x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
30 წელი სომხეთის საზარელი მიწისძვრიდან(+16)
image

1988 წლის 7 დეკემბერს, სომხეთში სპიტაკის რეგიონში, ადგილობრივი დროით 11:41 საათზე მოხდა საზარელი მიწისძვრა 7.2 მაგნიტუდით, რომელიც 30 წამი გაგრძელდა. მძლავრმა მიწისქვეშა ბიძგებმა მოიცვა მთელი სომხეთი და საქართველოს ნაწილი. მიწისძვრის ტალღამ დედამიწას დაარტყა წრე და იგი დააფიქსირეს ამერიკის, ევროპის, აზიის და ავტრალიის სეისმურმა ლაბორატორიებმა. სრულიად დაინგრა ქალაქი სპიტაკი და 58 სოფელი მის გარშემო; ნაწილობრივ დაინგრა ქალაქები: ლენინაკანი (დღევანდელი გიუმრი), სტეფანავანი, კიროვაკანი. მთლიანად დაიღუპა 25 000 ადამიანი, ხოლო 514 000 უსახლკაროდ დარჩა.

image

იმ პერიოდში საბჭოთა კავშირის გენერალურმა მდივანმა, მიხეილ გორბაჩოვმა შეწყვიტა აშშ-ში ვიზიტი და ითხოვა სომხეთისთვის ჰუმანიტარული დახმარება. სომხეთს ეხმარებოდა საბჭოთა კავშირის ყველა რესპუბლიკა და კიდევ მსოფლიოს 111 ქვეყანა, მათ შორის: აშშ, ისრაელი, დიდი ბრიტანეთი, ლიბანი, საფრანგეთი, ნორვეგია, გერმანია და ა.შ.


image

საბჭოთა კავშირში სპეციალიზებური სამაშველო სამსახური არ არსებობდა ამ პროფილით, ამიტომ უცხოელი მაშველები იქნენ მოწვეულნი.



უსახლკაროდ დარჩენილები მთელს საბჭოეთში შეიფარეს, მათ შორის, რა თქმა უნდა, საქართველოშიც, მათ გამოეყოთ ბინები, ზოგი პრესტიჟულ სასტუმროებში დაასახლეს.

image



1989 წელს დამზადდა 3 მანეთიანი რკინის მონეტა, რომელიც სპიტაკის მიწისძვრის მსხვერპლთა ხსოვნას მიეძღვნა.

image



სომხეთის მიწისძვრამ ასახვა პოვა პოპ-კულტურაშიც. 1989 წელს უცხოელმა როკ ვარსკვლავებმა ჩაწერეს საქველმოქმედო ალბომი Rock Aid Armenia —, ჩაწერაში მონაწილეობდნენ:Emerson, Lake & Palmer, Gary Moore, Black Sabbath, Asia, Mike & the Mechanics, Rush, Deep Purple, Bon Jovi, Iron Maiden, Led Zeppelin, Foreigner, Pink Floyd, Queen, Yes, Whitesnake, Bryan Adams-ი და სხვები.

image




ყველამ ერთად კი შეასრულა Deep Purple -ს ცნობილი ჰიტი "Smoke on the Water", რომელიც UK Top 40 Singles Chart-ში მოხვდა.



ამასთანვე, დაიწერა რამდენიმე წიგნი და ორი დოკუმენტური ფილმი("სპიტაკის მიწისძვრა" და "სომხეთი: ჯოჯოხეთის 7 დღე") გადაიღეს.

image



2016 წლის დეკემბერში გამოვიდა მხატვრული ფილმი "მიწისძვრა"(რეჟისორი სარიკ ანდრეასიანი), რომელიც პრემია "ოსკარზე " იყო წარდგენილი, როგორც საუკეთესო უცხოური ფილმი, ხოლო «Виват кино России!»-ის XXV ფესტივალზე ფილმს გადაეცა პრიზი საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრისათვის.






image

image

image

image

image


image

image

image

image

image

1
191
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
191
  
2018, 7 დეკემბერი, 22:23
ამ დროს სოფელში ჩემს სახლზე კუთხე ჩამოინგრა და ერთ ოთახის ბალკა არის გატეხილი:(
0 1 1