x
image
natia.a
ცნობილი ფილმები, რომლებშიც "საწოლის" სცენები ბუნებრივია - როგორ იღებდნენ მათ
image


კინემატოგრაფიაში სექსის სცენები უკვე დიდი ხანია არავის უკვირს. არც იმაში ეპარება ეჭვი ვინმეს, რომ ეკრანზე აღბეჭდილი სიამოვნება მსახიობთა სამსახიობო ნიჭის (და არა სხვა რამის!) წყალობით მიიღწევა. ბევრს ალბათ არც წარმოუდგენია, რომ ფილმში გათამაშებული სექსუალური აქტი შეიძლება სულაც არ იყოს "გათამაშებული". მოგეხსენებათ, გადასაღებ მოედანზე უშუალოდ მსახიობების გარდა უამრავი სხვა ადამიანი იმყოფება: გადამღები ჯგუფის წევრებიდან დაწყებული, უბრალოდ დაინტერესებული გამვლელებით დამთავრებული. ამდენი ადამიანის წინაშე კი, ცხადია "პიკანტური" სცენები ბუნებრივი ვერ იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქმე გვექნება უბრალო პორნომასალასთან, რომელსაც კინოს ნამდვილად არავინ უწოდებს და, მით უმეტეს დიდ ეკრანზე ვერ ხვდება.

მაგრამ ყველგან არსებობს გამონაკლისი და ამ შემთხვევაშიც ამგვარ გამონაკლისებზე ვისაუბრებთ: ანუ ფილმებზე, რომლებში ასახული სექსის სცენები სულაც არ არის სიმულირებული.


1. Cruising (1980)
დეტექტივი / დრამა / ტრილერი
რეჟისორი: უილიამ ფრიდკინი
როლებში: ალ პაჩინო, პოლ სორვინო, კარენ ალენი, რიჩარდ კოკსი, დონ სკარდინო.
image
უილიამ ფრიდკინის ტრილერი სერიულ მკვლელზე, რომელიც გეებს სასქესო ორგანოებს კვეთდა, მაყურებელს დაამახსოვრდა არა მხოლოდ ალ პაჩინოს მონაწილეობით, არამედ გეი-კლუბებში კამერებით გადაღებული ჰომოსექსუალური სცენებითაც. "ყველაფერი ნამდვილი იყო", - აღიარა მოგვიანებით რეჟისორმა, რომელსაც ნიუ-იორკელი ჰომოსექსუალები დაეხმარნენ ფილმისთვის მასალების შეგროვებაში და თავადვე ითამაშეს კინოში. "ჩვენ არაფერი დაგვიდგია წინასწარ. გადავუხადეთ ამ ბიჭებს იმისათვის, რომ დრო გაეტარებინათ კლუბებში და გაეკეთებინათ ის, რასაც ჩვეულებრივ აკეთებენ ხოლმე, ჩვენ კი უბრალოდ ვუღებდით." ფილმის სპონსორები აღფრთოვანებული არ დარჩენილან შედეგით, რომელსაც პორნოგრაფიული ცენზურის დადების სუნი ასდიოდა და მოითხოვეს უამრავი კადრის ამოჭრა. საბოლოო ჯამში ფილმი უმოწყალოდ დაიჩეხა და კინოგაქირავებაშიც წარუმატებელი აღმოჩნდა. მოგვიანებით ამოჭრილი სცენები აღდგენილი იქნა რეჟისორ ჯეიმს ფრანკოს მიერ დოკუმენტურ ფილმში "ინტერიეტი. ტყავის ბარი".


2. "გრძნობათა იმპერია" (1976) / Ai no korîda
დრამა / ისტორიული / მელოდრამა
რეჟისორი: ნაგისა ოსიმა
როლებში: ტაცუია ფუძი, ეიკო მაცუდა, აოი ნაკაძიმა, იასუკო მაცუი, მეიკა სერი.

image
30-იანი წლების იაპონელი მეძავის ისტორია, სადაც შოკის მომგვრელი გულახდილობით არის ნაჩვენები სექსუალური სცენები, იაპონიაშივე მოექცა გარკვეული ცენზურის ქვეშ, უფრო მეტიც, რეჟისორი, ნაგისა ოსიმა სასამართლოს წინაშეც კი წარდგა. მიუხედავად ამისა, ფილმის გაქირავებას სერიოზული პრობლემები არ შექმნია. იგი ერთგვარ საკულტო ნამუშევრადაც იქცა, რომლის ჭეშმარიტი მხატვრული ღირებულებებით კანის ფესტივალზე აღფრთოვანებული დარჩნენ. ერთადერთი სცენა, რომელიც მასში არ არის ნამდვილი (და საბედნიეროდ!) კასტრაციის სცენაა.


