x
მეტი
  • 17.12.2018
  • სტატია:83813
  • ვიდეო:334551
  • სურათი:441932
ვაშინგტონი ახალ მსოფლიო წესრიგს ქმნის რუსეთის, ჩინეთისა და ირანის წინააღმდეგ

image

მსოფლიო წესრიგის შექმნაზე ან ახალი მსოფლიო წესრიგის ფორმირებაზე ძალიან ბევრი თეორია არსებობს. არის ე.წ. შეთქმულების თეორიებიც, რომლებიც საზოგადოების გარკვეულ ნაწილში ძალიან პოპულარულია. ასეთი თეორიები ყოველთვის მიიჩნეოდა ნაკლებად სანდო ნახევრად ზღაპრულ ამბებად ფარული ორგანიზაციების შესახებ, რომელნიც ცდილობენ მსოფლიოს ყველა სახელმწიფოზე იბატონონ. ის ადამიანები კი, ვისაც ამ თეორიების სჯერა, არასერიოზულად აღიქმებიან.


საინტერესოა როგორ უნდა აღვიქვათ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს სიტყვები ახალი ლიბერალური მსოფლიო წესრიგის შესახებ, რომელზეც მან ბრიუსელში, 4 დეკემბერს ისაუბრა:

"ჩვენი დიადი დემოკრატიის საუკეთესო ტრადიციების დაცვით, ჩვენ ვაერთიანებთ მსოფლიოს კეთილშობილ ხალხებს რომ ვაშენოთ ახალი ლიბერალური წესრიგი, რომლითაც თავს დავიცავთ ომებისგან და ყველასთვის დიდ კეთილდღეობას მივაღწევთ".


ამ ახალი მსოფლიო წესრიგის ასაშენებლად კი მან, ბუნებრივია, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაასახელა. დონალდ ტრამპი "უბრუნებს შეერთებულ შტატებს მის ტრადიციულ, ცენტრალური ლიდერის როლს მსოფლიოში. ის ისე ხედავს მსოფლიოს, როგორიც სინამდვილეშია და არა ისე, როგორც ჩვენ ვისურვებდით რომ გვენახა. მან იცის, რომ ვერაფერი ჩაანაცვლებს სუვერენულ სახელმწიფოს, როგორც დემოკრატიული თავისუფლებისა და ეროვნული ინტერესების გარანტორს".

ვინ არიან საერთაშორისო არენაზე "ცუდი მოთამაშეები"?

შემდეგ პომპეომ დაასახელა ის სახელმწიფოები, რომელნიც ხელს უშლიან შეერთებულ შტატებსა და მის დანარჩენ მოკავშირეებს კეთილდღეობით ცხოვრებაში. ეს სახელმწიფოებია ჩინეთი, ირანი და რუსეთი, ანუ "ცუდი მოთამაშეები". წაიკითხეთ ვრცლად

1
225
1-ს მოსწონს
ავტორი:იოანე შაიშმელაშვილი
იოანე შაიშმელაშვილი
225
  
8 დეკემბერი, 2:01
მოგესალმებით საუკეთესო, გაცნობის საიტი = = > Sexydrom.com
0 1 1