"მისს მსოფლიო 2018 " გამოვლინდა - გაიცანით ყველაზე ლამაზი გოგონა მსოფლიოში !
2018, 9 დეკემბერი, 20:36
რამდენიმე საათის წინ ჩინეთის ქალაქ სანიაში "მის მსოფლიო 2018 " -ის ფინალური შოუ ჩატარდა. გამარჯვება ამჯერად მექსიკის წარმომადგენელმა, 26 წლის ვანესა პონსიმ მოიპოვა. გვირგვინისთვის 118 ქვეყნის წარმომადგენელი იბრძოდა. ვიცე მისსის ტიტული ტაილანდის წარმომადგენელს ერგო. ფინალური ხუთეულში ასევე შევიდნენ - ბელორუსია, იამაიკა და უგანდა. მსოფლიოში ყველაზე ლამაზ გოგონას ბაკალავრის ხარისხი აქვს ბიზნეს-ადმინისტრირებაში. მართავს საკუთარ კომპანიას და ფლობს როგორც მშობლიურ, ასევე ინგლისურ ენას.