x
image
Yoona
7 ნიშანი, რომ თქვენთვის რძის დალევა არ შეიძლება
image

რძის პროდუქცია ძალიან რთული თემაა. რძის პროდუქტების სარეკლამო კამპანიები გვარწმუნებენ, რომ რძე კალციუმის საუკეთესო წყარო არის. სინამდვილეში ბევრი კვლევა არსებობს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ სინამდვილეში რძე შეიძლება არც თუ ისე სასარგებლო იყოს.

2014 წელს სამედიცინო ჟურნალმა BMJ-მა გამოაქვეყნა კვლევა, რომელშიც 61 000 ქალი მონაწილეობდა. კვლევამ დაამტკიცა, რომ ქალები, რომლებიც ბევრ რძეს სვამდნენ, მოტეხილობის უფრო მაღალი რისკი ჰქონდათ, იმათთან შედარებით, ვინც ნაკლებ რძეს სვამდა. უფრო მეტიც, ქალები, რომლებიც ბევრ რძეს სვამდნენ, უფრო ადრე იღუპებოდნენ.


რძე და რძის პროდუქტები

image

ასევე კვლევამ დაამტკიცა, რომ 14 წლამდე ბავშვებს, რომლებიც რძეს სვამდნენ, და დიაბეტს შორის ძლიერი კავშირი არსებობს. თუ ესეც არ არის საკმარისია, დავამატებთ, რო 26-46 წლის ქალები, რომელთა რაციონში ბევრი რძის პროდუქტი არსებობს, სარძევე ჯირკვლის განვითარების უფრო მაღალი რისკი აქვთ.


ეს ჯერ კიდევ საშიში არაა, მაგრამ უფრო გავრცელებული მიზეზიც არსებობს, რომ ადამიანმა რძის პროდუქტების მიღებაზე უარი თქვას.

ნახეთ 7 ნიშანი, რომელთა აღმოჩენის შემთხვევაში დროა რძის დალევაზე უარი თქვათ.

ლაქტოზის აუტანლობა

1.თქვენ მუდმივად გრძნობთ შებერილობას

image

ორგანიზმში ლაქტოზა სწორედ რომ გადამუშავდეს და მისი ათვისება მოხდეს, ადამიანს ფერმენტი, სახელად ლაქტაზა უნდა ჰქონდეს. პატარა ბავშვებს ლაქტაზის პრობლემა არ აქვთ, პატარა ორგანიზმში ფერმენტი საკმარისად ბევრია, რადგან მათ რძის გადამუშავება სჭირდებათ, რისგანაც მათი რაციონის დიდი ნაწილი შედგება.

ასაკთან ერთად, ორგანიზმი სულ უფრო ცოტა ლაქტაზას გამოიმუშავებს, რადგან ზრდასრულ ადამიანს რძე აღარ სჭირდება. ამ მიზეზით რძის მოხმარებამ შეიძლება მუცლის შებერილობა გამოიწვიოს.

სტატისტიკის მონაცემების მიხედვით, ბევრი ლათინო-ამერიკელი, ინდოელი, ევროპელი, 74 % ადგილობრივი ამერიკელი, აღმოსავლეთ-დასავლეთ აზიის 98%, აფრო-ამერიკელთა 70%, აზიელი ამერიკელების 90% ლაქტოზის აუტანლობით იტანჯება.


2.კუჭის ტკივილი

image

როგორც წესი, მუცლის შებერილობას თან კუჭის ტკივილიც ახლავს. თუ წვრილ ნაწლავში ლაქტაზა საკმარისი არაა, რძის ბოლომდე ათვისება არ მოხდება. ეს კი მონელების პროცესს ხელს უშლის და ტკივილს იწვევს.

თქვენ შეიძლება ღებინება გქონდეთ, ან ბუყბუყი და ტკივილი იგრძნოთ. ზოგიერთი კრუნჩხვებსა და მწვავე ტკივილსაც უჩიოდა.


3.თქვენ ბევრი გაზი გიგროვდებათ

image

როცა ლაქტოზას გადამუშავება ისე არ ხდება, როგორც საჭიროა, აუთვისებელი შაქარი მსხვილი ნაწლავის ხაფანგში ხვდება. ის იქ რჩება, რაც კარგს არაფერს მოასწავებს.

კუჭიდან სასაცილო ხმები გამოდის, მუცელი შეიძლება ბუყბუყებდეს. და ბოლოს, ამას მოჰყვება არც თუ ისე სასიამოვნო მოვლენა - მეტეორიზმი (გაზების ჭარბად დაგროვება).


4.თქვენ ხშირად გაწუხებთ დიარეა, რომელიც ორ დღეზე მეტხანს გრძელდება

image

თუ ზემოთ ჩამოთვლილი 3 ნიშანი თქვენთვის ცნობილია, ეს უკვე აღარ გაგაკვირვებთ. თუმცა ამით ნაკლებად უსიამოვნო არ ხდება.

ძალიან ხშირ შემთხვევაში, როცა ადამიანს ლაქტოზას აუტანლობა აქვს, ამჩნევს რომ ყველა რძის პროდუქტი ასეთ შედეგს არ იწვევს.

ადამიანმა შეიძლება აღმოაჩინოს, რომ ყველი და ნაღები დიარეას არ იწვევს, ეს კი ზუსტად რძის გამო ხდება. თუმცა ამაში რომ დარწმუნდეთ, უმჯობესია რაციონიდან რძის პროდუქტები გამორიცხოთ და შემდეგ ნელ-ნელა ჩართოთ რიგრიგობით.