3. კალიგულა (1979) / Caligola
ეროტიკა/დრამა/ ისტორიული
რეჟისორები: ტინტო ბრასი, ბობ გუჩონე, ჯანკარლო ლუი
როლებში: მალკოლმ მაკდაუელი, ტერეზა ან სავოი, გვიდო მანარი, ჯონ ჯილგუდი, პიტერ ო'ტული, ჰელენ მირენი.

image
ბევრი, ვისთვისაც "კალიგულას" შექმნის ისტორია უცნობია, გაკვირვებული რჩება, როგორ შეძლო ტინტო ბრასმა ეროტიკული ფილმში ისეთი ვარსკვლავების "შეტყუება", როგორიცაა მალკოლმ მაკდაუელი, პიტერ ო'ტული, ჰელემ მირენი. თუმცა მიუხედავად ბრასის რეპუტაციისა, ფილმი არ იყო დაგეგმილი, როგორც პორნოგრაფიული - ეს უნდა ყოფილიყო რომის სისხლიან იმპერატორზე შექმნილი ისტორიული ფილმი. ბრასმა ასეც გადაიღო, მაგრამ სპონსორმა, პორნოჟურნალ "პენტჰაუსის" გამომცემელმა, ბობ გუჩონემ მასში პორნო ელემენტების და ბუნებრივი სექსის შეტანა მოინდომა, რათა ფილმს ეროტიკულის სტატუსი მიეღო, რაც გაქირავებას გაზრდიდა. ბრასმა ამაზე უარი თქვა. მაშინ გუჩონემ თავად დაიკავა რეჟისორის სავარძელი და გადაიღო 6 წუთიანი ნამდვილი პორნო სცენა, რომელიც უხეშად ჩამონტაჟდა უკვე გამზადებულ ფილმში. რაც შეეხება ფილმში დაკავებულ ცნობილ მსახიობებს, მათ ამ ცვლილების შესახებ მხოლოდ პრემიერის დღეს შეიტყვეს და თავადაც გაკვირვებული დარჩნენ.


4. ნიმფომანიაკი: ნაწილი 1 (2013) / Nymphomaniac: Vol. I
დრამა
რეჟისორი: ლარს ფონ ტრიერი
როლებში: შარლოტა გენსბური, სტელან სკარსგარდი, სტეისი მარტინი, შაია ლაბაფი, კრისტიან სლეიტერი

image
სკანდალური რეჟისორის ფილმი განსაკუთრებით ცნობილი გახდა პოსტერების სერიით, სადაც ფილმში მონაწილე მსახიობების ორგაზმია გამოსახული. მიუხედავად იმისა, რომ ფილმის პრესსამსახური თავიდან არ აღიარებდა მასში არსებული სექსუალური სცენების ბუნებრიობას, ეს მაინც ყველასთვის აშკარა იყო. პრემიერის შემდეგ კი შაია ლაბაფმა თავად აღიარა, რომ გადასაღებ მოედანზე არანაირ სიმულირებას ადგილი არ ჰქონდა.


5. შეუქცევადი (2002) / Irreversible
დეტექტივი / დრამა / ტრილერი
რეჟისორი: გასპარ ნოე
როლებში: მონიკა ბელუჩი, ვენსან კასელი, ალბერ დიუპონტელი, ჯო პრესტია, ფილიპ ნაონი
image


მონიკა ბელუჩის თაყვანისმცემლებს შეუძლიათ მშვიდად იყვნენ: ფილმში მისი კინოგმირის გაუპატიურების 10 წუთიანი სცენა მთლიანად სიმულირებულია. სამაგიეროდ, არის სხვა ბუნებრივი სცენები. მათ შორის სცენა, რადაც ვენსენ კასელი და მონიკა ბელუჩი სექსით არიან დაკავებული. შეგახსენებთ, რომ ფილმის გადაღების დროს ისინი დაქორწინებულები იყვნენ. ალბათ, პორნოგადაღებების მოყვარულმა გასპარ ნოემ ცოტათი მაინც დაინდო მეუღლეები და მართალია ბუნებრივი, მაგრამ მსუბუქი ეროტიკით შემოიფარგლა.


ასევე დაგაინტერესებთ:


1. ყოველთვის გვეგონა, რომ ეს ფოტოები მონროსი იყო, მაგრამ ვცდებოდით! - დაუჯერებელი სიმართლეimage


2. შიშველი სილამაზე - სკანდალური ფოტოები, რომლებიც სსრკ-ს ცენზურამაც კი ვერ შეაჩერაimage


3. როგორ იღებენ სასიყვარულო სცენებს ფილმებში - რა იმალება კადრს მიღმაimage


4. სატირული პოლიტიკური პლაკატები, რომლებმაც მსოფლიო აალაპარაკაimage


5. პირველი ლედების ყველაზე უხერხული შეცდომები - დაზღვეული არავინაა...image

6. რატომ სწავლობენ ბიჭები გოგონებზე უფრო ცუდად - ფოტოები, რომლებიც "ყველაფერს ამტკიცებს"image


7. პოლიტიკოსების სკანდალური ფოტოები, რომლებმაც მსოფლიო აალაპარაკაimage

1
7683
8-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
7683
  
2018, 8 დეკემბერი, 2:00
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1