x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134381
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508455
2019 წლიდან ფინეთის დედაქალაქში შეკვეთილ პროდუქციას ადგილზე "დრონი" მიიტანს
image

კომპანია Wing-ის გენერალულმა დირექტორმა ჯეიმს რაიან ბერჯესმა(James Ryan Burgess) გამოაცხადა ახალი პროექტის დანერგვის შესახებ, პირველად ევროპაში, 2019 წლის გაზაფხულიდან ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკში მომხმარებლებს გამოწერილ ან შეკვეთილ პროდუქციას "დრონი" მიუტანს.

image

როგორც კომპანია იუწყება, ბოლო 18 თვის მანძილზე სამხრეთ ავსტრალიაში მიმდინარეობდა უპილოტო საფრენი აპარატებით ტვირთის გადაზიდვის ტესტირება, ადგილობრივ საწარმოებთან თანამშრომლობის შედეგად "დრონმა" მომხმარებლებს მიაწოდა პროდუქტები, სასმელები, მედიკამენტები და საყოფაცხოვრებო ნივთები.


image

კომპანია Wing-ის წარმომადგენლების მტკიცებით "დრონით" მიტანილი პროდუქცია ბევრად უფრო სწრაფი, ეფექტური და უსაფრთხოა, ამასთანავე ეკოლოგიურად სუფთაა და ბევრად უფრო მეტ სარგებელს მოუტანს მომხმარებელს, ვიდრე მიწისზედა ტრანსპორტით მიტანილი.

image

კომპანია Wing-ის ჰოლდინგ Alphabet-ის საკუთრებაა, რომელიც ორი მიმართულებით ახორციელებს პროექტს, Loon-ი შესაბამისი ინფრასტრუქტურის არმქონე ადგილებში ინტერნეტ სიგნალის გასავრცელებლად საჰაერო ბურთებს იყენებს, ხოლო Wing-ი დრონით მიტანის სერვისს ავითარებს.



1
70
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
70
  
2018, 15 დეკემბერი, 1:14
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1