რძის გავლენა

5.კანი ხშირად გექავებათ

image

ხშირ შემთხვევაში რძის მიღების შემდეგ კანის ქავილი ამ პროდუქტზე ალერგიას წარმოადგენს და არა ლაქტოზას აუტანლობას. რძის მიმართ ალერგია ხშირად ბავშვებს აწუხებთ, მაგრამ გამონაკლის უფროსებიც არ წარმოადგენენ.

რძეზე ალერგია მაშინ გამოვლინდება, როცა იმუნური სისტემა ნებისმიერ რძის პროდუქტზე უარყოფითად მოქმედებას იწყებს, რადგან მას საშიშ და უცხო ნივთიერებად აღიქვამს.

როცა ასეთი ნივთიერება საკვების მონელების სისტემაში ხვდება, ორგანიზმის მიერ ყველაზე გავრცელებული რეაქციაა კანის ქავილი.


6.ოჯახის რამდენიმე წევრი სიმსივნით გარდაიცვლება

image

უკვე დიდი ხანია დამტკიცებულია, რომ რძის პროდუქტებსა და ონკოლოგიური დაავადების განვითარების საფრთხეს შორის კავშირი არსებობს. თუ ქალი რძეს ხშირად სვამს, მას სარძევე ჯირკვლის განვითარების მაღალი რისკი აქვს.

რძეში შედის ჰორმონი, სახელწოდებით IGF-1, რომელიც რამდენიმე სახის სიმსივნის განვითარებასთან არის დაკავშირებული, მათ შორის ფილტვების, პროსტატის და მსხვილი ნაწლავის სიმსივნეები.

ცოტა ხნის წინ, ბრიტანულმა ჟურნალმა ონკოლოგიურ პრობლემებზე (British Journal of Cancer) გვიამბო საინტერესო კვლევის შესახებ, რომელშიც შვედეთის 23 000 მოქალაქე მონაწილეობდა. ყველა მონაწილეს ლაქტოზას აუტანლობა ჰქონდა, ხოლო რძის და რძის პროდუქტების მოხმარების შემცირებამ აჩვენა, რომ მათ ფილტვების, სარძევე ჯირკვლის და კვერცხუჯრედების სიმსივნის რისკი საგრძნობლად შეამცირა.

2006 წელს, ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერებამ გამოაქვეყნა კვლევის შედეგები, რომელშიც 100 000-ზე მეტი 26-46 წლის ქალები მონაწილეობდნენ. ექსპერტებმა გაარკვიეს, რომ ქალები, რომლებიც ხორცს და რძის პროდუქტებს მოიხმარდნენ, სარძევე ჯირკვლის განვითარების რისკს საგრძნობლად ზრდიდნენ.

20-ზე მეტი კვლევა ჩატარდა, რომელშიც რძესა და მამაკაცებში პროსტატის კიბოს შორის კავშირი დაადგინეს.


7.თქვენ კანის პრობლემები აქვთ

image

ზუსტად ის ჰორმონი, რომელიც სიმსივნის განვითარების რისკს ზრდის, კანის პრობლემებსაც იწვევს. ეს ჰორმონი IGF-1 კანზე აკნეს, შეშუპებას და ანთებას იწვევს.

ასევე დამტკიცებულ ფაქტს წარმოადგენს ისიც, რომ რძის პროდუქტების მოხმარება ჭარბი ცხიმის გამომუშავებას იწვევს, რომელიც თავის მხრივ დაბინძურებული ფორების და აკნეს მიზეზია.

თუ უმეტეს პერიოდში სახეზე ანთება გაწუხებთ. მათ მოსაშორებლად დერმატოლოგთან ვიზიტის გარდა ბევრი სხვა მეთოდიც სცადეთ, მაგრამ ყველაფერი უშედეგოდ, ალბათ დროა რაციონიდან რძის პროდუქტები გამორიცხოთ.

რძის და რძის პროდუქტების მიღება შეზღუდეთ და განსხვავებას იმწამსვე დაინახავთ.

და თქვენ გიყვართ რძე და რძის პროდუქტები? რამდენად ხშირად მოიხმართ?


ასევე დაგაინტერესებთ:

1. დასახელდა მსოფლიოში ყველაზე მავნე სასმელი

2. „ტვინს არ უყვარს ცხიმი, ალკოჰოლი და თამბაქო, მაგრამ უყვარს...“ - ნეიროქირურგი ჯანმრთელობის საიდუმლოს გვიზიარებს

3. შაქრის დეტოქსიკაცია - როგორ გავწმინდოთ ორგანიზმი შაქრისგან მხოლოდ 7 დღეში

4. როგორ აღვადგინოთ ღვიძლი და მოვიშოროთ ზედმეტი წონა 30 დღეში

5. როგორც იქნა მედიცინამ ეს აღიარა: დაავადების განკურნება მედიკამენტის გარეშე შესაძლებელია!

6. ეს პროდუქტი - ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კანცეროგენია, მისი მიღება შეწყვიტეთ!

უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი


1
764
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
764
  
2018, 11 დეკემბერი, 1:53
მოგესალმებით საუკეთესო, გაცნობის საიტი = = > Sexydrom.com
0 1 1