x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
სასოფლო-სამეურნეო მიწების ყიდვის აკრძალვა უცხოელ მოქალაქეებზე საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა

image
საქართველოში უცხოელებზე მიწის მიყიდვის აკრძალვის კანონპროექტი 30 მაისს შეიტანეს საპარლამენტო უმრავლესობის, ქართული ოცნების წევრებმა, რის შედეგადაც საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მიყიდვა აიკრძალა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის შეზღუდვები საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს, 7 დეკემბერს გააუქმა.

საქართველოს ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო მიწების ყიდვა სხვა ქვეყნის მოქალაქეებს ისევ შეუძლიათ.

გადაწყვეტილება საქმის არსებითი განხილვის გარეშე გამოცხადდა, რადგან სასამართლომ ამ საკითხზე ამ დრომდე ორჯერ, 2012 და 2014 წლებში უკვე იმსჯელა. ორივე შემთხვევაში ის სამართლებრივი ნორმა გააუქმა, რომელიც სხვა ქვეყნის მოქალაქეებს საკუთრების უფლებას უზღუდავდა.

0
147
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
147
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0