x
მეტი
  • 15.12.2018
  • სტატია:83761
  • ვიდეო:334513
  • სურათი:441842
ასტიგმატიზმი და მისი ნიშნები: ჩაიტარეთ ეს სამი ტესტი!

image

ასტიგმატიზმი - თვალის გავრცელებული დაავადებაა, რომლის შედეგად ადამიანი მკაფიოდ ვეღარ ხედავს. თუ მას დროულად არ უმკურნალებთ, შესაძლოა მხედველობის მკვეთრად გაუარესება გამოიწვიოს.

imageსაბედნიეროდ, ასტიგმატიზმის აღმოჩენა ძალიან ადვილია. ეს შეგიძლიათ სახლის პირობებშიც კი გააკეთოთ. იმისთვის, რომ დროულად აღმოაჩინოთ დეფექტი და მხედველობა შეინარჩუნოთ, გთავაზობთ სამი მარტივი ტესტი გაიაროთ.


ასტიგმატიზმის კორექცია

ასტიგმატიზმი თვალის რქოვანას (უფრო იშვიათად - ბროლის) არასწორი ფორმის შედეგად ვითარდება . ნორმალურ მდგომარეობაში ჯანმრთელი თვალის რქოვანას თანაბარი სფერული ზედაპირი აქვს. ასტიგმატიზმის დროს ეს სფერულობა ირღვევა.imageასტიგმატიზმის დიაგნოზს ხშირად სვამენ სკოლამდელ და სკოლის ასაკში. ამ დროს ბავშვი უჩივის არამკაფიო, გამრუდებულ მხედველობას. ასტიგმატიზმის დროს შესაძლოა სხვა სიმპტომებმაც იჩინოს თავი.


ასტიგმატიზმის სიმპტომებია:

1. “ქვიშის მარცვლების" შეგრძნება თვალებში და თვალების წვა.

2. თვალების ჩაწითლება.

3. მხედველობის გაორება ან გამოსახულების გამრუდება.

4. ფოკუსირების გაძნელება ან შეუძლებლობა.

5. საგნებამდე დაშორების განსაზღვრის გართულება, სივრცეში ორიენტაციის გაძნელება.

6.თვალის სწრაფი დაღლა კითხვის, ტელევიზორის ყურების ან კომპიუტერთან მუშაობის დროს.

7. ტკივილი წარბზედა რკალებში, თავის ხშირი ტკივილი.

image

ასტიგმატიზმის კორექცია თუ დროულად არ მოხდა, ის პროგრესირებას განაგრძობს და სერიოზული გართულებები შეიძლება გამოიწვიოს. კორექციის ყველაზე გავრცელებული სახეებია:

1.სათვალე

ასტიგმატიზმის დროს სათვალის შერჩევა ინდივიდუალურად უნდა მოხდეს, სფერული და ცილინდრული ლინზების კომბინაციით.image

2.ლინზები

ძალიან მოსახერხებელია კონტაქტური ლინზები, რადგან ისინი თვალთან ერთიან ოპტიკურ სისტემას ქმნიანimage

3.ლაზერული კორექცია

დაბალი და საშუალო ხარისხის ასტიგმატიზმის კორექციისთვის მეტნაკლებად უსაფრთხო და ეფექტური მეთოდია ლაზერული კორექცია. ის აუმჯობესებს მხედველობას და შესაძლებლობას გვაძლევს, სათვალის და ლინზების ტარებისგან გავთავისუფლდეთ.

image

4. ქირურგიული ჩარევა

თუ ასტიგმატიზმის კორექცია ოპტიკური საშუალებებით შეუძლებელია, შესაძლოა საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა - კერატოტომია. ამ მეთოდის ფუძემდებლად გასული საუკუნის 30-იან წლებში მოღვაწე იაპონელი ოფთალმოლოგი ცუმოტუ სატო ითვლება.




ტესტები ასტიგმატიზმზე

1.სხივებიimageმოშორდით მონიტორს 3-5 ნაბიჯით. დახუჭეთ ერთი თვალი და შეხედეთ წრეს. თუ ამ ხაზებიდან რომელიმე სხვებთან შედარებით უფრო მუქი გახდა, შესაძლოა რომ თქვენ ასტიგმატიზმი გაქვთ.


2.პარალელური ხაზებიimageამ ტესტის ჩასატარებლად მნიშვნელოვანი ფაქტორია დღის შუქი. დახუჭეთ ჯერ ერთი თვალი, შემდეგ მეორე-თუ ყველა ზოლი ერთი ფერისაა, ასტიგმატიზმი არ გაქვთ.

თუ ერთი კვადრატი, ან უფრო მეტი, ნაცრისფერი გახდა, შესაძლოა ასტიგმატიზმი გქონდეთ.


3.სიმენსის ვარსკვლავი

imageეს ტესტი ერთ–ერთ სწორ და ზუსტ ტესტადაა მიჩნეული. თუ კარგი მხედველობის ადამიანი ამ ვარსკვლავს 5 მეტრის დაშორებიდან შეხედავს, სხივები თავისი სიგრძის ნახევრამდე ერთმანეთში გაიდღაბნებიან.

შეხედეთ ვარსკვლავს ორივე თვალით. თუ ჯანმრთელი თვალი და კარგი მხედველობა გაქვთ, თქვენ დაინახავთ:

1.მკაფიო ხაზები გაბუნდოვანდება.

2.ვარსკვლავის ცენტრში ფონი ნაცრისფერი გახდება.

3.ცენტრალური ხაზები ნელ–ნელა წრეს შეერწყმიან.


ეს ტესტები 100%-იან დიაგნოზს, რა თქმა უნდა, ვერ მოგცემენ ასტიგმატიაზმზე. მაგრამ, იმის გაგება კი ნამდვილად შეიძლება, ოფთალმოლოგს უნდა მიმართოთ თუ არა, რომელიც თავის მხრივ ზუსტ დიაგნოზს დაგისვამთ.




0
359
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
359
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0