x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134037
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
აშშ მოუწოდებს რუსეთს უარი თქვას 9M729 სარაკეტო კომპლექსზე
image


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე ანდრეა ტომპსონი აცხადებს, რომ ვაშინგტონი მოსკოვს მოუწოდებს უარი თქვას 9M729 (ან SSC-8) სარაკეტო კომპლექსზე. - ამის შესახებ იუწყება " РИА Новости".

მისი თქმით, ამ რაკეტის სპექტრი სავარაუდოდ არღვევს ხელშეკრულების დებულებებს საშუალო და მცირე სიშორის რაკეტების (РСМД) ლიკვიდაციის შესახებ.

მან ასევე დასძინა, რომ რუსეთმა უარი უნდა თქვას სარაკეტო კომპლექსზე ან მისი მოდიფიცირება მოახდინოს.


ტომპსონი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ 9M729-ს აქვს მოქმედების დაახლოებით 5, 500 კმ რადიუსი.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გამოეხმაურა აშშ-ს ულტიმატუმს. მან აღნიშნა, რომ პენტაგონის ბიუჯეტში ჯერ გამოყვეს თანხები რაკეტების შექმნაზე, მერე კი საჯაროდ გააკეთეს განცხადება, საშუალო და მცირე სიშორის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ



1
127
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
127
  
2018, 8 დეკემბერი, 1:59
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1