x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
"სადარბაზოსთან მიშისტი ალიკა შემხვდა, დაინახა ჩემი სანოვაგე, მორთო კივილი და გნიასი ..."


image

"დღეს მოვდიოდი ბაზრიდან. მხარზე ერთი ტომარა კარტოფილი მედო, მეორე ხელით ხახვის დიდ "სეტკას" მოვათრევდი.
ყოველი ზამთრის დაწყების წინ, ზამთრისთვის ვიმარაგებ ხოლმე კარტოფილსა და ხახვს, ჩვევა მაქვს ასეთი, რომელიც ჯერ კიდე დიდმა ბაბუამ სტეფანე ლორთქიფანიძემ დამიბარა.
8 დეკემბერია, ზამთარი რვა დღეა რაც დაიწყო და ამიტომ დილით გავედი დეზერტირკაზე და ვიყიდე ის, რაც ჩამოვთვალე.
სადარბაზოსთან მიშისტი ალიკა შემხვდა, დაინახა ჩემი სანოვაგე, მორთო კივილი და გნიასი და პატრულს გამოუძახა.
პატრულს, ცესკოს, არასამთავრობო ენჯეოებსა და თავისი პარტიის აქტივისტებს გამოუძახა, რომლებიც უკვე სულს ღაფავენ, მაგრამ მაინც ბოლო გაფართხალებას ახერხებენ.
მწვდა ალიკა ფეხებში და სანამ ყველა ჩამოთვლილი ორგანო არ მოვიდა, არ გამიშვა.
-ფაქტი, ფაქტი სახეზეა- ყვიროდა ალიკა და ჩემს ხახვს ეპოტინებოდა-აი, გაყალბებული და მოსყიდული არჩევნები, აი, გაყიდული საქართველო, აი, ინტელიგენციის ფასი, აი, ბიძინას სისხლიანი ანაზღაურება, აი, რაში გაიცვალა დედა-ენა, მამალი, მართლმადებილობა...
აქ ალიკას ენამ უმტყუნა, რადგან ეს სიტყვები მისთვის ახალი იყო, ახალი ნასწავლი ჰქონდა და ამიტომ ვერ წარმოთქვა ისე, როგორც ამას მიშას გრიშა სხლავს ხოლმე, მესამე ჭიქის შემდეგ.
საიდანღაც უხსენებელი ტელევიზიის წვერებიანი მოგენდერო წამყვანი გაიჩითა, მას უკან ტევეპირველის ბეღურასმსგავსი, დაჩუტული პატარა-ჩია გოგო მოყვა.
და იქ ამბავი დაიწყო...
მაგრამ მე არ დავიბენი და ნასყიდობის ქვითარი, ზედნადები, პროდუქციის სერტიფიკატი და ორი მიუკერძოებელი თვითმხილველიც წარვადგინე, ვინც დაადასტურა, რომ საქონელში მე ფული გადავიხადე.
ალიკა დააკავეს, როგორც ცრუპენტელა და ცილისმწამებელი და ხვალ რესპუბლიკის მოედანზე ენას ამოგლეჯენ გავარვარებული პლოსკოტი.
ფისი
ის კი არ იციან, ის ფული მე საიდან მაქვს, ხახახახახახახახა..." წერს ბლოგერი დავით კალანდია

0
379
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
379
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0