x
მეტი
  • 19.12.2018
  • სტატია:83908
  • ვიდეო:334617
  • სურათი:442073
ზე-ტრენდული მაკიაჟი 2019

image


2019 წლის მფარველი ცხოველია ყვითელი ღორი (ტახი) და იგი გააგრძელებს ყვითელი ძაღლის წელიწადის ტენდენციებს მოდის სფეროში, თუმცა დამდეგი ახალი წლიდან განსაკუთრებულ აქტუალურობას შეიძენს მეტი ფერადოვნების შეტანა არა მარტო ჩაცმულობასა და თმის ფერში, არამედ მაკიაჟშიც. მაკიაჟი ქალის ყოველდღიურ ცხოვრებაში თითქმის ყოველთვის მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა, თუმცა დროის სვლას მოდის ტენდენციებშიც შეაქვს ცვლილებები. ქალებისათვის ყოველ წელს აქტუალურია საკითხი, თუ რა უნდა გააკეთონ საკუთარი სახის ნაკვთების, კონტურების გამოსაკვეთად, სახეზე სწორი აქცენტების დასასმელად, რათა თავიანთი გარეგნობით სასიამოვნოდ იქცევდნენ გარშემომყოფთა ყურადღებას. ქალბატონებისათვის 2019 წელსაც, როცა მათ წლის მფარველი ცხოველი, ყვითელი ღორი (ტახი) უქადის მნიშვნელოვან წარმატებებს პირად თუ კარიერულ სფეროში, ძალიან მნიშვნელოვანია, გამოიყურებოდნენ მაქსიმალურად ბუნებრივად, მაგრამ ბუნებრივზე გაცილებით ლამაზად.

2019 წლისათვის სუპერ მოდური

5 სახის მაკიაჟი:

1.იისფერი მაკიაჟი 2019 წელს კიდევ უფრო მეტად ტრენდული გახდება და ძალიან მნიშვნელოვანია, ქალებმა მოიმარაგონ იისფერი ტუჩსაცხი, ფანქარი, ფერ-უმარილი, ამავე ფერის სხვა კოსმეტიკური საშუალებები.

imageimage







image





2.მაკიაჟი შერეული ფერებით - ნათელი, გამოკვეთილი, კაშკაშა ფერების სინთეზის მიღწევა შესაძლებელია, მაგალითად, წითელი ტუჩსაცხით, ღია ვარდისფერი ფერ-უმარილით, მკვეთრი ფერის თვალის ჩრდილით.

image

image

image

3.ღია ფერის მაკიაჟი ე.წ. ჰაილაითერთან ერთად - ამისათვის დაგჭირდებათ პრიალა ჰაილაითერი, ღია ვარდისფერი თვალის ჩრდილი, ამავე ფერის პომადა და ფერ-უმარილი.

image


image

4.მაკიაჟი ტონალურით, რომელიც საშუალებას მოგცემთ, თქვენი სახის კანი იყოს მოდურად პრიალა, მბრწყინავი.

image

imageimage








5. მინიმალისტური მაკიაჟი, რომელიც არა მხოლოდ 2018-2019 წლების ტრენდია, არამედ კლასიკაა და არასოდეს გავა მოდიდან. ბუნებრიობის ეფექტი ყოველთვის გამორჩეული ტენდენციაა მოდის სფეროში. გაიკეთოთ მაკიაჟი ისე, რომ არაფერი გეტყობოდეთ, ქმნიდეთ შთაბეჭდილებას, თითქოს საერთოდ არაფერი გაქვთ წასმული და თან არაჩვეულებრივად გამოიყურებოდეთ, დიდი ნიჭია.

image

image











4 ჯადოსნური კოსმეტიკური საშუალება, რომელიც დაგეხმარებათ

2019 წელს მოდური მაკიაჟის გაკეთებაში

1.ლაინერი

image

2019 წელს აღარაა აქტუალური ლაინერის სქელი ხაზის სახით წასმა, რადგან უპირატესობა ბუნებრიობას, თვალების ნატურალურ მოხატვას მიენიჭება. ასეთი ეფექტის მიღწევაში ლაინერი ექსტრა-წვრილი თავით დაგეხმარებათ. მისი საშუალებით ზედა ქუთოთოს ბუნებრივად და ადვილად მოიხატავთ, თან ხანგძლივი მდგრადობით და თქვენი თვალების მაკიაჟი მთელი დღით შეინარჩუნებს საწყის მდგომარეობას.

წარბების კომპლექტი

image

წარბების მოხატვა მაკიაჟის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია. 2017 წელს მოდური იყო მაქსიმალურად მსხვილი, უხეში წარბები, ხოლო 2019 წელს იგი უფრო ბუნებრივ, ნატურალურ იერსახეს მიიღებს წარბების კომპლექტის (ფუნჯი და ფანქარი) საშუალებით, რომელიც მნიშვნელოვნად გაამარტივებს წარბების კორექტირებას.

ჰაილაითერი

image

ჯერ კიდევ 2017-2018 წლებიდან აქტუალური გახდა მაკიაჟისათვის ჰაილაითერის გამოყენება, რადგან იგი თავისი მბზინავი ეფექტით უზრუნველყოფს ტუჩის კონტურების, ცხვირის, ყვრიმალების უფრო გამოკვეთას. ჰაილაითერი 2 სახისაა: მშრალი ან თხევადი. ვხვდებით მათ კომბინირებულ ვარიანტსაც, როცა თხევადი და მშრალი ჰაილაითერი ერთ პროდუქტადაა წარმოდგენილი და მომხმარებელი მისი შეძენით ძალიან მოგებული რჩება, რადგან, განწყობისა და მაკიაჟის ტიპის შესაბამისად, სხვადასხვა დროს ექნება არჩევანი და უპირატესობას მიანიჭებს ერთ-ერთს.

სახის სკულპტორი

image

სახის სკულპტორი მაკიაჟის ხელოვნებაში აქამდეც აქტიურად გამოიყენებოდა პროფესიონალური მაკიაჟისათვის, თუმცა 2018-2019 წლებისათვის იგი ყველაზე ტრენდული იქნება ნებისმიერი ტიპის მაკიაჟისათვის.სახის სკულპტორი, ძალიან მუქი ან ღია ფერის კორექტორით, უზრუნველყოფს სახის ნაკვთების გამოკვეთას, ხაზგასმას, სახის ოვალის სრულყოფილად ფორმირებას.

კიდევ ერთი კოსმეტიკური პროდუქტი, რომელიც თქვენს მაკიაჟს 2018-2019 წელს უფრო სრულყოფილს გახდის

ტანის შაიმერი

image

რუჯის შემდგომ კისრისა და დეკოლტეს ზონაზე მიზანშეწონილი და ძალიან მოსახერხებელია მბზინავი ზეთის, ე.წ. შაიმერის წასმა. იგი განსაკუთრებით ეფექტიანი 2018 წლის შემოდგომისათვის იყო, თუმცა 2019 წელს კიდევ უფრო მეტ აქტუალობას იძენს.

0
100
3-ს მოსწონს
ავტორი:ლანა92
ლანა92
100
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0