x
image
Yoona
Mediator image
დეკემბერში დაბადებულები ამ ბნელ და ნათელ მხარეებს ფლობენ
image

დეკემბერში დაბადებული ადამიანები იუპიტერის და სატურნის გავლენას გრძნობენ. ეს მათ ნამდვილად უნიკალურ პიროვნებად აქცევს. დეკემბერში იბადებიან მშვილდოსნები (21 რიცხვამდე), შემდეგ კი თხის რქები. ამ ორი ნიშნის ქვეშ აბსოლუტურად ურთიერთსაპირისპირო პიროვნებები არიან, მაგრამ საკუთარი მიზნების მისაღწევად არცთუ ისე ცუდი პოტენციალი აქვთ. გარდა ამისა, მათ გამოხატული დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვთ.


დეკემბერში დაბადებული მშვილდოსნების (1-21 დეკემბერი) დადებითი მხარეები:

დეკემბერში დაბადებული მშვილდოსანი დაბადებისთანავე უჩვეულო პოზიტივით გამოირჩევა. სწორედ ამის წყალობით თითოეულ სიტუაციაში მხოლოდ საუკეთესოს ხედავს. მშვილდოსანს საკუთარი თავის და სხვების მოტივირება შეუძლია. ყველას საკუთარი მიზნებისკენ სწრაფვას აიძულებს, ამასთან, არანაირ ორჭოფობას არ განიცდის. ამ ადამიანების კიდევ ერთი შესანიშნავი თვისება არის თავგადასავლების სიყვარული.


ისინი გიჟურ პროექტებს პირველები უერთდებიან, რადგან ახალი ემოციების მიღება სურთ და იუმორის წარმოუდგენელი გრძნობით გამოირჩევიან. მშვილდოსანი საკმაოდ კრეატიულია, გიჟდება ინოვაციებსა და ორიგინალური იდეების შექმნაზე. ისინი რთული სიტუაციებიდან გამოსვლას ადვილად ახერხებენ და პრობლემებს სწრაფად აგვარებენ.


image

დეკემბერში დაბადებული მშვილდოსნების (1-21 დეკემბერი) უარყოფითი მხარეები

მეორე მხრივ, დეკემბერში დაბადებული მშვილდოსანი იუპიტერის გავლენის ქვეშ იმყოფება, რის გამოც ზოგჯერ უტაქტო და უხეშია. ადამიანები ამ თვისების გამო მისგან ხშირად თავს შორს იჭერენ. მას ხშირად ამპარტავნობით გამოარჩევენ, რადგან საკუთარი თავი გენიოსად მიაჩნია და შეცდომების აღიარება არ სურს. დეკემბრის მშვილდოსანი ძალიან მოლაყბე, არასერიოზული და ჯიუტი ადამიანია, რომლის იმედიც არ უნდა გქონდეთ.

ზოგჯერ საკუთარი პასუხისმგებლობა უბრალოდ ავიწყდებათ. მშვილდოსანს პუნქტუალურობის პრობლემები აქვს, რის გამოც მას უიმედო და უპასუხისმგებლო ადამიანად მიიჩნევენ. მშვილდოსანს, როგორც წესი, რაღაც სხვა გეგმა არასდროს არ აქვს და ადამიანზე წყენას გულში არ იდებს.


image

დეკემბერში დაბადებული თხის რქის (22-31 დეკემბერი) დადებითი მხარეები

დეკემბრის ბოლო ათი დღე თხის რქას ეკუთვნის. ეს არის დიამეტრიულად საპირისპირო პიროვნება, რომელიც სამუშაოსა და კარიერაზე არის პასუხისმგებელი. თხის რქა მკაფიო მიზნებს ისახავს და ნამდვილი შრომისმოყვარე ადამიანის აზარტით მისკენ მიისწრაფვის. მათ ენერგიის სწრაფად აღდგენა შეუძლიათ, რის გამოც საკუთარი ინტენსიური რიტმით ცხოვრობენ. ასევე, თხის რქა პირდაპირი და პატიოსანია.

თხის რქა რეალისტი და პრაგმატიზმია, რომელსაც ღრუბლებში ფრენა არ შეუძლია და დასახულ ამოცანას ყოველგვარი ოცნებისა და ფანტაზიის გარეშე ასრულებს. მათ მაღალი ინტელექტი აქვთ და საკმაოდ თავისებური იუმორი, რომლის გაგება და სწორად აღქმა ყველას არ შეუძლია. თხის რქას ჯგუფური შეხვედრები დიდად არ ხიბლავს. მიუხედავად ამისა, მათში ჭკვიან, თავშეკავებულ და გონიერ მოსაუბრეს დაინახავთ.


image

დეკემბერში დაბადებული თხის რქის (22-31 დეკემბერი) უარყოფითი მხარეები

დეკემბერში დაბადებული თხის რქა ძალიან ჯიუტია. ისინი საკუთარ თავში ბოლომდე დარწმუნებულნი არიან და გადაწყვეტილების შეცვლა ძალიან უჭირთ, მაშინაც კი, თუ მათი არჩევანი არცთუ ისე ეფექტური და ოპტიმალური არის. ამას ჩვეულებრივ მოჰყვება ის, რომ თხის რქა საკუთარი მიზნების რეალიზებას ვერ ახერხებს. გარდა ამისა, შინაგან სამყაროს წარმოუდგენლად კონცენტრირებულნი არიან და გარშემო სამყაროს საერთოდ ვერ ამჩნევენ.

თხის რქას უარყოფითი მხარეები სხვის თვალში ცივ და საკმაოდ ეგოისტურ ადამიანად აქცევს, რომელსაც საკუთარი დროის მისთვის უინტერესო საქმეზე დახარჯვა არ უყვარს. თუმცა არცთუ ძალიან ცუდი მეგობრები არიან, თუ მის საზღვრებს არ დაარღვევთ. თხის რქას ურჩევნია, სამყარო შავ-თეთრ ფერებში დაინახოს და ჩრდილები არ გაარჩიოს. სწორედ ამიტომ საკუთარი კატეგორიულობით ცნობილები არიან, რაც მათ ბევრ კარგ შანსს და შესაძლებლობას აკარგვინებს.


ასევე დაგაინტერესებთ:

1. 10 ნივთი, რომლებიც სახლის ენერგეტიკას ანადგურებს და წარუმატებლობას იზიდავს

2. 6 ნიშანი, რომ თქვენ შავი მაგიის გავლენის ქვეშ იმყოფებით

3. რა ელით ქალებს 2019 წელს ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

4. რა ელით კაცებს 2019 წელს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

5. რისი ჩუქება არ შეიძლება ახალ 2019 წელს?

6. ციფრების მეცნიერება გიამბობთ, როგორი იქნება დამდეგი 2019 წელი

7. გაფრთხილება ზოდიაქოს ნიშნებს 2019 წელს

უფრო მეტი კი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

1
345
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
345
  
2018, 8 დეკემბერი, 2:00
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1