x
მეტი
  • 19.12.2018
  • სტატია:83904
  • ვიდეო:334616
  • სურათი:442073
ამერიკა შავ ზღვაში სამხედრო გემების შეყვანისთვის ემზადება

image


აშშ-ის ხელისუფლება შავი ზღვის სანაპიროზე ქერჩის სრუტის ინციდენტის გამო სამხედრო გემების გადასაგზავნად აუცილებელ ნაბიჯებს ატარებს. ამის შესახებ იტყობინება CNN- ი სამი ამერიკელი ჩინოვნიკის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

წყაროების თანახმად, აშშ-ს შეიარაღებული ძალების სარდლობამ თურქეთის მხარის სახელმწიფო დეპარტამენტს გაუგზავნა შეტყობინება შავი ზღვის სანაპიროზე საბრძოლო გემების გაგზავნის თაობაზე. ასევე აღინიშნეს, რომ საქმე ეხება რეაგირებას, რუსეთის ქმედებების გამო, უკრაინის წინააღმდეგ ქერჩის სრუტეში.

ასევე განმარტეს, რომ შეტყობინება მიზნად ისახავს ამერიკული ხომალდების მიერ შავ ზღვაში შესვლის შესაძლებლობის მოპოვებას, თუმცა, ეს ვარიანტი აუცილებლად არ იქნება შერჩეული.

ბოსფორის და დარდანდელის სრუტეში, თურქეთის სანაპიროზე ამერიკის ხომალდების შეყვანა უნდა მოხდეს 1936 წლის მონტრეს კონვენციის შესაბამისად. ხომალდების შეყვანა უნდა მოხდეს შეტყობინებიდან 15 დღის მერე. მშვიდობიან პერიოდში შავიზღვისპირეთის ქვეყნების გარდა, სხვა ქვეყნებს შავ ზღვაში შეუძლიათ დარჩნენ მხოლოდ 21 დღე.

შეგახსენებთ, რომ 25 ნოემბერს უკრაინის სამხედრო საზღვაო ძალების სამი გემი ქერჩის სრუტის სახელმწიფო საზღვრის დარღვევისთვის დაკავებულ იქნა რუსეთის მიერ. უკრაინის ხელისუფლებამ სამხედრო აგრესიაში რუსეთის ფედერაცია დაადანაშაულა და მოსკოვს დაჰპირდა საპასუხო შედეგებს, თუ გემების ეკიპაჟს არ გაათავისუფლებდნენ.




1
567
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
567
  
7 დეკემბერი, 1:28
მოგესალმებით საუკეთესო, გაცნობის საიტი = = > Sexydrom.com
0 1 1