x
მეტი
  • 17.12.2018
  • სტატია:83813
  • ვიდეო:334551
  • სურათი:441932
ნუ დაგვივიწყებთ შვილებო

image
----გაიღვიძე ჩემო კნეინა, გაიღვიძე, იყივლა მამალმა უკვე, დავაპუროთ პირუტყვი, მოვიხედოთ ოჯახში, შენღა შემომრჩი, მარტო ამ სიბერეში ჩემო სიყვარულო, ეს ბალღები დაიზარდა და გაგვიფრინდა ყველა. ექვსი შვილიდან არც ერთს არ უნდა სოფელი, გაგზავნილები კი უნდათ შენი ჭირემე, შრომა ეზარებათ, სოფელი არ უყვართ თორემ, ბუნებრივ ბროდუქტზე არ ამბობენ უარს. კარგია, ზაფხულზე მაინც რომ აგზავნიან ბავშვებს, ცოცხლდება კარ-მიდამო, ჩვენც გვახარებენ მათი მოსვლით. --ეხ როგორ მტკივა ეს ძვლები, ფეხები სიარულიც არ შემიძლია უკვე. ----- ეეე ქალო ადექი! გათენდა! გათენდა, ! გამიმზადე სადილი, წავიხემსებ ცოტას და მივხედო საქმეს. ----მოკლედ არ მოასვენებ ადამიანს, დილიდან რომ დაიწყებ, ხომ არ გინდა გაჩერდე, მაცადე ძილი, შე მამაცხონებულო! წვიმაში მაინც დამასვენე! დავბერდი, ვერ ხედავ?! არ შემიძლია ისე ძველებურად, ბინდი გადაგეკრა მაგ თვალებში თუ რა ხდება?! ---ნუ ქოთქოთებ შენებურად, ადექი ძაღი ყეფს გარეთ, ამ დილა ადრიანად ვინ უნდა იყოს, ვის გავახსენდით ნეტა? ---ბებია! ბაბუაა! ისმის ეზოდან ბავშვების ყვირილი. წამოხტნენ მოხუცები, ეს რა ხდება ჩვენს თავს, ხომ მშვიდობაა, ამ შუა ზამთარში ამათ აქ რა უნდათ. სასწარაფოდ ჩაიცვეს მოხუცებმა ტანსაცმელი და გავარდნენ გარეთ, რას ხედავენ, ყველა შვილი, შვილებით და ცოლებით მისულიყვნენ. ეს რა დღე გაგვითენდა?! რა ხდება ნეტა?! გადაირივნენ მოხუცები. გამოყარეს ესენი ქალაქიდან ვინმემ? თუ რა ამბავია ჩვენს თავს? ომი დაიწყო და სოფელს უნდათ შეაფარონ ხომ თავი? -ახლა გაახსენდათ სოფელი და მოხუცი დედ-მამა ხომ?! არ უნდა შემოუშვას კაცმა სახლში, მარა რას იზამ, რადგან მოვიდნენ, გარეთ ხომ არ გავყრი, მოქცეული მაქვს თვალები ისედაც, როდის მოვლენ. ---კაი კაცო დაწყნარდი ახლა, მიეგებე შვილებს და მორჩი ლანძღვას! --მამა გილოცავ დაბადების დღეს. კიდევ ბევრი წლები გაგეტარებინოს ჩვენთან ერთად. ---რას ამბობ შვილო? რა დროს დაბადების დღეა? სად მახსოვს როდის დევიბადე, დეიქცა ჩემი დაბადება. ---დღეს ოთხმოცი წელი შეგისრულდა მამაჩემო და ამ დღეს დავტოვებდით ისე, რომ არ აგვეღნიშნა? გავშალოთ ახლა სუფრა და ვიქეიფოთ. დაუძახე მეზობლებს. ----მოიცა, გააკეთებს დედაშენი რაიმეს, დავკლავთ ერთი გოჭი მყავს, რადგან მოდით და მოგიცდათ ფეხი. ---არაფერის გაკეთება არ სჭირდება დედას, ჩვენ ყველაფერი მოვიტანეთ მამაჩემო. გამოცოცხლდა სახლი, მხიარულებდნენ ბავშვები, მოედვნენ ეზოს. ვის ახსოვდა წვიმა და ცუდი ამინდი. ცუგა მხიარულ განწყობაზე დადგა - დარბის, კუდის ქიცინით ბავშვებთან ერთად, ასეთი სიმრავლე რა ხანია არ უნახავს ამ ეზოში. გაიშალა სუფრა. ყველა ბედნიერი და კმაყოფილი იყო. მოხუცი ცოლ-ქმარი სიხარულის ცრემლს ვერ მალავდა. მოხუცი დედა ეფერებოდა თავის შვილებს. გულში იკრავდა და ახსენდებოდა, თუ როგორ გაჭირვებით დაზარდა ექვსი შვილი. ზოგჯერ დილით, მხოლოდ ჩაის რომ დაალევინებდა და ისე გაუშვებდა ბავშვებს სკოლაში. ახლა კი ყველა წარმატებული და შეძლებულია, მაგრამ შვილების მონატრება უკლავს გულს. ნეტა იმ დროს, ყველა ერთად რომ ვიყავით, ის დრო ჯობდა, კი მიჭირდა, მაგრამ შვილები მაინც მყავდა ახლოს. ამინდმა გამოიდარა, მოხუცებთან ერთად ბუნებაც მხიარულობდა, ჩიტების ჭიკ -ჭიკი ედებოდა მთელ სოფელს, რაღაც ეს დღე სულ სხვანაირი იყო. რაღაც სხვანაირი განწყობა ჰქონდა მოხუც მამას. თითქოსდა უკანასკნელად ხედავდა ამ ყველაფერს. ასე უცნაური განცდა არასოდეს ჰქონია, მოულოდნელ სიხარულს აწერდა ამ ყველაფერს. დიდი მხიარულება გაიმართა ოჯახში. მეზობლებიც ხარობდნენ მოხუცების ბედნიერებით. მეორე დღეს ისევ მარტო დარჩნენ მოხუცი მშობლები. ცრემლით აცილებდა დედა შვილებს. სთხოვდა: --- ნუ დაგვივიწყებთ შვილებო? გვახარეთ ასე თქვენი მოსვლით, დღეები დათვლილი გავქვს, მე და ჩემს მოხუცს, გაგვილამეზათ ეს დარჩენილი ცხოვრება. საღამოს ისევ მარტო დარჩა მოხუცი ცოლ-ქმარი. იხსენებდნენ გუშინდელ ამბებს. --კაცო, რას დადუმებულხარ?! გამეცი პასუხი, ამდენს ვალაპაკობ და არ იღებ ხმას, რა დაგემართა?გაუწყრა ცოლი ქმარს. რამდენჯერმე დაუძახა, არ გასცა ხმა მოხუცმა ქმარმა ცოლს. მოულოდნელ სიხარულს ვერ გაუძლო მოხუცი მამის გულმა...

0
231
1-ს მოსწონს
ავტორი:სოფო იაშვილი
სოფო იაშვილი
231
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0