x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
კრიმინალური არქივიდან:არასრულწლოვნები, რომლებიც სიკვდილით დასაჯეს
1982 წლის 7 დეკემბერს ამერიკაში, ტეხასის შტატში სიკვდილით დასაჯეს ჩარლზ ბრუკსი, ეს შემთხვევა განსაკუთრებით საყურადღებო იმითაა, რომ პირველად ისტორიაში გამოყენებული იქნა სასიკვდილო ინექცია.არარულწლოვნების სიკვდილით დასჯა ძალზე იშვიათი მოვლენაა, მიუხედავად ამისა, უახლეს ისტორიაში 1000-ზე მეტი შემთხვევა მაინც არის დაფიქსირებული, როდესაც მოზარდები, რომელთა ასაკი 10-იდან 17 წლამდე მერყეობდა, სიკვდილით დასაჯეს.მაინც რა ჩაიდინეს ასეთი მოზარდებმა, რომ სასამართლომ ასეთი სასტიკი განაჩენი გამოუტანა?ქვემოთ გაეცნობით რამდენიმე გახმაურებულ საქმეს.


1)არკადი ნეილანდი-ლენინგრადში 1964 წლის 27 იანვარს სესტორეცკაიას ქუჩაზე, 15 წლის მოაზარდი გაძარცვის მიზნით შევიდა საცხოვრებელ ბინაში, სადაც ნაჯახით აჩეხა 37 წლის ლარისა კუპრეევა და მისი სამი წლის შვილი იურა. მეზობლებს ყვირილი რომ არ გაეგოთ, მაგნიტოფონს ბოლო ხმაზე აუწია.

სასამართლომ მოზარდს სასჯელის უმაღლესი ზომა, სიკვდილი მიუსაჯა. 1964 წლის 11 აგვისტოს განაჩენი სისრულეში იქნა მოყვანილი.

image


image


2)ჯორჯ სტინი-აფროამარეკელი ჯორჯ სტინი შტატ კაროლინადან, სიკვდილით დასაჯეს ორი თეთრკანიანი გოგონას მკვლელობის გამო. სიკვდილის მისჯისას, 1944 წლის 16 ივლისს იგი 14 წლის და 7 თვის იყო.

1944 წლის 23 მარტს 8 წლის მერი ემმა ტემზი და 11 წლის ბეტი ბინიკერი ველოსიპედით სეირნობდნენ დაბა ალკოლუში, რის შემდეგაც გოგონები დაიკარგნენ. მოგვიანებით გოგონების თავგაჩეჩქვილი გვამები გუბეში იპოვეს.

2014 წელს სასამართლომ ჯოჯრ სტინის განაჩენი გააუქმა და გაამართლა, მისი სიკვდილიდან 70 წლის შემდეგ.

image

image


3)ტაო ჯინგი-ყველაზე ახალგაზრდა გოგონა, 1950 წლის შემდეგ, რომელიც ჩინეთში სიკვდილით დასაჯეს 1991 წელს. გოგონა იმ დროს დააკავეს, როდესაც ნარკოტიკები გადაჰქონდა. აშშ-გან განსხვავებით, ჩინეთში სასიკვდილო განაჩენი პრაქტიკულად მყისვე მოჰყავთ სისრულეში.

image

image


4)რუბენ კანტუ - ტრაგიკული და დღემდე ბუნდოვანებით არის მოსილი რუბენ კანტუს ისტორია: 1984 წლის 8 ნოემბერს, ქალაქ სან-ანტონიოში 17 წლის რუბენი მეგობართან ერთად სამშენებლო მოედანზე გაძარცვის მიზნით თავს დაესხა ორ მუშას, ერთი ადგილზე მოკლეს, ხოლო მეორე გადარჩა.

გადარჩენილმა მოწმემ, ხუან მორენომ დამნაშავე და მისი თანამზრახველი ფოტოზე ვერ ამოიცნო, თუმცა მოგვიანებით მოწმემ შეცვალა ჩვენება და თქვა, რომ კანტუ იცნო.

შემდეგ მორენომ კიდევ ერთხელ შეცვალა ჩვენება და განაცხადა, რომ "კანტუს და მისი მეგობრის ამოცნობა" პოლიციის ზეწოლით განხორციელდა.

მიუხედავად ამისა, 1993 წლის 24 აგვისტოს კანტუ სიკვდილით დასაჯეს.

image

image


5)დუელ ალან რაიტი -17 წლის რაიტი მერილენდში(შტატი ვირჯინია)გაუპატიურების მიზნით თავს დაესხა საბა ტეკლს. ქალი არ დაემორჩილა მოძალადეს და გაქცევა დაპირა, რის შემდეგაც რაიტმა ტეკლს იაღარი ესროლა და მოკლა. როგორც შემდგომ გაირკვა, რაიტმა რამდენიმე დღით ადრე კიდევ ორი ადამიანი მოკლა.

