x
მეტი
  • 21.04.2019
  • სტატია:88881
  • ვიდეო:339389
  • სურათი:451399
როდის ვკითხოთ მომავალ დამსაქმებელს ხელფასის შესახებ: 12 სასარგებლო რჩევა

image

ხელფასის შესახებ შეკითხვა ყველაზე რთული კითხვაა, რომელიც გასაუბრების დროს გიჩნდებათ. ერთი მხრივ, დამსაქმებელთან მრავალრიცხოვან შეხვედრებზე დროის დახარჯვა არ გსურთ, თუ შრომის ანაზღაურება თქვენთვის მისაღები არაა, მეორე მხრივ, არ გსურთ რომ უტაქტო გამოჩნდეთ, რადგან ამ შემთხვევაში უფროს ისეთი შთაბეჭდილება შეექმნება, რომ ხელფასი ერთადერთია, რის გამოც მუშაობას აპირებთ. როგორ მივხვდეთ, რომ დროა ხელფასზე ვიკითხოთ ან ჯერ ადრეა? ამაში 12 რჩევა დაგეხმარებათ.


1.გაარკვიეთ, დამსაქმებელი თქვენით დაინტერესებული არის თუ არა

image

თუ მიხვდებით, რომ დამსაქმებელი თქვენით ძალიან დაინტერესებული არაა, სჯობს ხელფასზე საერთოდ არ იკითხოთ.


2.მცირე კვლევა ჩაატარეთ

image

სანამ ძალიან მაღალი ან დაბალი მოთხოვნებით ყველას უხერხულობაში ჩააგდებთ, ინტერნეტში ინფორმაცია მოიძიეთ და გაარკვიეთ, ამ თანამდებობაზე ჩვეულებრივ რამდენს უხდიან ან ამ კომპანიაში თანამშრომლებს საშუალოდ რამდენს უხდიან. ასე საკუთარ თავზე ძალიან მაღალ ან დაბალ ღირებულებას არ დააწესებთ.


3.საკუთარი გამოცდილების დონე შეაფასეთ

image

თუ ამ სფეროში დამწყები ხართ, უმჯობესია ენას კბილი დააჭიროთ და დაელოდოთ, სანამ სამსახურს შემოგთავაზებენ.


4.უმჯობესია ხელფასზე გვიან იკითხოთ, ვიდრე ძალიან ადრე

image

წინააღმდეგ შემთხვევაში დამსაქმებელს არასწორი შთაბეჭდილება შეექმნება. დიახ, ფული ყველასთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ ისინი თქვენი მთავარი მოტივაციის საშუალება არ უნდა იყოს.


5.საკუთარ ინტუიციას ენდეთ

image

როცა საუბარი საჭირო რელსებზე გადავა და თქვენ ინტერვიუერთან თავს უფრო კომფორტულად იგრძნობთ, შეგიძლიათ გარისკოთ და ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კითხვა დაუსვათ. ნებისმიერ შემთხვევაში ეს უკეთესია, ვიდრე გასაუბრებაზე 11 საათის დახარჯვა მხოლოდ იმის გასაგებად, რომ გადაგიხდიან იმდენს, რამდენსაც ბოლოს 5 წლის წინ გიხდიდნენ.


6.დაელოდოთ მომენტს, როცა სამსახურზე თქვენს დათანხმებას შეეცდებიან

image

ზოგჯერ ისეც ხდება, რომ პოლუსი იცვლება და ახლა თქვენ კი არ ყიდით უნარებსა და გამოცდილებას, არამედ დამსაქმებელი თქვენს მოსყიდვას ცდილობს. ეს იდეალური მომენტია იმისათვის, რომ ხელფასზე იკითხოთ.


7.კუთხეები შეარბილეთ

image

იმის ნაცვლად, რომ პირდაპირ ჰკითხოთ: „რამდენი იქნება ჩემი ხელფასი?“ - კითხვა ასე დაუსვით: შეიძლება გამომუშავებულ თანხასთან დაკავშირებული საკითხი განვიხილოთ? (პაუზა) თუ ასეა, შეიძლება ამაზე ახლა ვისაუბროთ?“ ყოველ შემთხვევაში, ასე სიტუაცია უხერხული არ იქნება.


