x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ცნობილები, რომლებიც პლასტიკურ ქირურგიას ემსხვერპლნენ

პლასტიკური ქირურგიის დადებით თუ უარყოფით მხარეებზე ბევრი თქმულა და დაწერილა. ცნობილი სახეების უმრავლესობა საკუთარ სილამაზეს სწორედ ესთეტიკურ მედიცინას უნდა უმადლოდეს.
მართალია ბევრი დადებითი შედეგი გვინახავს, თუმცა, ეს ის საკითხია, რომელშიც ზომიერება ყველაზე მეტადა არის საჭირო.

უნდა ვიცოდეთ, რომ ბუნებრივი ნაკლის გამოსწორება პლასტიკური ქირურგიით
შესაძლებელია, თუმცა ოპერაციებით გაფუჭებულ სახეს ვეღარაფერი შველის.

გადავხედოთ კოსმეტიკური მედიცინის ყველაზე ცუდ შედეგებს, რის შემდეგაც აუცილებლად დაფიქრდებით, ღირს თუ არა რაიმეს შეცვლა გარეგნობაში.

წარმოგიდგენთ პოპულარულ ადამიანებს, რომლებმაც საკუთარი სილამაზე
პლასტიკურ ქირურგიას მსხვერპლად შესწირეს.


ჯოზელინ ვაილდსტეინი

90-იანების ამერიკაში საკმაოდ ცნობილმა სახემ, ბიზნესმენმა ჯოზელინ
ვაილდსტეინმა სახელი პლასტიკური ქირურგიით გაითქვა.
პირველი ოპერაცია 1978 წელს გაიკეთა.
მას შემდეგ კი მილიონობით დოლარი დაახარჯა საკუთარ გარეგნობას.
ჯოზელინი დღეს 78 წლისაა, ათობით ოპერაციის მიუხედავად შედეგის გამოსწორება შეუძლებელი აღმოჩნდა.

image

image
დონატელა ვერსაჩე

63 წლის იტალიელი მოდის ლეგენდა, ჯანი ვერსაჩეს და და ბრენდის ვიცე-
პრეზიდენტი ტაბლოიდების სალაპარაკო თემად საკუთარი პლასტიკური
ოპერაციების წყალობით იქცა.
კოსმეტიკურ ქირურგიას 20 წლის წინ მიმართა და წლების განმავლობაში
იცვლიდა გარეგნობას.
დიზაინერი, როგორც დასავლური პრესა უწოდებს "ცვილის ფიგურას" დაემსგავსა
და გამოუსწორებელ შედეგამდე მივიდა.

imageimage

ლილ კიმი

44 წლის ამერიკელი რეპერი და კომპოზიტორი, გრემის მფლობელი
მომღერალი ლილ კიმი, როგორც ფანები ამბობენ, პლასტიკურ
ქირურგიას ემსხვერპლა.
შავკანიანმა მომღერალმა წლების წინ ცხვირის ოპერაციით დაიწყო და ორი წლის
წინ მთლიანი სახე შეიცვალა.

image

image


მიკი რურკი

სრულყოფილების დევნაში მამაკაცებსაც ხშირად ავიწყდებათ ზღვარი. ამერიკული
კინოს ვარსკვლავმა, მიკი რურკმა უკვე ასაკში ყოფნის დროს გადაწყვიტა
საკუთარი გარეგნობა "გაეუმჯობესებინა".


imageimage
დოლი პარტონი

ამერიკული შოუბიზნესის აიქონი, ქანთრი-მომღერალი და კომპოზიტორი დოლი
პარტონი ასევე იქცა ტაბლოიდების კრიტიკის საგნად.
72 წლის ვარსკვლავის გადაჭიმული სახე და დაბერილი ტუჩები ფანებს ზედმეტად
არაბუნებრივად ეჩვენებათ.

imageimage
ამანდა ბაინსი

თინეიჯერების საყვარელი მსახიობი, 2000-იანი წლების ამერიკული საბავშვო
კინოს ვარსკვლავი ამანდა ბაინსი, საერთოდ აღარ ჰგავს საკუთარ თავს.
მსახიობს მართლად ვეღარ იცნობთ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისა და
პლასტიკური ოპერაციების შემდეგ.

imageimage
ლინდსი ლოანი

"დისნეის" ვარსკვლავი, 90-იანი წლების თინეიჯერების საყვარელი მსახიობი
ლინდსი ლოანი, ბოტოქსისა და ტუჩების ინექციის შემდეგ საკუთარ ასაკზე
ბევრად უფროსად გამოიყურება.

imageimage

ჯორდან ჯეიმს პარკი

კიმ კარდაშიანის ფანმა, ჯორდან პარკმა გადაწყვიტა კუმირს დამსგავსებოდა და
ათობით ოპერაცია გაიკეთა. როგორც ხედავთ, მან გამოუსწორებელი შეცდომა
დაუშვა.

imageimage

ჯასტინ ჯედლიკი

"ადამიანი-თოჯინა" -ასეა ცნობილი 37 წლის ჯასტინ ჯედლიკი.
ის ჩვეულებრივი ბიჭი იყო ლოს-ანჯელესიდან, იქამდე, სანამ გადაწყვეტდა კენის
თოჯინას დამსგავსებოდა. ჯასტინი მსოფლიომ მას შემდეგ გაიცნო, რაც 500
პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა და ხელოვნური კუნთებიც კი ჩაიდგა.

imageimage
ამანდა ლეპორი

ავსტრიელი 51 წლის ტრანსგენდერი მოდელი, მსახიობი და მომღერალი
ამანდა ლეპორი ამერიკაში უკვე 30 წელზე მეტია აღიარებული ვარსკვლავია.
მსახიობს სქესის შესაცვლელად არ დასჭირვებია იმდენი ოპერაცია, რამდენიც
უკვე ქალად ყოფნის დროს გაიკეთა. ამანდა პლასტიკურ თოჯინას დაემსგავსა.

imageimage
მიქაელა რომანინი

იტალიელი ცნობილი სახე და ერთ დროს ლამაზმანად აღიარებული მიქაელა
რომანინი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება სილამაზის დევნაში
საკუთარი თავი დაკარგო.
მიქაელამ სახეზე ყველა დეტალი შეიცვალა, რასაც მისი ბუნებრივი სილამაზე შეეწირა.

imageimage











1
4430
2-ს მოსწონს
ავტორი:ანა ბეჟაშვილი
ანა ბეჟაშვილი
4430
  
2018, 23 დეკემბერი, 13:44
რა დონის ყველი უნდა იყო ესეთი რაღაცეები გაიკეთო????
0 1 1