სასამართლომ რაიტს შეწყალებაზე უარი უთხარა, სიკვდილით დასაჯეს 1989 წლის 14 ოქტომბერს.

image

image


6)შონ სალერსი - 1986 წლის 5 მარტს ოკლაჰომო-სიტიში 16 წლის მოზარდმა საკუთარი დედა და მამინაცვალი ძილის დროს საწოლში ჩახოცა, სალერსმა ისე მოაწყო მკვლელობის ინსცენირება, თითქოსდა მძარცველები შემოცვივდნენ სახლში. მოგვიანებით დადგინდა სალერსის კიდევ ერთი დანაშაული, მან კლერკი მხოლოდ იმიტომ მოკლა, რომ ლუდის მიყიდვაზე უარი უთხრა.

სასიკვდილო განაჩენი 1999 წლის 4 თებერვალს აღსრულდა.

image

image

image


7)გელნ მაკგინესი-17 წლის მოზარდი 1990 წლის აგვისტოში შეიჭრა სამრეცხაოში, შუბლში ესროლა ტყვია 30 წლის მოლარეს, გაიტაცა 140$ და მსხვერპლისვე ავტომობილით მიიმალა. პოლიციამ ის მეორე დღეს, დეიდის ბინაში იპოვა, რომელმაც დაკარგა იმავე მარკის იარაღი, რითაც მკვლელობა იქნა ჩადენილი.

მაკგინესი 13 წლის ასაკიდან ქურდობდა და მანამდეც პოლიციას ის არაერთხელ ჰყავდა დაკავებული.

მრავალრიცხოვანი აპელაციის მიუხედავად, 2000 წლის 25 იანვარს მაკგინესს სასიკვდილო ინექცია გაუკეთეს.

image

image

image


8)ვლადიმერ ვინიჩევსკი - ყველაზე ახალგაზრდა სერიული მკვლელი და მანიაკი საბჭოთა კავშირის ისტორიაში. მკვლელობები 15 წლის ასაკიდან დაიწყო, მთლიანობაში ვინიჩევსკიმ 8 ბავშვი მოკლა, ძირითადი ასაკი 2-დან 4 წლამდე იყო, ხოლო სულ 18 თავდასხმა მოაწყო. ამათგან, 3 წლის ალია გუბინა გააუპატიურა კიდეც.

დახვრიტეს 1940 წლის 16 იანვარს.

image

image

image

ასევე დაგაინტერესებთ


1890 წლის 6 აგვისტო ამერიკის ისტორიაში პირველად გამოიყენეს სიკვდილის დასჯის ახალი მეთოდი -ელექტროსკამი, როგორც უფრო "ჰუმანური" საშუალება. ელექტროსკამის პირველი გამოცდა განხორციელდა უილიამ კემლერზე, რომელმაც ნაჯახით მოკლა თავის საყვარელი - ტილი ციგლერი 1889 წლის 29


ვასილი კომაროვი ვასილი კომაროვი(ნამდვილი გვარი პეტროვი)-პირველი უტყუარი სერიული მანიაკი საბჭოთა კავშირში. მისი "მოღვაწეობა" ნეპის პერიოდში დაიწყო. მთლიანობაში 33 ადამიანი მოკლა "შაბოლოვკელმა მგუდავმა" დაიბადა ვიტებსკის გუბერნიაში 1877 წელს, გარშემო სულ ალკოჰოლიკიები ჰყავდა, მშობლებით


45 წლის წინ, 1973 წლის 23 აპრილს ტუ- 104 რეისს ასრულებდა ლენინგრადიდან მოსკოვის მიმართულებით, ბორტზე იმყოფებოდა 51 მგზავრი, გაფრენიდან 9 წუთის შემდეგ სტიუარტ ქალთან მივიდა 47 წლის მგზავრი ივან ბიდიუკი და სთხოვა მე-13 რიგიდან წინა რიგში გადაჯდომა, ქალი დათანხმდა, რამდენიმე წუთის შემდეგ იგივე მგზავრმა სტიუარტს


2018 წლის 21 თებერვალს სასამართლომ 51 წლის წლის "მეთოჯინეს" ანატოლი მოსკვინს გაუგრძელა იძულებითი მკურნალობა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში.მაინც ვინ იყო ნიჟნი ნოვგოროდელი მანიაკი-ნეკროფილი, რომელმაც შეძრა მთელი მსოფლიო 2011 წელს? ანატოლი მოსკვინმა დაამთავრა მოსკოვის ლომონოსოვის სახელობი...

გასული საუკუნის 70-იან წლების ბოლოს საქართველო იყო ყველაზე მდიდარი და წარმატებული საბჭოთა რესპუბლიკებს შორის, უბრალო საბჭოთა მოქალაქეები როდესაც თბილისში ხვდებოდნენ გაოცებულები იყვნენ აქაური ცხოვრების დონით, აქ უფრო ბევრად მეტი ავტომობილები დადიოდა ვიდრე საშუალო საკავშირო მაჩვენებელი იყო, ხოლო ქართველების აგურით ნაგები სახლები(ზოგჯ...

8 თებერვალი, 12:22
1
976
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
976
  
2018, 7 დეკემბერი, 16:55
ჩინელი გოგონა შემეცოდა
0 1 1