8.პირდაპირ პასუხს არ ელოდოთ

image

მაშინაც კი, როცა გრძნობთ რომ ხელსაყრელი დრო დადგა, რომ ხელფასის საკითხი წინ წამოწიოთ, არ იფიქროთ რომ ყველაფერს გეტყვიან. ძალიან ხშირად ინტერვიუერები ამ კითხვაზე პასუხს თავს არიდებენ და ასე პასუხობენ: „ეს ბევრ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული“. თუ ასე მოხდება არ შეგეშინდეთ, უბრალოდ დამსაქმებელს დრო სჭირდება, რომ თქვენზე უფრო მეტი გაიგოს.


9.მზად იყავით იმისთვის, რომ კითხვაზე კითხვითვე გიპასუხებენ

image

როცა თქვენ ხელფასზე კითხვას დაუსვამთ, არსებობს ალბათობა, რომ დაინტერესდებიან, თუ ახლა რამდენს გამოიმუშავეთ ან რამდენის მიღება გსურთ. უმჯობესია ასეთ კითხვაზე პასუხის გასაცემად წინასწარ მოემზადოთ. იდეალური იქნება, თუ სასურველი ანაზღაურების მინიმალურ და მაქსიმალურ თანხას დაასახელებთ, ან კითხვას თავი აარიდეთ და აქცენტი გააკეთეთ იმაზე, რომ ამ კომპანიაში მუშაობა თქვენთვის ბევრად უფრო საინტერესოა, ვიდრე ხელფასის საკითხი.


10.თქვენი მინიმალური მოთხოვნების შესახებ ყოველთვის იცოდეთ

image

თქვენ ყოველთვის უნდა იცოდეთ, თუ რა მინიმალურ ხელფასზე ხართ მზად, რომ იმუშაოთ.


11.ვაჭრობისთვის მზად იყავით

image

თქვენ უნდა იცოდეთ არა მხოლოდ რამდენის გამომუშავება გსურთ, არამედ დაგეგმოთ, თუ სასურველ ხელფასს როგორ მიაღწიოთ. ეცადეთ ასეთ ფრაზას „მე ვფიქრობ“. „სავარაუდოდ“ თავი აარიდოთ. ასეთი ფრაზები ისეთ შთაბეჭდილებას ქმნიან, რომ თქვენ თავდაჯერებული არ ხართ. საკუთარი პოზიცია მტკიცედ დაიცავით, მაგრამ არ გადააჭარბოთ.


12.ფულზე ჩაციკვლა არ ღირს

image

საკითხი ძალიან ადრე ან ძალიან გვიან წინ არ წამოწიოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში დამსაქმებელი ცუდ დასკვნებს გააკეთებს. ასევე არ მისცეთ იმ დასკვნის გამოტანის საშუალება, რომ გამომუშავებული თანხის რაოდენობა თქვენს საბოლოო გადაწყვეტილებაზე, შეუერთდეთ ამ კომპანიას თუ არა, გავლენას მოახდენს.


ასევე დაგაინტერესებთ:

1. თეთრები თუ მილიონი: რის ყიდვას შეძლებთ 1 დოლარად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

2. პოპულარული რჩევები ფინანსური გურუსგან, რომლებიც უმჯობესია არ უგულებელყოთ

3. 6 რამ, რაც საბანკო ბარათების შესახებ უნდა იცოდეთ

4. შეცდომები, რომელთაც სუპერმარკეტში ვუშვებთ, შეიძლება მთელი ქონების ფასად დაგვიჯდეს

უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

1
546
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
546
  
2018, 11 დეკემბერი, 1:48
მოგესალმებით საუკეთესო, გაცნობის საიტი = = > Sexydrom.com
0 1 1