x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
მომაჯადოებელი ოქროსფერი კაბები ახალი წლის ღამისთვის
მათთვის, ვისაც სურს ყურადღების ცენტრში იყოს წლის მთავარ ღამეს, ყველაზე ხელსაყრელი გადაწყვეტა ოქროსფერია, რადგან პალიტრიდან ოქროსფერი ბრწყინვალების გარეშე 2018-19 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციები შეუძლებელია.


მოდის ყველაზე ცნობილმა ბრენდებმა Oscar de la Renta, Valentino Couture და სხვებმა, ახალი წლის ღამისთვის ოქროსფერი კაბების დახვეწილი და ყველაზე თანამედროვე სტილი უკვე შეიმუშავეს. კლასიკური და ექსპერიმენტული კომბინაციებიც წარმოუდგენელი და დახვეწილი სტილის კაბები შემოგვთავაზეს, რომლებიც შექმნილია ოქროსფერი ძაფების დახმარებით და ნაქარგები სრულ სპექტრს გვაძლევს და თითოეულ მსურველს ექნება შესაძლებლობა თავისი სტილი მოირგოს და ამავდროულად თავდაჯერებულად და მომაჯადოებლად გამოუიყურებოდეს მართლაც რომ ამ ჯადოსნურ ღამეს.



image



აქვე, ვიცით, რომ 2019 წელი "ყვითელი დედამიწელი" ღორის წელია და რამდენიმე დღე დარჩა მანამ, სანამ ძაღლის წელს გავაცილებთ. ღორის წელი ასრულებს 12 წლიან ცირკულარულ ციკლს, რაც იმას ნიშნავს, რომ დღესასწაული უნდა ჩატარდეს ყოველგვარი ხმაურის და ჩხუბის გარეშე, რომ ღორის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს. ლეგენდის თანახმად კი, ახალი წლის ღამეს, რასაც ყვითელ ღორს შესთხოვთ, მომდევნო 365 დღის განმავლობაში აუცილებლად აგისრულდებათ.




მიუხედავად იმისა, რომ ყვითელი ძაღლის წელია და ყვითელი ღორის წელი შემოაბიჯებს მალე, აქტუალური ფერები სრულიად განსხვავებული იქნება. თუ ძაღლი იყო რაციონალური და კეთილგანწყობილი, ღორი იქნება უფრო პომპეზური და მხარჯველი, ამიტომ რჩეული იქნება ექსცენტრიული და ნათელი კოსტიუმები ერთად, რაც საინტერესო დეკორს შექმნის.



ღორის წელს აქვს თავისი მოთხოვნები და დღესასწაულის ფარგლებში მოითხოვს შევხვდეთ ჩვენი ჰოროსკოპის შესაბამისი ფერების სამოსში და ტყუპები და ლომი ის ნიშნებია, რომლებმაც ღორის მოთხოვნები უნდა გაითვალისწინონ და სწორედ ყვითელი და ოქროსფერი კაბებით შეხვდნენ დამდეგს.



imageimageimageimageimageimageimageimage
imageimageimageimageimageimageimageimageimage













იხილეთ აგრეთვე:



რა ჩავიცვათ ახალი წლის ღამეს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?image


3
180
10-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
180
  
2018, 20 დეკემბერი, 10:57
მანჩო, ასე არ შეიძლება, უნდა გამოუცხადო საკუთარ თავს დასვენება :*
2018, 20 დეკემბერი, 9:33
მე ალბათ წინსაფრით შევხვდები ახალ წელს :D
2018, 19 დეკემბერი, 22:54
მოგესალმებით საუკეთესო, გაცნობის საიტი = = > Sexydrom.com
0 1 3