x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
იტალიურ "ცეკვავენ ვარსკვლავებში" ქართველი ცოლ-ქმარი გამოვა
image

ამის შესახებ ინფორმაციას ქართული დიასპორის, ორგანიზაცია „ფესვების“ ხელმძღვანელი მანანა მემანიშვილი ავრცელებს.


იტალიაში BALLANDO CON LE STELLE(იცეკვე ვარსკვლავებთან ერთად) შესარჩევი კონკურსი მიმდინარეობს, სადაც ქართველი ცოლ-ქმარი - კაკო ქინქლაძე და ლელა შოვნაძე მონაწილეობდნენ. წყვილმა აჭარული ცეკვა შეასრულა. იტალიელებზე ქართულმა ცეკვამ იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ იტალიის ტელევიზიის პირველმა არხმა მათგან ინტერვიუ აიღო.

image
image
image

"მეამაყებით და ბედნიერი ვარ, რომ ჩვენი ანსამბლის - "ფესვები", ქორეოგრაფები ხართ, ამაყი ვიყავი, როდესაც ქართულმა ჰანგებმა გაიჟღერა დარბაზში, ამაყი ვიქნები, როდესაც იტალიის პირველი არხის უმნიშვნელოვანეს გადაცემაში " BALLANDO CON LE STELLE" გიხილავთ. წარმატებებს გისურვებთ" - წერს სოციალურ ქსელში ქალბატონი მანანა მემანიშვილი.


image




მეორე ტურში ცოლ-ქმარი მთიულურ ცეკვას შეასრულებს. კონკურსის პირობების თანახმად, ერთ-ერთ ნომრად უცხო ქვეყნის ცეკვაა წარმოდგენილი, "BALLANDO CON LE STELLE"-ის ფინალურ ეტაპზე, რომელიც იტალიის პირველი არხით გადაიცემა, ქართველი ცოლ-ქმარი ჯერ თვითონ იცეკვებს, შემდეგ კი კონსკურსის მონაწილეებს, ანუ იტალიელებს ასწავლიან ცეკვას.

image



ცოლ-ქმარი სოფელ ნატანებიდან არის და იტალიაში ქორეოგრაფიული სკოლა-სტუდია "ფესვები" აქვთ გახსნილი, სადაც ნებისმიერ მსურველს, მათ შორის იტალიელ ბავშვებს და ზრდასრულებსაც ქართულ ცეკვებს ასწავლიან. პატარების ჯგუფში 20 ბავშვია, დიდებში კი, ათი ადამიანი.

ქორეოგრაფ კაკო ქინქლაძეს საქართველოში არაერთი მოცეკვავე ჰყავს აღზრდილი. მისი მეუღლეც, ლელა შოვნაძე ქუთაისის საბავშვო მუსიკალური თეატრის ქორეოგრაფი იყო.







1
421
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
421
  
2018, 7 დეკემბერი, 1:29
მოგესალმებით საუკეთესო, გაცნობის საიტი = = > Sexydrom.com
0 1 1