x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
წვიმიანი ამინდი

image
ფრთა მოტეხილი, ქოლგით დგას გაჩერებაზე. თითქოს ცა გაიხსნა, წვიმს და დასასრულს არ უჩანს ბოლო. როგორც იქნა, გამწვანდა შუქნიშანი, გადაირბინა გზა. მიდის და ფიქრებშია წასული შორს. სადაც სულ მათზე ფიქრობს, ყოველ წუთს და წამს, რას შვრებიან, როგორ არიან. უცებ ხმა მოესმა, ვიღაც ეძახის .უკნიდან ნინო, ნინო . -ვინ არის ახლა? ეს რომ მეძახის? ამ შუა ქუჩაში. ან რა უნდა? ეკითხება მის თავს. არ ეცნო ხმა. მაგრამ ის ვინც ეძახდა არ ჩერდებოდა, ისევ გამეტებით ყვიროდა, ცდილობდა როგორმე წვიმის ხმაში მიეღწია ნინოსთვის ხმა. ნინომ მოიხედა უკან, ვერ იცნო მამაკაცი, რომელიც მის წინ იდგა. --გამარჯობა ნინო როგორ ხარ? ნინო გაკვირვებული მისჩერებოდა უცხო მმაკაცს, ვერა და ვერ იცნო. ---ვერ გიცანით პატონო ვინ ბრძანდებით? ---ხო მართალია, ან საიდან უნდა მიცნობდე. მე შენი მეზობელი გადაღამ ქუჩიდან ვარ თემური. რამდენჯერმე მყავხარ ნანახი, ჩვენ სოფლის ბაზარში, აქაც შეგამჩნიე, მაგრამ ვერა და ვერ გავბედე ახლოს მოსვლა, ახლა კი რაც იქნება იქნებამეთქი და აი გნახე კიდეც. ---მადლობა თემური ყურადღებისთვის, მაგრამ მე უნდა წავიდე მეჩქარება ძალიან. -- დიდიხან არ შეგაყოვნებ ნინო ყავაზე გეპაიჟები, აქ ნაკლებად ვიცნობ და ვკონტაქტობ ქართველებთან. ხომ იცი როგორ გადაგვარდა ყველა, ვერავის ენდობი, სულ იმას ცდილობენ როგორმე მოგატყვილონ და გამოგიყენონ. --ჰმ ეგ კი იცოცხე ეგრეა, ქართულად ლაპარაკს არ კადრულობს ზოგიერთი, მალავს ქართველობას. ვითომ და სხვა ერი გვჯობდეს, წარმომავლობით და ისტორიით. წვიმამ ისევ უმატა : ნინო ქოლქას ამოფარებული, თემური კი ქოლგის გარეშე დგას და სულ გაილუმპა. არ შესთავაზა ნინომ თავი შეეფარებინა თემურის ქოლგაში, ცდილობდა მალე გაცლოდა იქაურობას, არ უნდოდა ვინმეს შეემჩნია, მამაკაცთან რომ საუბრობს, ათას რამეს იტყვის ხალხი, რას არ დააბრალებენ ქალს, როცა მამაკაცთან საუბრობს, მაშინვე ცუდს იფიქრებენ. თემური თავისას არ იშლის, ისევ სთხოვა ნონოს იქვე ახლოს კაფეში შესვლა. --ცოტა ვისაუბროთ, მომიყვეი შენზე, აქ როგორ წამოდი, მეც მოგიყვები ჩემზე, მომენატრა ნორმალურ ადამიანთან საუბარი. ---რა გაეწყობა, რახან არ იშლი კარგი, რამდენიმე წუთი გავჩერდები, მერე კი უნდა გავიქცე სამსახურში. ნინოს სულ იმის ფიქრი უტრიალებდა თავში, ამდენი წელი აქ ვარ და უცხო მამაკაცთან არ ვყოფილვარ კაფეშე, ახლა რომ ვინმემ დამინახოს ხომ მომეჭრა თავი, ხომ გადაუსვეს ხაზი ჩემ პატიოსნებას, ვითომდა ჩემმა კეთილის მსურველებმა. თემურიმ დაიწყო, თავისი ამბის მოყოლა ნინოსთვის. თუ რამ აიძულა დაეტოვებინა თავისი საყვალერი ოჯახი: ---მამა გამიხდა ავად, თუ რამ გაგვაჩნდა ყველაფერი გავყიდეთ, დახმარებაც მოგვცა მთავრობამ, მაგრამ ვერ აუთავდი. შვილებიც დაიზარდა, ბევრი დაჭირდათ, ვერ შევძელი ჩემი ხელფასით, ყველაფერს გავმკლავებოდი და წამოვედი აქ. ძალიან გაუჭირდა ჩემ ცოლს, ჩემ გარეშე სულ ტირის. ბავშვებიც ყოველ საუბარზე, როდის ჩამოხვალ მამა მეუბნებია, მაგრამ აბა როგორ წავიდე? მე ერთი ვარ, ოჯახში ფულის შემტანი. მე რომ იქ წავიდე, ისევ წამექცევა ფეხზე დამდგარი ოჯახი. არადა კაცი ვარ, მაგრამ მარტოობამ დამტანჯა, რომ მახსენდება ჩემი ცოლ შვილი სულ ცრემლი მომდის, მენატრებიან ძალიან, ეგ საბუთიც არ გამომივიდა, რომ ჩავიდე მოვინახულო და წამოვიდე ისევ. მამჩემი გარდაიცვალა, ვერ დავიტირე საცოდავი, გული მაქვს მკვდარი. აქაც სამუშაო ჭირს კაცის. ხან სად ვარ სამუშაოდ ხან სად, თავს არ ვზოგავ, ოღონდ იქ მყავდეს ჩემები კარგად. მეგობარმა მიღალატა აქ, ფული ვასესხე და უკან არ დამიბრუნა, დიდი ვალში გადავარდი, სხვის ფულზე დაუდექი თანდებად და ჩემი გასასტუმრებელი შეიქნა. ის კი სხვა ქვეყანაში გადავიდა, ასეა აქ ვერავის ენდობი, ამიტომ უნდა იყო შენთვის, მარტო და აკეთო შენი საქმე. თითქოსდა აღსარებასავით მოყვა, თავის გულისტკივილი თემურიმ. რა ხანია ასე არავისთან უსაუბრია, მოეშვა გულზე ლოდივით რომ აწვა და არ ასვენებდა, სიმსუბუქე იგრძნო, თან იმას ფიქრობდა თავი არ მოვაბეზრო ნინოს და არ გაიქცეს ისევ ძლივს დავითანხმე ფინჯან ყავაზეო. ნინო კარგი მსმენელია ყოველთვის, გულთან მაიქვს სხვისი დარდი და ტკივილი, ცდილობს ყოველთვის სხვას დაეხმაროს, დაუდგეს გვერდით. ---შენ რატომ წამოდი აქ? რა მოხდა? ვიცი რომ კარგი ოჯახი გაქვს ნონო. ---ოჯახი კი კარგი მაქვს, მაგრამ გაჭივრებამ ჩემამდიც მოაღწია, ვერ შევძელი ოთხი შვილის მოვლა პატრონობა. დაიზარდნენ და ბევრი უნდათ უკვე. სამი წლით წამოვედი და უკვე არც მაქვს იმე დავბრუნდები თუ არა უკან. მეტი და მეტი ჭირდებათ. ვერ უძლებ, შვლიების საუბარს, უკვე ცუდად ვხედები, მკლავს მათი მონატრება, მათი ჩახუტების სურვილი, მაგრამ იქ რომ წავიდე ისევ იმ დღეში ვიქნები, უარსეში კიდე და ისევ ჩემი შვილების გამო. მინდა ისწავლონ და კარგი მომავალი ჰქონდეთ. ეხ არც მე ვარ უსწავლელი, მაგრამ ჩემ დროს სხვა იყო. ყველგან ვინმე უნდა გყოლოდა, მუშაობა რომ დაგეწყო, ვმუშაობდი და ისეთი ანაზღაურება მქონდა სამგზავროდაც არ მყოფნიდა, აქ სულ მარტო ვარ. მეგობარმა დამეხმარა ჩამოსვლაში ის სხვაგან გადავიდა სამუშაოდ და ტელეფონით თუ მოვიკითხავთ ერთმანეთს. --ეხ ჩემო ნინო ასეა ცხოვრება, ვის საით მოგვისვრის, არავინ ვიცით და ვის საით გაგვიმართლებს, დავბრუნდებით აუცილებლად, დავბრუნდებით, ჩვენ სამშობლოში, წელგამართული და ძლიერები. როგორც კი ჩავალ პირველი მამაჩემის საფლავი უნდა მოვინახულო, სახლშიც არ მივალ ისე მენატრება ძალიან, მის სულს ვენაცვალე. ახალგაზრდობაში ვერ ვიგემეთ ოჯახის სიტკბო, სიბერეში მაინც ვიგემოთ და დავტკბეტ ჩვენი ოჯახებით. თორე რაც მეტს აგზავნი უფრო მეტი და მეტი უნდათ. ---ეგ არ თქვა თემური სოფელი, ქალაქი, ბინის ქირის ფული ბავშვების სწავლა კაპიკებს ვიტოვებ ჩემთვის და მაინც არ არის საკმარისი. რამდენიმე წუთიანი საუბარი, ნინოს საათზე მეტი გაუგრძელდა, ვერც კი შეამჩნია ისე გავიდა დრო, საათს დახედა და წამოხტა ზემოთ. --- უი ეს რა დამემართა, დამაგვიანდა უნდა წავიდე. მოუბოდიშა თემურის და გარეთ გავარდა. დაედევნა თემური, ნუ გარბიხარ! მოიცა, ტაქს გავაჩერებ და მიგიყვანს სამსახურში. ნომერი დამიტოვე მოგიკითხო ხანდახან. გაცვალეს ნომრები, ნინო ტაქსში ჩაჯდა და წავიდა, თემური ისევ წვიმაში კმაყოფილი და უცნაურად ბედნიერი ჩანდა. არც ნინო იყო უკმაყოფილო თემურის გაცნობით. თურმე აქაც შეიძლება იყოს ნორმალური ქართველი. სამსახურში მისვლისას ტელეფონზე ზარის ხმა გასიმა, --- ნინო მიდი უკვე, ხომ არ დაგიგვიანია?

0
36
1-ს მოსწონს
ავტორი:სოფო იაშვილი
სოფო იაშვილი
36
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0