საქართველო ცოტნე გამსახურდია ნაციონალურ მოძრაობას და ქართულ ოცნებას აფასებს 2018, 9 დეკემბერი, 15:33 ქოცი აქა-იქ ყაყანებს, თუ ნიკა რურუა არ მოსწონდა, ნაცმოძრაობას ხმა როგორ მისცაო. 1) ნაციონალური მოძრაობისთვის ხმის მიცემა არ ნიშნავდა იმას, რომ მე ან ნაცმოძრაობის წევრი ვარ, ან მათი თავგადაკლული მომხრე. ხიხოს შეგნებულად გაკრეფილი შუიდან ხმა ერთადერთ, ყველაზე ძლიერ ოპოზიციურ პარტიას მივეცი და ახლაც მიმაჩნია, რომ ოპოზიციური პრეზიდენტი გაცილებით უკეთესი იქნებოდა ქვეყნისთვის, ვიდრე ხიხოს მიერ ქვეყნის ჩანთასავით, ასი პროცენტით დაიღლიავება! 2) ნაცმოძრაობა არ არის მხოლოდ ნიკა რურუა, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ. სამარცხვინოა, სხვას უთითებდე და მხარდამჭერებში გყავდეს გოგა ხაინდრავა, ნუკრი ქანთარია, კობა ნარჩემაშვილი, თვით პარიჟანკა, ბოლობოლო, და მთელი შევარდნაძისდროინდელი ჩინოვნიკები მოაბრუნო ხელისუფლებაში, როგორც ეს ქოცებმა გააკეთეს. 3) შეცდომებისა და დანაშაულის გარდა მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანა სამ წელიწადში შექმნა თავიდან. ქვეყანა, რომელიც თქვენისთანებმა და თქვენმა ბიდლო მშობლებმა დააქციეს და ჯართად გაყიდეს! თქვენ და თქვენს მარჩენალს - არაფერი გაგიკეთებიათ! 4) მე არასდროს ვურევ ჩემს პირად დამოკიდებულებას და საქვეყნო საქმეს. დიახ, თქვენ მოგიწევთ სალაფავის დაკარგვა 2020 წელს და ამაში მე აქტიურ მონაწილეობას აუცილებლად მივიღებ! 761 3-ს მოსწონს
|