x
მეტი
  • 19.12.2018
  • სტატია:83904
  • ვიდეო:334616
  • სურათი:442073
არაბი პრინცესას წარუმატებელი გაქცევის ისტორია მამისეული სახლიდან

როგორც ჩანს, რეალურ ცხოვრებაში პრინცესები უფრო მოუსვენარნი არიან, ვიდრე ზღაპრებში. დრაკონები, მშვენიერი პრინცები და ცხენის ჭენება წარსულს ბარდება და მათ ადგილს სწრაფი ავტომობილები, ჯაშუშები და იახტები იკავებენ. ზუსტად ისე, როგორც ცოტა ხნის წინ ემირატებში მომხდარ ამბავში:

imageსამწუხაროდ, არაბული ზღაპარი პრინცესაზე ცუდად დასრულდა - ასე შეიძლება ითქვას არაბი პრინცესას, ლატიფა ბინტ მოჰამედ ალ მაქტუმის გაქცევაზე, მამისეული სახლიდან.image32 წლის ლატიფა პირველად 16 წლის ასაკში შეეცადა სახლიდან გაქცევას. მაშინ ის საზღვარზე დაიჭირეს და შინ დააბრუნეს. ხმები დადიოდა, რომ ლატიფა გაქცევის შემდეგ 3 წელი იყო შინაპატიმრობაში, სადაც მას სცემდნენ და აწამებდნენ.imageლატიფას მამა - შეიხი მოჰამედ იბნ რაშიდ ალ მაქტუმი


2000 წელს ლატიფას და გაიქცა სახლიდან, მან საზღვრის გადაკვეთა შეძლო და დიდ ბრიტანეთში გადავიდა. სამწუხაროდ, ერთი თვის შემდეგ, მამამისის ნდობით აღჭურვილმა პირმა მის კვალს მიაგნო კემბრიჯში და გოგონა საიდუმლოდ დააბრუნეს სამშობლოში. მას შემდეგ ქალი სპეციალურად მოწყობილ საპყრობილე-კლინიკაში იმყოფება, ექიმებისა და დაცვის მეთვალყურეობის ქვეშ.

ამის მიუხედავად, შეიხის უმცროსი ქალიშვილიც შეეცადა გაქცევას. ლატიფამ გადაწყვიტა, მაქსიმალური ყურადღება დაეთმო მომზადებისთვის. გაქცევისთვის მომზადებამ კი 7 წელს გასტანა. ქალმა იდეალური პარტნიორი შეარჩია გაქცევისთვის - ფრანგული დაზვერვის ყოფილი აგენტი ერვე ჟობერი (Hervé Jaubert). 2008 წელს პროფესიონალი ჯაშუში ერვე ჟობერი იძულებული გახდა, მისი უკანონო საქმიანობის გამო ემირატებიდან გაქცეულიყო.imageქალის სამოსში გამოწყობილმა, რომლის ქვეშაც აკვალანგს მალავდა, ერვემ შეუმჩნევლად დატოვა სასტუმრო, სადაც მას უთვალთვალებდნენ. გატეხა სანაპიროზე არსებული პოლიციის ერთადერთი კატერი და წინასწარ მომზადებული გასაბერი ნავით გაიქცა. ის არაბეთის ზღვის მეორე მხარეს, მუმბაიში გადავიდა.

imageჟობერი იმ კოსტიუმით, რომლითაც გაქცევა მოახერხა

2011 წელს ლატიფამ ერვე ჟობერის ისტორია წაიკითხა და მაშინვე მისწერა ფრანგ ჯაშუშს წერილი, რომელშიც დახმარებას და გაქცევის ორგანიზებას სთხოვდა. ჟობერი დათანხმდა ამ ოპერაციაში მონაწილეობას.

ამ ოპერაციის კიდევ ერთი წევრი იყო ტინა იაუჰიაინენი, საბრძოლო ხელოვნების ფინელი ინსტრუქტორი. ლატიფამ ის 2014 წელს გაიცნო და მას შემდეგ ქალი პრინცესას მეგობარი და მწვრთნელი გახდა. სწორედ ტინა ეხმარებოდა ლატიფას და ერვეს დაკავშირებაში, რადგან ფრანგს დუბაიში გამოჩენა არ შეეძლო.

imageლატიფა და ტინა

2018 წლის მარტის ერთ დღეს ლატიფამ და ტინამ ერთად ისაუზმეს, რის შემდეგაც შეიხის ქალიშვილმა სადად ჩაიცვა და შავი სათვალე გაიკეთა. ქალებმა ერთად დატოვეს ვიცე-პრეზიდენტის სახლი და დაქირავებული ავტომობილით მეზობელ ომანში გადავიდნენ. შემდეგ ყველაფერი ჟობერის სცენარის მიხედვით განვითარდა: ქალები გასაბერ ნავში ჩასხდნენ, რომელიც ჰიდროციკლმა ნაპირიდან 40 კმ-ში გაიყვანა. საერთაშორისო წყლებში ამერიკის დროშიანი იახტა იდგა, რომლის ბორტზეც პრინცესას და მის თანამგზავრს ჟობერი ელოდათ.imageიახტამ კურსი ინდოეთის ქალაქ გოასკენ აიღო. გზაში ლატიფა აქტიურად ცდილობდა ჟურნალისტებისა და უფლებადამცველი ორგანიზაციების ყურადღება მიექცია, მაგრამ მას არავინ გამოხმაურებია. სამაგიეროდ, ოპერატიულად იმოქმედა შეიხის ხალხმა. ინდოეთის ნაპირიდან სულ რაღაც 50 კმ-ში ისინი იახტას წამოეწივნენ და პრინცესა გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.imageპრესასთან ინტერვიუში ჟობერმა განაცხადა, რომ ლატიფას არაერთხელ უთქვამს, რომ ურჩევნია იახტის ბორტზე დაიღუპოს, ვიდრე სახლში დაბრუნდეს. ჟობერს ისიც აწუხებდა, რომ პრინცესას შესახებ არავითარი ცნობა აღარ გავრცელებულა.

YouTube-ზე შეგიძლიათ გაქცევამდე ჩაწერილი ვიდეო ნახოთ, რომელშიც ლატიფა ამბობს: თუ ამ ვიდეოს უყურებთ, ან მკვდარი ვარ, ან ძალიან, ძალიან ცუდ სიტუაციაში ვიმყოფები".

პრინცესა თითქოს მიწამ ჩაყლაპა. მისი ანგარიშები სოციალურ ქსელებში წაშლილია. გაქცევის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ ის აღარავის უნახავს და არც არაფერი სმენიათ მის შესახებ.

0
168
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
168
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0