x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
აზერბაიჯანელმა მოდელმა გაიკეთა ტატუ, რომელიც თარგმნა ონლაინ თარგმანით და სასაცილო სიტუაციაში აღმოჩნდა

image 26-წლის ნაზ მილა თურქეთში ცნობილი ინსტაგრამ-ვარსკვლავია. პოპულარულმა გოგომ გადაწყვიტა გაეკეთებინა რაიმე აზრობრივი დატვირთვის მქონე ტატუ, რომელიც დაიწყებოდა მკერდის გასწვრივ და მუხლამდე გაჰყვებოდა თეძოს გავლით. გადაწყვიტა დაეწერა შემდეგი შინაარსის ტატუ "მხოლოდ ღმერთს შეუძლია განმსაჯოს ჩემი შეცდომებით და სიმართლით.
ნაზ მილა გაკვეთილად გამოადგება მათ, ვინც ენა არ იცის და მაინც მისთვის უცხო ენაზე უნდა ტატუს გაკეთება და ამისათვის მცოდნე თარჯიმნის ნაცვლად ონლაინ-თარგმანს ეყრდნობა.
ნაზ მილამ ისარგებლა ონლაინ-თარგმანით და თურქულ ენაზე ნაფიქრი ინგლისურად დააწერინა ტატუს ოსტატს, შედეგი კი აღმოჩნდა ისთვის არცთუ სასიამოვნო. ონლაიმ-მთარგმნელმა მილას თურქული ტექსტი განსხვავებულად თარგმნა და მისი სურვილი "მხოლოდ ღმერთს შეუძლია განმსაჯოს ჩემი შეცდომებით და სიმართლით გამოვიდა შემდეგი შინაარსის ინგლისურად "მე შემიძლია განვსაჯო მარტოხელა ღმერთი ჩემი შეცდომებით და შეცდომებით".
მილა დაიბადა აზერბაიჯანში, მას ინსტაგრამ გვერდზე 860 000 ხელმომწერი ჰყავს. საინტერესოა, მაგრამ მილას ტატუს შინაარსი ბევრმა ვერც კი გაიგო თუ რა დაიწერა ტატუდ მილამ, მაგრამ ვინც გაიგო სიცილით "მოკვდა", ხოლო მილას ინსტაგრამის უცხოელი პუბლიკა ისტერიკაშია!
მილა აზერბაიჯანელია, მაგრამ თურქეთში თურქული შოუს "With Zuhal Topal"-ის მეშვეობით მოხვდა, რომელ შოუშიც ერთერთი მთავარი მონაწილე იყო. ესაა თურქული შოუ, სადაც მამაკაცები ეძებდნენ შესაფერის საცოლეს. შოუ მას შემდეგ დაიხურა, რაც ცნობილი გახდა, რომ შოუში მონაწილე ზოგიერთი გოგონა პროსტიტუციით იყო თურქეთში დაკავებული.
მილას და ტატუს ოსტატის "იაღლიში" მალევე შეამჩნიეს ინსტაგრამის მომხმარებლებმა და ორივეს კრიტიკა დაიწყეს:
"მილაც და ტატუს გამკეთებელიც სულელები არიან".
"ერთს ვიტყვი-ეს ამაზრზენია".
"ვინ მოიყვანს ცოლად ამ სულელს, რომელმაც ისიც კი არ იცის თუ რას იწერს ტატუდ"!
მილა იძულებული გახდა კომენტარების ფუნქცია დაეხურა, თუმცა აზერბაიჯანულმა სამოდელო სააგენტომ მასთან კონტრაქტი მაინც გაწყვიტა, რადგან ჩათვალა, რომ აღნიშნული ტატუ შეურაცხმყოფელი იყო მორწმუნეებისათვის.

imageimage

1
1401
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
1401
  
2018, 8 დეკემბერი, 2:01
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1