ნავაგიოს პლაჟი ბერძნულ კუნძულ ზაკინტოსზე ათასობით ტურისტს იზიდავს და რატომ, ამას სტატიიდან გაიგებთ
ნავაგიოს ბუხტა მაგნიტივით იზიდავს ტურისტებს და მათ სიმრავლეს თუ გავითვალისწინებთ, მილიონზე მეტი სურათია აქ გადაღებული.
სიმართლე გითხრათ, პირადად პირველად გავიგე ამ ბუხტაზე, რომელიც ზღაპრულად ლამაზია.
და მაინც, რა იზიდავს ამ კუნძულზე და განსაკუთრბით ამ ბუხტაზე ტურისტებს?
კუნძულ ზაკინტოსის ნავაგიოს ბუხტაში ქვიშიან ნაპირზეა ზღვის მიერ შტორმის დროს გამორიყული გემი "პანაგიოტისი", რომელიც წლების მანძილზე ემსახურებოდა კონტრაბანდისტებს, რომლებსაც საბაჟოს გვერდის ავლით საბერძნეთში შეჰქონდათ კონტრაბანდული სიგარეტი.
1983 წელს ძლიერ შტორმში მოხვედრილი გემი სწორედ ნავაგიოს ბუხტის ქვიშიან ნაპირზე გამორიყა ზღვამ.
სწორედ ამ სახელგანთქმული, უკვე თითქმის ბოლომდე ჟანგისაგან და ზღვის მლაშე წყლის გავლენით კოროზიისგან "შეჭმული" გემის სანახავად მოდიან კუნძულზე ტურისტები სხვადასხვა ქვეყნებიდან, ათასობით.
გემი გემად და სურათების ნახვის მერე დარწმუნდებით, რომ მართლაც, რომ ზღაპრული ადგილია.
კუნძულის და უფრო მეტად კი ნავაგიოს ბუხტისაკენ ყოველ ნახევარ საათში გადის კატარღები და იახტები პატარა საზღვაო პორტიდან "Porto Vromi".
აღნიშნული პორტიდან ნავაგიოს ბუხტამდე 30 წუთის სავალია, ამიტომ ხშირად ნახავთ ბუხტაზე რეიდზე მდგარ, ღუზა ჩაშვებულ მოზრდილ კატარღებს თუ იახტებს.