x
image
ზურმუხტისთვალება
Mediator image
თემური ჩრდილია ალაჰისა დედამიწაზე

image

თემურ ლენგმა თავისი გამარჯვების აღსანიშნავად სამარყანდში გრაციოზული მეჩეთი ააშენებინა. მან ბრძანა მეჩეთის შესასვლელში, კარების თავზე დაეწერათ: "თემური აჩრდილია ალაჰისა დედამიწაზე". მისი სიკვდილის შემდეგ მეჩეთში უცნაური მოვლენები დაიწყო. ღამე მეჩეთიდან კაცის განწირული ყვირილის ხმა ისმოდა, მაშინ როცა მეჩეთის შიგნით არავინ არ იმყოფებოდა. დილაობით კი მლოცველებს ხშირად ჭერიდან ჩამოვარდნილი აგურები ეცემოდათ, მაშინ როდესაც მეჩეთი საუკეთესო ინჟინრებისა და მშენებლების მიერ იყო აშენებული. მორწმუნეებმა ერთ დღესაც შეამჩნიეს, რომ კარებზე ნახევარი წარწერა ჩამოიშალა და დარჩა მხოლოდ "თემური ჩრდილია". ამის შემდეგ ბიბი ხანიმის მეჩეთში უცნაური მოვლენების ჯაჭვი შეწყდა.


image


0
340
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
340
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0