x
image
მაიკო ქავთარაძე
იმერხევის ულამაზესი სოფელი-ბაძგირეთი! აღმოაჩინე საქართველო!
ბაძგირეთი ისტორიული საქართველოს, იმერხევის, ერთ-ერთი მაღალმთიანი, მაცხოვრებლებით სავსე და სილამაზით გამორჩეული სოფელია. მიუხედავად იმისა, რომ ის დღესდღეობით თურქეთის სახელმწიფოს შემადგენლობაშია, ადგილობრივი მოსახლეობა ცდილობს შეინარჩუნოს თვითმყოფადობა, ანუ ცდილობს არ დაშორდეს ქართულ ფესვებს, არ დაავიწყდეს რომ მათი ისტორიული სამშობლო საქართველოა.


image

იმერხევსა და ტაოში ადმინისტრაციულ დასახლებებს თურქულენოვანი სახელები დაარქვეს, მიუხედავად ამისა, დღემდე ქართულენოვანი ტოპონიმიკაა შემორჩენილი არამხოლოდ ქართულ, არამედ შერეულ ეთნიკურ დასახლებებსა და თურქულად მიჩნეულ სოფლებშიც.


სახელწოდება ბაძგირეთი ქართული წარმომავლობისაა, დიალექტოლოგიური მასალის ჩაწერის დროს იგი სამ ვარიანტად გამოვლინდა-ბაძგირეთი/ბაზგირეთი/ვაზგირეთი. წარმოდგენილი სამი ფორმისაგან ამოსავალი ჩანს ბაძგირეთი, რომელიც მიღებული უნდა იყოს ბაძგარ-ეთ-ი სიტყვისაგან, თანამედროვე სალიტერატურო ქართულსა და დიალექტებში სიტყვა "ბაძგარ" ნიშნავს "ბუჩქს"...(ტ. ფუტკარაძე)


ეტიმოლოგია ნათელია და ადასტურებს, რომ ტოპონიმი ბაძგირეთი ქართული წარმომავლობისაა, რაც ხაზს უსვამს ისტორიულ საქართველოში ქართული ენის შენარჩუნებისა და მისი მოფრთხილების სურვილსა თუ აუცილებლობას.


თუკი ოდესმე გადაწყვეტთ, რომ გსურთ რაღაც განსაკუთრებულის, განსხვავებულის, ეგზოტიკური ადგილის მონახულება, გირჩევდით, რომ წასულიყავით იმერხევში, მოინახულოთ მისი ულამაზესი ბუნება, ადამიანები, რომლებსაც თქვენს დანახვაზე აუცილებლად გაუბრწყინდებათ თვალები, თუ ეტყვით რომ "გურჯი" ხართ... ამით თქვენც კმაყოფილი, ემოციებით სავსე იქნებით და მეორე მხრივ, ძალიან დიდ წვლილს შეიტანთ იმ ძაფების არ გაწყვეტაში, რომელიც საქართველოსა და ისტორიულ საქართველოს აკავშირებს.


დასასრულს, ბაძგირეთის შესახებ ფოტოები ისაუბრებენ, ცოტათი მაინც შეძლებენ მისი სილამაზისა და განსაკუთრებულობის ჩვენებას:






image

image

image

image

image

image

image

image



სურათები: ფათიჰ მეიდან ცვარიძე


3
1427
10-ს მოსწონს
ავტორი:მაიკო ქავთარაძე
მაიკო ქავთარაძე
1427
  
2021, 31 იანვარი, 15:22
ჰო, მანჩო, ულამაზესია
2018, 9 დეკემბერი, 21:38
მაი, აქ იყავი? რა მაგარია
0 1 3