x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
Forbes-მა გამოაქვეყნა ყველაზე მაღალანაზღაურებადი მუსიკალური შემსრულებლების რეიტინგი
image

პირველ ათეულში მოხვედრილმა მუსიკოსებმა 2018 წელს მთლიანად 886 მილიონი დოლარი გამოიმუშავეს.



ჟურნალმა Forbes-მა გამოაქვეყნა ყველაზე მაღალანაზღაურებადი მუსიკალური შემსრულებლების რეიტინგი, გამოცემამ დათვალა მუსიკოსთა შემოსავალი 2017 წლის 1 ივნისიდან 2018 წლის 1 ივნისამდე.


რეიტინგს სათავეში მოექცა ირლანდიული როკ ჯგუფი U2, ჯგუფმა ამ ხნის განმავლობაში 118 მილიონი$ გამოიმუშავა, მეორე ადგილზე ბრიტანული როკ-ჯგუფი Coldplay, რომელმაც 115, 5 $ იშოვა.მესამე პოზიციაზეა ედ შირანი(110 მილიონი დოლარი)



პირველ ათეულში შემდეგი მუსიკოსები მოხვდნენ: ბრუნო მარსი-100 მილიონი დოლარი, კეტი პერი-83 მილიონი;ტეილორ სვიფრი-80 მილიონი; ჯეი-ზი-76, 5 მილიონი;Guns N' Roses-71 მილიონი, ექს- პინკ-ფლოიდი, როჯერს უოტერსი-68 მილიონი და რეპერი P.Diddy-64 მილიონი.


შეგახსენებთ, გასულ წელს Forbes-ის რეიტინგს P.Diddy(ნამდვილი სახელი შონ კომბსი) ედგა სათავეში.


Forbes-მა გასულ თვეში 2018 წლის 10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი მომღერალი ქალის რეიტინგიც გამოქვეყნა.


0
91
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
91
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0