება, თუმცა ყოველ ჯერზე, სანამ ჩაიცვამ ბუცებს გაგახსენდება მამის სიტყვები: „მოედანს მიღმა დატოვე ყველაფერი, რაც შენს ირგვლივ ხდება. თამაშის დროს არაფერი უნდა იდგეს ფეხბურთზე მაღლა.“
ეს დაძაბულობისგან გაგათავისუფლებს. იგრძნობ მიწას ფეხქვეშ, ხოლო გული, ყველა მორიგი გოლის მერე ისე დაიწყებს ფეთქვას, თითქოს თამაში ყველაზე დიდი ტრიუმფითა და გამარჯვებით დაასრულე... თითქოს კვლავ მოგეცა საშუალება, გეთამაშა ნაყინისთვის..."


image

1
147
4-ს მოსწონს
ავტორი:პროფესორი
პროფესორი
147
  
2018, 11 დეკემბერი, 23:52
მოგესალმებით საუკეთესო, გაცნობის საიტი = = > Sexydrom.com
0 1 1