x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
"ათი გაბრუებული იდიოტის გამო გახარიამ ბოდიში მოიხადა და ბასიანი ისევ გახსნეს.მე ვინ მომიხდის დღეს ბოდიშს?.."

image
"როცა "ბასიანში" კლუბური ნარკოტიკით ახალგაზრდის გარდაცვალებას გავიგებდი, გული მეწურებოდა ბავშვების, მათი მშობლების და მეგობრების გამო.
აქ მთავრდებოდა ტკივილი, რადგან მეგონა მე ეს არ შემეხებოდა, სხვისი ტკივილით ვიფარგლებოდი.

დღეს მეც შემეხო, დღეს მეც ჩამომექცა ცა. ჩემი 18 წლის მთასავით ბიჭი, წარმატებული ფეხბურთელი, რომელსაც სიგარეტიც არ მოუწევია, კლუბ "ბასიანში" პირველად გასინჯა. გასინჯა და გაგვიყოლა ამდენი ადამიანი.

ათი გაბრუებული იდიოტის გამო გახარიამ ბოდიში მოიხადა და ბასიანი ისევ გახსნეს. მე ვინ მომიხდის დღეს ბოდიშს?
რას მიშველის ვინმეს ბოდიში. ულამაზესი ბიჭი უნდა მივაბარო მიწას. ბიძაშვილის შვილი იყო ჩემი.

ბედის ანაბარაა მიტოვებული ჩვენი ახალგაზრდა თაობა,
ის რა სახელმწიფოა, ბარიგების პრიტონს რომ ვერ ხურავს?" - წერს თეა ჯინჯიხაძე

0
141
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
141
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0