x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ესმით თუ არა გველებს ფლეიტის ხმა?

აზრი იმის შესახებ, რომ გველებს ხმის აღქმა არ შეუძლიათ, დიდი ხანია რაც არსებობს: მართლაც, რა უნდა გაიგოს არსებამ, რომელსაც ყურებიც კი არა აქვს? მაგრამ, აღმოჩნდა, რომ ამ ქვეწარმავლებს სმენის ორგანოებიც ჰქონიათ და გარკვეული სიხშირის ბგერების აღქმაც შეუძლიათ. მათ თითქმის ისეთივე სმენის ორგანო აქვთ, როგორც ჩვენ – ისეთივე სასმენი ძვლებით და თმის უჯრედებით. მაგრამ, არა გააჩნიათ სმენის აპარატის ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი – დაფის აპკი. მის ალტერნატივას კვადრატული ძვალი წარმოადგენს, რომელიც ყბის ძვალთან არის შეერთებული. ყბა აღიქვავს მიწის ვიბრაციას და გადასცემს მას შიდა ყურს. ასე აღიქვამენ გველები «მიწის ხმას» და მათი სმენის ორგანო იმდენად მგრძნობიარეა, რომ ადამიანის ფეხის ხმას, რამდენიმე მეტრში გრძნობენ.


image

imageსამეფო პითონის თავის ქალა. მწვანე ფერი – სმენის ძვალი (ჩაქუჩი, გრდემლი, უზანგი); ლურჯი – კვადრატული ძვალი. წითელი – ყბის ძვალი.


თუმცა, კიდევ ერთი საკითხია გასარკვევი: გრძნობენ, თუ არა, გველები ჰაერის მექანიკურ რხევას, ანუ იმას, რასაც ჩვენ ხმას ვეძახით?

ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, ორჰუსის უნივერსიტეტის (Aarhus Universitet, დანია) ზოოლოგებმა ექსპერიმენტების ჩატარება გადაწყვიტეს და კვლევის ობიექტად სამეფე პითონი აირჩიეს. სირთულე იმაში მდგომარეობდა, რომ ძუძუმწოვრებისგან განსხვავებით, გველების გაწვრთნა, გარკვეული ხმის სიგნალებზე, რეაქციების გამოსახატად, შეუძლებელია. ამიტომ მათ, შიდა ყურის და ტვინის შემაერთებელი ნერვული უჯრედების აქტივობის დათვლა ელექტროდებით მოუხდათ: გველს ახლო მანძილზე დინამიკს უდებდნენ, რომელიც სხვადასხვა სიხშირის ბგერებს გამოსცემდა. როგორც გაირკვა, ნეირონები უფრო მეტად აქტიურდებოდნენ, როდესაც გამოცემული ბგერის სიხშირე 80-დან – 160 ჰც-ის დიაპაზონში იყო. შედარებისთვის, ადამიანის სმენის ორგანო ხმას 20-დან – 20 000 ჰერცამდე სიხშირის დიაპაზონში აღიქვავს, რაც იმას ნიშნავს, რომ გველის მიერ აღქმული ხმის სიხშირეები, ჩვენს მიერ აღქმული სიხშირეების დაბალ დიაპაზონს ემთხვევა.

აღნიშნული კვლევის შედეგები «Journal of Experimental Biology»-ში (ექსპერიმენტალური ბიოლოგიის ჟურნალი) არის გამოქვეყნებული და მასში სტატიის ავტორები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ დაბალი სიხშირის ხმების გამოცემისას, გველს სწორედ ჰაერის რხევა ესმოდა: ზედაპირის ვიბრაცია, რომელსაც დინამიკიდან გამოსული ბგერა ქმნიდა, იმდენად სუსტი იყო, რომ მას ქვეწარმავალი მხოლოდ ყბით ვერ შეიგრძნობდა. პითონის თავზე მიმაგრებული სენსორებით, იმის დადგენა მოხერხდა, რომ ჰაერის რხევას სავსებით შეუძლია შიდა ყურის სასმენი ძვლების მოძრაობაში მოყვანა და შეიძლება ითქვას, რომ გველებს ბგერები მთელი თავის ქალით ესმით. ეს კი, გარკვეულწილად, იმის მტკიცების საფუძველს იძლევა, რომ ამ ქვეწარმავლებს მხოლოდ ჩვენი ნაბიჯების ხმა კი არა, ჩვენი საუბარი და ფლეიტის მიერ გამოცემული ხმაც ესმით.

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
imageგველების «ქორეოგრაფები» და ცეკვა კობრული
10 ყველაზე გავრცელებული მითი გველების შესახებ

გველების კუნძული

2
460
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
460
  
2018, 14 დეკემბერი, 6:12
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 14 დეკემბერი, 1:51
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2