x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
გვარამია გიორგი არველაძეს დაუპირისპირდა: „ეს თუ მართლა შენი სიტყვებია“...
image


რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაციის ყოფილ უფროსს, ტელეიმედის ყოფილ დირექტორს გიორგი არველაძეს უპირისპირდება. გვარამიას აღშფოთება არველაძის განცხადებას უკავშირდება, რითაც მან ქართველი ახალგაზრდები გააკრიტიკა. არველაძემ ეს სტატუსი მალევე წაშალა. მუხედავად ამისა, გვარამია არველაძეს მაინც ეხმაურება და მის ამ მოსაზრებას ფუნდამენტურ შეცდომას უწოდებს.


„ბოდიში შენთან, George Arveladze, თუ ეს მართლა შენი სიტყვებია, ღრმა და ფუნდამენტური შეცდომაა. საუკეთესო და საამაყო ახალი თაობა გვყავს. ბევრად, ძალიან ბევრად უკეთესი, ვიდრე ჩემი და, მაპატიე, შენი ახალგაზრდობა იყო. ბევრგან ვყოფილვარ და მიცხოვრია კიდეც. უცხოელ და ქართველ ახალგაზრდობასთან შეხება მქონია, მათ შორის, როგორც ლექტორს. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, არც ერთგან არ ყავთ ასეთი მაგრები. იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ სტარტაპი ასჯერ უარესი ქონდათ, ვიდრე ნებისმიერ მათ კონკურენტს დასავლეთში, შეიძლება ითქვას, რომ ჩვეულებრივი ბედნიერება და ნამდვილი საჩუქარია ჩვენი ახალგაზრდობა“ - წერს გვარამია.


„საქართველოს ახალგაზრდობავ და სტუდენტობავ, თქვენ ხართ ზარმაცი, უთავმოყვარეო და უტვინო ჯოგი. უპასუხისმგებლო ნახირი, ფასეულობებისა და ინტელექტის გარეშე. სამარცხვინონი. ქაქში ცხოვრებას იმსახურებთ და ზუსტად ეს გელით“ - დაწერა გიორგი არველაძემ.



image


ამავე სტატუსს იქვე პასუხობს გიორგი არველაძე: „ნიკა მესმის, რომ შენ ასე უნდა ამბობდე და სწორია. მე არც პოლიტიკოსი ვარდა არც საზოგადო მოღვაწე. არც ვაპირებ!!! ჩემი პირადი აზრი მაქვს და მეთანხმები თუ არა, ეს ჩემი აზრია.



ახალგაზრდობა სადაც დუმს, იმ საზოგადოებას მომავალი არ აქვს.
ჩვენი ახალგაზრდობა დღეს (და რა თქმაუნდა მე კრებითად ვსაუბრობ და არ გვულისმობ გამონაკლისებს) მთლიანობაში ან დაკომპლექსებულია, ან უტყდებათ, ან კიდიათ ან დაბოლილები არიან. ეს ეროვნული ტრაგედიაა.


არაფერ შუაშია აქ ქოცი ან ნაცი. არაფერ შუაშია პოლიტიკა. როდესაც რუსეთი სახელმწიფოებრიობას გართმევს ახალგაზრდობა სადღაც უნდა იყოს, უნდა ჩანდეს, ხმას უნდა იღებდეს. მე ვერ ვხედავ ასეთ ახალგაზრდობას, კიდევ ვიმეორებ, რომ კრებითად ვსაუბრობ და ცალკეულ გამონათებებზე არ მაქვს საუბარი. მე თვითონაც ახალგაზრდების მამა ვარ და გულისტკივილის მეტი არაფერი მალაპარაკებს ამას.


უფრო ცუდი ისაა, რომ არავინ ამაზე არ ლაპარაკობს. პირიქით, ისეთი აზრი მკვიდრდება სულ, რომ პროტესტი ტეხავს, გამოსვლები ცუდია, პოლიტიკურ პარტიებთან აფილიაცია ტეხავს და სამარცხვინოა.. რომ ცივილიზებულობა და კაი პონტი ისაა თუ ყველა ჩუმად იქნება, თუ ყველა დაიკიდებს პოლიტიკას და ა.შ. რუსეთის მიერ დამოუკიდებლობის წართმევის გაპროტესტება რომ უტყდება უკვე - ეგეთი ახალგაზრდობის მე არ მესმის და არ მჯერა.



ეროვნული მოძრაობა სტუდენტებმა დაიწყეს გარეჯის პოლიგონის გაპროტესტებით. ახლა გარეჯის პოლიგონი კი არა დაგვახიეს სახელმწიფობრიობა თავზე და ახალგაზრდობა დუმს. ტრაგიკულია ამის ყურება და არ შემიძლია ემოციის გარეშე ყოფნა. ტროლების კითხვა არ მსიამოვნებს და ამიტომ შენის ნებართვით თაგს მოვუხსნი ამ პოსტს, რადგან ვიცი რომ ბევრს საკუთარ წმიდათა წმინდა მოვალეობად მიაჩნია ფეისბუქზე გინება და ტროლვა. ჩემი სათქმელი ჩერგომ უკვე გააცნო ფართო აუდიტორიას - რისთვისაც ნამდვილად მადლობა ეკუთვნის მას.



ხო! ჩემი აზრია, რომ დღეს, როდესაც დამოუკიდებლობა და სახელმწიფოებრიობა ფაქტიურად წაგვართვა რუსეთმა, ახალგაზრდობა ასე არ უნდა დუმდეს. და თუ დუმს (და იგი დუმს) ეს სამარცხვინოა და მე მას გავაკრიტიკებ, იმიტომ, რომ სამარცხვინოს გარდა ტრაგიკულიცაა.



მე არც ქოცობას ვუწუნებ არავის და არც ნაცობას ვთხოვ ვინმეს. ქვეყანაა დასაცავი, გადასარჩენი.. და მდუმარე, ინდეფერენტული ახალგაზრდობა თუ გვეყოლა ეს შეუძლებელი იქნება. მარიხუანას მოწევა და we dance together we fight together თუ აღაგზნებს მარტო ქართველ ახალგაზრდობას, ამ ერს მომავალი არ აქვს.


სად არის ახალგაზრდობა რომელსაც სამშობლო ტკივა და პასუხისმგებლობას გრძნობს მის წინაშე. დამანახე ასეთი კრიტიკული მასა ახალგაზრდობისა და ბედნიერი ვიქნები. ჩემი თავი ენაცვალოს ყველას. სამწუხაროდ ასეთი არ ჩანს...., “ - წერს არველაძე გვარამიას საპასუხოდ.

0
877
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
877
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0