x
მეტი
  • 15.12.2018
  • სტატია:83759
  • ვიდეო:334513
  • სურათი:441841
სპეცოპერაცია გვიან ღამით-პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭური დააკავეს

image

წუხელ, გვიან ღამით შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ამაშუკელის ქუჩაზე სპეცოპერაცია ჩაატარეს, რა დროსაც ნაქირავებ ბინაში დააკავეს პრეზიდენტ მარგველაშვილის სიძე მინდია გოგოჭური და გიორგი რაზმაძე.



არსებული ინფორმაციით, გოგოჭურსა და მის თანმხლებ პირს ცეცლხსასროლი იარაღი ჰქონდათ, რომელიც საცხოვრებელი ბინის აივნიდან ხევში გადაყარეს. მოგვიანებით კი იარაღი სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

შსს-მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს:

"ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვის და დანაშაულის შეუტყობინელობის ფაქტებზე, 1989 წელს დაბადებული მ.გ. და 1994 წელს დაბადებული, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ძებნილი გ.რ. დააკავეს.
სამართალდამცველებმა თბილისში, ამაშუკელის ქუჩაზე მდებარე დაკავებულების დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ტყვიაგაუმტარი ჟილეტი ამოიღეს. ასევე, კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებული იქნა აღნიშნული პირების მიერ საცხოვრებელი ბინიდან გადმოყრილი 2 პისტოლეტი, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. გ.რ. გადაყვანილ იქნა პენიტენციურ დაწესებულებაში, მ.გ. კი დროებითი მოთავსების იზოლატორში.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვის და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს"
შესაგახსნებთ, პრეზიდენტ მარგველაშვილის სიძე მინდია გოგოჭური წარსულშიც არაერთხელ მოექცა კრიმინალური გარჩევების ქვეშ.
2017 წლის იან­ვარ­ში, გო­გო­ჭუ­რი ბა­ლან­ჩი­ვა­ძის ქუ­ჩა­ზე მე­გო­ბარ­თან ერ­თად დაჭ­რეს, მაშინ ის და მისი მეგობარი რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მო­ა­თავ­სეს, სადაც პრე­ზი­დენ­ტის სი­ძეს ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და. მეორედ პრეზიდენტის სიძე 2018 წლის ივ­ლის­ში დაჭრეს. მას ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან სამი ტყვია ფეხ­ში ჰქონ­და მოხ­ვედ­რი­ლი.
მინდია გოგოჭური მაკა ჩიჩუას ქალიშვილის, მაშო ჩიჩუას მეუღლეა...
0
100
8-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
100
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0