x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133854
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508144
რა გელით 2019 წელს იაპონური ჰოროსკოპის მიხედვით? ( ნაწილი 2)

იაპონურ ჰოროსკოპში 12 ნიშანია: უმა, ჰისუჯი, სარუ, ტორი, ინუ, ინოსისი, ნეძუმი, უში, ტორა, უსაგი, ტაცუ, ჰები. ნახეთ რომელი ნიშანი ხართ იაპონური ჰოროსკოპის მიხედვით და რას გიმზადებთ 2019 წელი?

image

ინოსისი

თუ დაიბადეთ 2007, 1995, 1983, 1971, 1959, 1947 ან 1935 ინოსისი ხართ. ამ ნიშნით დაბადებულები ვარსკვლავებმა შინაგანი ძალით დააჯილდოვეს. არ უყვართ პოლემიკაში შესვლა და მიაჩნიათ, რომ კამათი დროის ფუჭად ხარჯვაა. 2019 წელს თქვენს ცხოვრებაში შემცირდება კონკურენცია, ამიტომ ყოველდღიური სამუშაო რუტინად გადაიქცევა. განსაკუთრებით იღბლიანი იქნებით ფინანსურ საკითხებში, მოიგებთ ფულს, გაიჩენთ შემოსავლის ახალ წყაროს. იპოვით დროს პირადი ურთიერეთობისთვის და მიხვდებით, რომ სიყვარული სწორედ ის არის, რაც ცხოვრებას ალამაზებს.

ინუ

თუ დაიბადეთ 2006, 1994, 1982, 1970, 1958, 1946 ან 1934 წელს - თქვენ ინუ ხართ. ინუ ნიშნებს შორის ყველაზე ერთგულია. მისთვის სამართალი უპირველესი ფასეულობაა. ეს ნიშანი ხელმძღვანელობს აღმატებული იდეებით. ყველაფერთან ერთად, არიან საუკეთესო მესაიდუმლეები. 2019 წელი ინუს დააჯილდოებს შრომაში გატარებული დღეებისთვის. განსაკუთრებული ორგანიზებულობა გამოიჩინეთ ამ წელს. არ დაგავიწყდეთ, რომ წარმატების მიღწევის განუყოფელი ნაწილი თვითრწმენაა. ბევრი ინუ იქორწინებს ან დაინიშნება.

ტორი

თუ დაიბადეთ 2005, 1993, 1981, 1969, 1957, 1945 ან 1933 წელს, ტორი ხართ. ტორი ტიპური “შრომაჰოლიკია" ანუ თავიდან ბოლომდე სამუშაოშია გადავარდნილი. თუ არსებულ დავალებას თავს სწრაფად და წარმატებით ვერ გაართმევს, იმედი უცრუვდება და საქმისთვის თავის დანებება უნდება. 2019 წელს ტორი დაუმეგობრდება გავლენიან ადამიანებს და პოლიტიკოსებს, რაც დადებითად აისახება მის სამომავლო ბიზნესსა და კარიერაზე. ფინანსური პრობლემები, რომელიც გაწუხებდათ, მოგვარდება და ამოსუნთქვის საშუალება მოგეცემათ. დაოჯახებული ტორის ცხოვრება მშვიდი იქნება, ხოლო მარტოხელა - ჩაერთვება სასიყვარულო ავანტიურაში.

სარუ

თუ თქვენ დაიბადეთ 2004, 1992, 1980, 1968, 1956, 1944 ან 1932 წელს თქვენ ხართ სარუ. ამ ნიშნის ქვეშ ხშირად იბადებიან გენიოსები. გამოირჩევიან გონებამახვილობითა და გამომგონებლური ნიჭით. სარუ ზედმეტად ორიგინალურია იმისთვის, რომ სხვებმა გაუგონ. 2019 წელს სარუს შესაძლებლობა მიეცემა ბოლომდე გამოავლინოს თავისი პროვილეგია და ნიჭი. ამას გარდა, გამოცდილების შედეგად დაგროვებული ინფორმაციაც გამოიყენოს. ამ ნიშნის დაბადებულებს აღარ მოუწევთ ფინანსურ საკითხებზე ნერვიულობა. შესაძლოა დიდი სასიყვარულო გამოწვევის წინაშე აღმოჩნდეთ. არ გადაყვეთ სამუშაოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჯანმრთელობა გიმტყუნებთ.

ჰისუჯი

თუ დაიბადეთ 2003, 1991, 1979, 1967, 1955, 1943 ან 1931 წელს, ჰისუჯი ხართ. ამ ნიშნით დაბადებულები ელეგანტურები და ინტელექტუალურები არიან. ისინი კარგად ერკვევიან ხელოვნებასა და თეატრში. ხშირად დაინტერესებულები არიან სპირიტუალიზმითა და რელიგიით. სიცოცხლის ბოლომდე თავიანთი იდეოლოგიის ერთგულებად რჩებიან. 2019 წელს ჰისუჯის ჩააბარებენ პროექტს, რომელიც მისი კარიერის მომავალს განსაზღვრავს, ამიტომ განსაკუთრებული პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს მას. გამოიჩინეთ კრეატიულობა, შრომისმოყვარეობა, მიზანსწრაფულობა. ენერგიას ნუ დაზოგავთ. 2019 წელს მოულოდნელ სიტუაციაში აღმოჩნდებით, რომელიც ბევრი ფულის დახარჯვას გაიძულებთ. ამ წელს წამოწყებული სასიყვარულო ურთიერთობა დიდი ალბათობით ქორწინებით დასრულდება.

უმა

თუ დაიბადეთ 2002, 1990, 1978, 1966, 1954 ან 1942 წელს თქვენ ხართ უმა. უმას ეხერხება ფულის შოვნა და ახალ სიტუაციებში სწრაფად ადაპტაცია. ის ძალიან ნიჭიერია, სწრაფად ითვისებს ინფორმაციას, ენას და ალღოს უღებს ყველა საქმეს, რომელსაც ხელს მოჰკიდებს. 2019 წელს უმას პოზიტიური ცვლილებები ელოდება კარიერაში. წინსვლაში დაგეხმარებათ კარგად განვითარებული კომუნიკაციის უნარი. გარდა ამისა, 2019 წელს აღარ მოგიწევთ ფულის ეკონომიურად ხარჯვა, თქვენთვის დგება პერიოდი, რომელსაც ასე მოუთმენლად ელოდით - შეგიძლიათ იმოგზაუროთ, შეიძინოთ ძვირადღირებული ნივთები, ჩაიცვათ მოდურად, გააკეთოთ რემონტი და შეარჩიოთ ახალი ავტომობილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

რას გელით 2019 წელს იაპონური ჰოროსკოპის მიხედვით? (ნაწილი 1 )

1
1489
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
1489
  
2018, 10 დეკემბერი, 1:50
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1