x
მეტი
  • 17.04.2024
  • სტატია:134343
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
ქართველი მეომრები - მხატვარი გიორგი წიკლაური
ვახტანგ I გორგასალი. მხატვარი - გიორგი წიკლაური


ქართული ისტორიული მხატვრობა ჯერ კიდევ ჩანასახოვან მდგომარეობაშია და ის მხოლოდ ახლა ხდება პოპულარული. სამწუხაროდ მხატვრები საკმაოდ მცირე ინტერესს იჩენენ იმისთვის, რომ შექმნან ქართველი მეფეების, მოღვაწეების, ისტორიული მხედართმთავრების, გმირების და მეომრების ავთენტური, ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობილი და რეალისტური, მაღალმხატვრული ნამუშევრები. ასეთივე მდგომარეობაა ქართულ მითოლოგიასთან დაკავშირებითაც. საქართველოში აუცილებლად უნდა განვითარდეს მითოლოგიური მხატვრობა, ქართულ მითოსში ხომ ერის ნამდვილი სული და არსი იმალება. ჩვენ კი ახლაც კი, 2018 წლის დასასრულს, ელემენტარულად არ გაგვაჩნია ჩვენი ეროვნული მითოლოგიური გმირების, ღმერთების, ქაღლმერთების, მეომრების, სახალხო თქმულებათა პერსონაჟების, ეპიკური სცენების, სხვადასხვა ქართული არსებების გამოსახულებები და მაღალი დონის, მსოფლიოში წარსადგენად მზადმყოფი მხატვრობა. ისეთი, რომ არ შეგვრცხვეს.


ძალიან სასიხარულოა, რომ ასეთ დროში გამოჩნდა ისეთი ახალგაზრდა მხატვარი, როგორიც არის გიორგი წიკლაური, რომელმაც გადაწყვიტა, რომ შეექმნა მაღალი ხარისხის ქართული საისტორიო მხატვრობა ქართველი მეომრების შესახებ და წყაროდ გამოიყენა ისტორიული აღწერილობები, თუ როგორ ემოსათ და რას ატარებდნენ ქართველი მეომრები სხვადასხვა საუკუნეში, შემორჩენილი აბჯრები და აღკაზმულობა, იარაღის სახეები, რასაც ვიცით, რომ იყენებდნენ ჩვენი შორეული თუ ახლო წარსულში მცხოვრები წინაპრები. ის განაგრძობს ნახატების შექმნას და გამოქვეყნებას. აქ კი შემოგთავაზებთ მის რამდენიმე ნამუშევარს:


1) XI -XIII საუკუნეების ქართველი აზნაური



XI -XIII საუკუნეების ქართველი აზნაური. მხატვარი - გიორგი წიკლაური



2) XI - XIII საუკუნეების ქართველი რაინდი - მოყმე (მაღალი რეზოლუციით იხილეთ აქ)


XI - XIII საუკუნეების ქართველი რაინდი - მოყმე. მხატვარი - გიორგი წიკლაური



3) დიდგორის ბრძოლა.


დიდგორის ბრძოლა. მხატვარი - გიორგი წიკლაური



4) XIII - XIV საუკუნეების ქართველი მეომარი.


XIII - XIV საუკუნეების ქართველი მეომარი. მხატვარი - გიორგი წიკლაური



5) XI - XIII საუკუნეების ქართველი მეომარი.


XI - XIII საუკუნეების ქართველი მეომარი. მხატვარი - გიორგი წიკლაური



6) XI - XII საუკუნეების ქართველი აზნაური.


XI -XII საუკუნეების ქართველი აზნაური. მხატვარი - გიორგი წიკლაური



7) XIV - XV საუკუნეების ქართველი მეომარი.


XIV - XV საუკუნეების ქართველი მეომარი. მხატვარი - გიორგი წიკლაური



8) XI -XII საუკუნეების ქართველი მოისარი.


XI -XII საუკუნეების ქართველი მოისარი. მხატვარი - გიორგი წიკლაური



9) შუა საუკუნეების სვანი მეომარი.


შუა საუკუნეების სვანი მეომარი. მხატვარი - გიორგი წიკლაური



10) XI -XII– საუკუნეების ფხოველი მეომარი.


XI=XIII საუკუნეების ფხოველი მეომარი. მხატვარი - გიორგი წიკლაური



11) X - XIII საუკუნეების ქართველი მეციხოვნე.


X - XIII საუკუნეების ქართველი მეციხოვნე. მხატვარი - გიორგი წიკლაური



12) X საუკუნის ქართველი მეომარი.


X საუკუნის ქართველი მეომარი. მხატვარი - გიორგი წიკლაური



13) შუა საუკუნეების ქართველი მეციხოვნე (ნახატი შესრულებულია ძველქართულ მინიატურულ სტილში)


შუა საუკუნეების ქართველი მეციხოვნე. (მინიატურულ სტილში). მხატვარი - გიორგი წიკლაური



დიდ იმედს ვიტოვებთ, რომ ქართველი მოყვარული თუ პროფესიონალი მხატვრები მიბაძავენ გიორგი წიკლაურის ამ შესანიშნავ მაგალითს და შექმნიან ნამუშევრებს საქართველოს ისტორიის და ასევე მითოლოგიის შესახებ. წარმოიდგინეთ, ჩვენ არ გაგვაჩნია გაცის, გაიმის და არმაზის ისტორიული აღწერილობის მიხედვით შექმნილი ნახატი და არ გვქონია მათი ამ სახით რეკონსტრუქციის მცდელობაც კი. ეს მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენ არ ვცემთ პატივს საკუთარივე ფესვებს. თუ ასეა, მაშინ უნდა ვიცოდეთ - ასეთი ხე გახმება. წიკლაურის მსგავსი ხალხი ასულდგმულებს ქართულ იგდრაზილს.





ასევე დაგაინტერესებთ:

1) გიორგი გეგეჭკორი - დიდი ქართველი მხატვრის კოლექცია - ქართველი მეფეები და მოღვაწეები

2) თავადი გრიგორი გაგარინი - კავკასიაზე შეყვარებული მხატვარი

3) თბილისელი ჩინელი მხატვარი, რომელმაც საქართველოს უსასყიდლოდ გადასცა მილიონი დოლარის ნახატები

4) კასტელის ნახატები მე-17 საუკუნის საქართველოსა და ქართველების აღწერით

5) ლეონარდო დავინჩის შემოქმედება. გამონათქვამები და მოსაზრებები

6) ადოლფ ჰიტლერის ნახატების დიდი კოლექცია



განაგრძეთ ძალიან საინტერესო სტატიების კითხვა


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


1
1168
4-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
1168
  
2018, 10 დეკემბერი, 1:49
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1