x
მეტი
  • 20.01.2019
  • სტატია:85018
  • ვიდეო:335251
  • სურათი:443821
ვანო ჯავახიშვილის რეპლიკამ ინგილო ქართველები გააღიზიანა -„ვანო, ჩამოდი, მოინახულე შენი ისტორიული მიწა“

image


პარასკევს „ვანოს შოუს“ მონოლოგში გადაცემის წამყვანმა მორიგი ხუმრობისას არჩევნების გაყალბების კონტექსტში ინგილოები უხეშად მოიხსენია. რეპლიკამ ჰერეთში მცხოვრები ინგილო ქართველები გააღიზიანა და მათმა დიდმა ნაწილმა სოციალურ ქსელში მიმართვაც გამოაქვეყნა. ისინი ვანო ჯავახიშვილს საინგილოში ეპატიჟებიან, რათა სამომავლოდ უკეთ ერკვეოდეს იქ მცხოვრები ქართველების პრობლემებში.


„ეს ორი დღეა “ვანოს შოუში" გაჟღერებულ ვანო ჯავახიშვილის სიტყვებზე ვფიქრობ: “მარნეულელი ინგილო ქალი"(!) ... მე, როგორც ისტორიული ჰერეთის მკვიდრი, გულნატკენი ვარ!!! ოდესღაც გასხვისებულ, ბედის ანაბარა დატოვებულ, რჯულისთვის თავდადებულ, ქრისტიანობაშენარჩუნებულ, ალაზანსიქით, საზღვარსმიღმა დარჩენილებს ჩვენივე ქართველები აბუჩად გვიგდებენ! მარნეულში არასდროს უცხოვრია ინგილოს, ყველამ კარგად ვიცით ეს! გულნატკენი ვარ, რაგდან ის თემა აიგდეს აბუჩად, რომელსაც საინგილოში მცხოვრები ყველა ქართველი უფრთხილდება, ამაყობს ამ ისტორიული ეპიზოდით, ინგილო ქალი ჩვენთვის გმირობის მაგალითია... ვანო, ჩამოდი საინგილოში, მოინახულე შენი ისტორიული მიწა, გაიცანი ნაღდი ქართველები და აღარ გაგიჩნდება სურვილი ასე დაგვცინო!, “ - წერს ჰერეთის მკვიდრი შორენა თამაზაშვილი.


პოსტს კომენტარებში უამრავი გამოხმაურება აქვს, ისტორიული მიწის შვილები ჯავახიშვილისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვენ.


„მეტი საქმე არ აქვს ჩამოვა აბა! ჩამომსვლელი აქამდე ჩამოვიდოდა! პასუხი გაგვცეს თავის მდაბიო "იუმორზე" და ბოდიში მოიხადოს იმავე გადაცემაში! ჩვენ ჰერელებს ჩვენი სიამაყე გვაქვს და ურყევი -მტკიცე ხასიათი! მე ერთ-ერთი ჰერელი ვარ და ვერ მოვისვენებ იქამდე სანამ ბოდიშს არ მოუხდის მთელს ჩვენს კუთხეს!, “ - წერს ლედი გამხარაშვილი.


„ძალიან საწყენია, რომ, მოუმზადებლები გამოდიან გადაცემაში. მათ უნდა მოეთხოვოთ პასუხი, დაუფიქრებელ, გაუაზრებელ და შეურაცხმყოფელ სიტყვებზე. მე ჩემს, მეგობრებს, რუსთავი 2 ზე, მივწერე და ვთხოვე განმარტებების გაკეთება და ბოდიშის მოხდა, ჰერეთში მცხოვრები, საქართველოსგან უყურადღებოდ მიტოვებული, გმირი ქართველების წინაშე. ძალიან გამეხარდება, რომ, ჰერეთისთვის სხვა, სასიცოცხლო საკითხებშიც ერთსულოვნები ვიქნებით., “ - წერს ემზარ სუყაშვილი.


„სხვებს რომ დასცინოდა “ვიცინოდით", სანამ ჩვენ არ შეგვეხო. სულ ვამბობ, რომ დაცინვა და ხუმრობა სხვა და სხვა რამეა. სხვისი დაცინვის “ხარჯზე" გადაცემის გაკეთება არის უზნეობა, გოიმობა და არაპროფესიონალიზმი., “ - წერს ლეონტი შიოშვილი.


რამდენიმე დღის შემდეგ 9 დეკემბრის იმავე არხზე, გადაცემაშ „პოსტსკრიპტუმში“ იგივე კონტექსტით „ინგილო ქალი“ ჟურნალისტმა თენგო გოგოტიშვილმაც გამოიყენა...


image

ამავე თემაზე: რა პრობლემებს უქმნის „მოძმე“ აზერბაიჯანი ჰერეთში ქართველ ქრისტიანებს? - ექსკლუზიური რეპორტაჟი

1
1445
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
1445
  
2018, 10 დეკემბერი, 1:48
მოგესალმებით საუკეთესო, გაცნობის საიტი = = > Sexydrom.com
0 1 1