x
image
პროფესორი
როგორ ამუშავებდნენ გვამს ძველ ეგვიპტეში
image

ეგვიპტელები გარდაცვლილი სხეულის შენარჩუნებას ცდილობდნენ, რადგან მიაჩნდათ, რომ ეს გარდაცვლილს საიქიოში ცხოვრების საშუალებას მისცემდა.

საგანგებოდ დამუშავებულ გვამს მუმიას უწოდებენ.

მუმიფიცირება ხდებოდა შემდეგნაირად:


1 გვამს ტვინს და შიგნეულს აცლიდნენ და მას სპეციალურ ქილებში ინახავდნენ, რომელთაც კანოპებს უწოდებდნენ.

2 სხეულს განსაკუთრებული მარილით, ეგრეთწოდებული ნატრონით ფარავდნენ, რაც მის გასაშრობად იყო საჭირო, ამის შემდეგ სხეულს სელით, ნატრონით, ნახერხითა და სურნელოვანი ნელსაცხებლებით ავსებდნენ.

3 სხეულს სახვევებს ახვევდნენ, მის ფენებს შორის იღბლის მომტან ავგაროზებს ატანდნენ.

4 მუმიას სახეზე ნიღაბს აფარებდნენ, ქურუმი რომელსაც ანუბისის (გარდაცვლილთა ღმერთის) ნიღაბი ეკეთა შელოცვას იწყებდა.

მუმიას სარკოფაგში ასვენებდნენ, თავდაპირველად სარკოფაგებად ხის უბრალო ყუთებს იყენებდნენ, მოგვიანებით ახალ სამეფოში მუმიებს ორმაგ ან სამმაგ სარკოფაგებში ათავსებდნენ, რომლებიც ხშირად კაშკაშა საღებავებით იყო მოხატული.


image

0
255
6-ს მოსწონს
ავტორი:პროფესორი
პროფესორი
255
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0