x
მეტი
  • 17.04.2024
  • სტატია:134344
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
ვარსკვლავები კბილების რესტავრაციამდე და შემდეგ

კბილების რესტავრაცია, ესთეტიკურ მედიცინაში ერთ-ერთი ყველაზე
გავრცელებული და მოთხოვნადი პროცედურაა.
ვინირება კი კბილების ესთეტიკური რესტავრაციის ყველაზე ეფექტური მეთოდი.
ვინაიდან ღიმილი ადამიანის სავიზიტო ბარათია, ცნობილი ადამიანების უმეტესობა ეკრანზე გამოჩენამდე ან შემდგომ, აუცილებლად მიმართავს ამ პროცედურას და საფუძვლიანად იცვლის კბილების ფორმას.
წარმოგიდგენთ ვინირების წარმატებულ შედეგებს, ანუ იმ პოპულარული
ადამიანების ათეულს, რომლებმაც კბილების ფორმის შეცვლით გარეგნობა
საგრძნობლად გაიუმჯობესეს.

1. მაილი საირუსი

პოპ-ვარსკვლავი ბავშვობიდან ჩანს ეკრანზე და ყველას გვახსოვს მისი
არაპროპორციული კბილები. მომღერალმა და მსახიობმა პირველად წლების წინ
ჩარია ესთეტიკური მედიცინა საკუთარ გარეგნობაში. სამი წლის წინ კი უფრო
ლამაზი ღიმილით წარმოგვიდგა.
image


2. სელენ დიონი
სოულის დედოფალი ახალგაზრდობაში, თვალის მომჭრელი ღიმილით ნამდვილად არ გამოირჩეოდა . კბილების ფორმის შეცვლამ მომღერალი
უკეთესობისკენ საგრძნობლად შეცვალა.

image

3. ზაკ ეფრონი

გოგონების კერპი, "დისნეი ჩენელის" ვარსკვლავი ზაკ ეფრონი, ინტერვიუებში
ხშირად იხსენებს, რომ კბილების გამო ბავშვობაში ხშირად დასცინოდნენ.
მომღერალმა ვინირების პროცედურას წლების წინ მიმართა.

image

4. ბლეიკ ლაივლი

ულამაზესმა მსახიობმა მას შემდეგ გაიკეთა ვინირება, როდესაც უკვე საკმაოდ ცნობილი იყო. ვარსკვლავმა ცხვირის ფორმაც შეიცვალა.

image

5. ჰილარი დაფი

თანამედროვე "კონკიას" არასოდეს ჰქონია ცუდი ღიმილი. თუმცა, როდესაც
მიკროფონზე შემთხვევით კბილი ჩამოარტყა და მოიტეხა, მსახიობი იძულებული
გახდა მთლიანად შეეცვალა საკუთარი კბილები.

image

6. კრიშტიანუ რონალდო

ფეხბურთელს მართლაც შესაცვლელი ჰქონდა კბილები. რესტავრაციის შემდეგ
კრიშტიანუ ბევრად მომხიბვლელად გამოიყურება.

image

7. ნიკოლას ქეიჯი
მსახიობმა კბილების რესტავრაცია ზრდასრულ ასაკში გაიკეთა და ეს ნაბიჯი მის
გარეგნობაზე აშკარად დადებითად აისახა.

image


8. კეილი ჯანერი

კარდაშიანების კლანის უმცროსმა წარმომადგენელმა ვინირების მეთოდს მას
შემდეგ მიმართა, როგორც კი 17 წლის ასაკს გადაცდა.
კბილებთან ერთად გოგონამ ცხვირის და ტუჩების კორექციაციასაც გაიკეთა.
image

9. ვიქტორია ბექჰემი

დევიდ ბექჰემის მეუღლე კბილების რესტავრაციამ საგრძნობლად შეცვალა.

image

10. ტომ კრუზი

ტომ კრუზის ეფექტი კი ნამდვილად თვალში საცემია. დამეთანხმებით,
ესთეტიკურ ჩარევას მსახიობის ღიმილი მართლაც საჭიროებდა.

image


1
739
1-ს მოსწონს
ავტორი:ანა ბეჟაშვილი
ანა ბეჟაშვილი
739
  
2018, 8 დეკემბერი, 2:03
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1