x
მეტი
  • 15.12.2018
  • სტატია:83760
  • ვიდეო:334513
  • სურათი:441842
სასჯელი რომელიც არ იცის რისთვის ერგო

image
--გაჭივრებამ დამატოვბინა ოჯახი, თორე დალხინებული ცხოვრება რომ მქონოდა დავტოვებდი?! არავითარ შემთხვევაში, მაგრამ ამ ჩემი შვილის ქორწილმა, გამტეხა წელში, მოვისტუმრებ ამ ვალებს და ისევ დავუბრუნდები ჩემ კერიას. დავტოვე დედა უპატრონოდ, მეზობლების იმედად, გული რომ წაუვიდეს წყლის მიმწოდებელი არავინ ჰყავს საცოდავს, ეს ჩემი ძმის ჩამოსვლასაც არ დაადგა საშველი, გადაყვა ამ უცხოეთს, მოიყვანა ფრანგი ქალი და არ უნდა აქეთ ჩამოსვლა. რვა წელი გავიდა უკვე, შვილების მონატრება მკლავს, ისე გაჩნდა შვილიშვილები, ხელი ვერ შევავლე ვერცერთს, ენაცვალოთ ბებო. ვწერ ამ წერილებს და ვაგზავნი ყოველ თვე შვილებთან, ეს ჩემი ქმარი ნამეტანი უნცაურად გამოიყურება, არ მომწონს მისი ქცევები, სულ გაუცივდა გული მგონი ჩემს მიმართ. რომ დავრეკავ ერთ სიტყვას ძლივს გაიმეტებს ჩემთვის, ვითომ მე მიხაროდეს ამ მოხუცის პამპერსის გამოცვლა და სიხარულით ვათენებდე და ვაღამებდე. ყოველი ღამე, ცრემლების ზღავში ვარ, თვალებ დასიებული ვდგები ყოველ დილით, ეს ინტერნეტიც რა გახდა რომ ჩამირთოს უფროსმა, შვილებს მაინც შევავლებდი შორიდან თვალს. ჯანმრთელობაც არ მიწყობს ხელს, ყველაფერმა ერთად მოიყარა თავი, ჩემთან რაც ცუდია. როდის დამადგება საშველი, დავტოვებ ამ დასაქცევს ამას, მომენატრა ჩემი საწოლი, ჩემი ეზო, ბოსტანი ყოველ დღე რომ ჩავდიოდი და ვასუფთავებდი. ერთ ბალახს ვერ ნახავდა ვინმე შიგ. ახლა ბალახად იქნება ქცეული იქაურობა. დედაჩემი ყოველ დარეკვაზე ტირიტს, ისე ნუ მომკლავ დედა შენ ნახვას არ ვეღირსოო. აქ ისეთი ძვირია ექიმთან მისვლა, მოკვდები ადამიანი, ფასს რომ გეტყვიან, ვერც კარგად მკურნალობენ. ანალიზებს მაინც გავიკეთებ არ მოვკვდე აქ თორემ, დამმარხავენ აქა, აბა ვის აქვს ახლა ჩემი გადასვენების ფული, გავიგო მაინც რა მჭირს და მერე მე თვითონ უმკურნალებ ჩემ თავს. მოსიარულე მიცვალებულს დავემსგავსე სულ, ცოტას დავაგროვებ ფულს და წავალ სახლში. არ მოვკვდე აქ, შვილიშვილებს მაინც შევავლებ თვალს. რა გააკეთა ამ ჩემმა ქმარმა, ჩემი გაგზავნი ფულით იმას ვნახავ გადავხედავ ოჯახს, თუ არ მოვკვდი კი წამოვალ ისევ, აბა იქ ვის აქვს იმის თავი მე მომეხმაროს, ჩემ შვილებს თავისი გაჭირვებიათ, მე რომ არ ვყავდე მშირეი დაწყდებოდნენ მგონი. დედა ფული აკერიათ პირზე, მარტო ერთ არ მკითხავენ როგორ ხარ, რამე ხომ არ გინდა დედა, ეს პატარაა კიდე მჩივა და აინტერსებს როგორ არის დედამისი.ჰმ არადა არ მინდოდა მისი გაჩენა. ეს გამოდგა, ყველაზე თბილი და ტკბილი შვილი, ენაცვალოს დედა. ოჯახში დაბრუნებულ თამარს ისე არ დახვდა ყველაფერი როგორც ელოდა. თავისი ნაგზავნი ფულებით, მიმდგარა და უხარჯია მის ქმარს, სახლისთვის კი გაუკეთებია რემონტი, მაგრამ ისე არა როგორც თამარს უნდოდა, ბალახად იყო ქცეული თავისი " ბოსტანი". დედა ცრემლებს ვერ იკავედა შვილის დანახვაზე, როგორ დაბერებულა დედაჩემი, როგორ დანაოჭებია სახე . დედა ყველაზე თბილი და ტკბილია ქვეყნიერებაზე. შემოესია შვილები, შვილიშვილები, ემიგრანტობინდან დაბრუნებულ თამარს, ყველა ხელებში იყო მიჩერებული, ყველა საჩუქარს და ფულს ელოდა თამარისგან. ხარობდა შვილიშვილების ცქერით თამარი, ექიმთანაც წავიდა მკურნალობა დაიწყო, ცოტა მოვიდა ფერზე. დედა თავისთან აწაიყვანა. უკვე სიარულიც არ შეეძლო და თვითონ უვლიდა თავის მოხუც მონატრებულ დედას. მეუღლეს თამარის არ ყოფნით, ვითომ მარტოობას ვერ გაუძლო, საყავრელი გაუჩენია და ემიგრნტობიდან დაბრუნებულ ცოლს, სახლში მარტო ტოვვებდა თვითონ კი იმ ქალთან მიდიოდა. გულში იკლავდა დარდს თამარი. ისევ თავის თავს აბრალებდა, მეუღლის ამ ქმედებას. -- რას ელოდი, შე საცოდავო ჩემო თავო, ამდენი წელი შენ დაგელოდებოდა?! შენ შემოგწირავდა კაცი თავს?! თუ შენსავით მონატრბაში და ტირილში გაატარებდა იმ წლებს. ეხ როგორი წლები დავკარგე, სიცოცხლე და სიყვარული რომ მინდოდა ცოცხლად დავიმარხე თავი, ახლა კი ყველასთვის მომაბეზრებელი ვარ თან უფულო ვის უნდივარ, როდემდე მიგზავნიან ჩემი შვილები და დამეხმარებიან, ჩემი დამატება რად უნდათ, თავისი თავი ვერ გაუტანიათ, ამ დაქცეულ ქვეყანაში. დედაჩემი მაინც იყოს კარგად, დადიოდეს ფეხზე მეიმედებოდეს დასატოვებლად, ისევ წავიდოდი და ჩემ თავს მივხედავდი. ერთ ოთახს ვიყიდი ჩემთვის და სიბერეს მშვიდად მაინც გავატარებ. ისევ გაუჩნდა ფიქრი, თამარს რომ წასულიყო, ქმარი მისთვის არ იყო, შვილებს თავისი ოჯახი ჰქონდათ და თავისი საფიქრალი. სახლ-კარი ისე არ ჰქონდა მოწყობილი როგორც მას სურდა, ერთადერთი რაც აკავებდა მოხუცი დედა იყო. დედას მომვლელს აუყვან, აქ იქნება და წავალ, იქედან უფრო დავეხმარები, წამალს მაინც უყიდე ჩემ საბრალო დედას. დაელაპარაკა მეუღლეს და შვილებს, შვილებს არ მოეწონათ დედის გადაწყვეტილება, --- არ წახვიდე, ის ვიკმაროთ რაც გვაქვს და სახლში იყავი, ისევ შენ წასვლას და განშორებას ვერც ჩვენ და ვერც ბებო ვერ გაუძლებს. მეუღლე, დიდი ფიქრის შემდეგ დათანხმდა. იმ პირობით რომ სიდედრის მომვლელად იმ ქალს მოიყვანდა სახლში ვინც მას სურდა. რა გაეწყობოდა. თამარი დათანხმდა მეუღლის შეთავაზებას, კვლავ დაიწყო მზდება წასასვლელად. შვილებმა ტირილით გააცილეს დედა. ის პირობა რაც დედ მამას ჰქონდა დადებული, არ იცოდნენ, ისევ დაკარგეს მონატრებული დედა. ისევ გახადეს იძულებული გამხდარიყო ემიგრანტი, ისევ ცრლემლისთვის და მონატრებისთვის გაიმეტეს დედა. თამარი როგორც კი ჩავიდა საბერძნეთში, მეუღლემ სახლში ის ქალი მიიყვანა, ვისთანაც სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა გამბული. " ვითომ" სიდედრის მოსავლელად. ყველას დაავიწყდა თამარი, არც მეზობლებს და არც ნათესავებს ახსოვდათ, ისე მიიღეს ეს ქალი როგორც რძალი. მხოლოდ შვილები და დები ეწინააღმდეგებოდნენ, თამარის ქმრის ამ გადაწყვეტილებას. ერთ წელიწადში დედა გარდაეცვალა თამარს, ის დედა რომელსაც სიბერე გაუმწარა შვილებმა. ვერცერთმა შვილმა ვერ დაიტირა თავისი დედა. ვერცერთმა შვილმა, ვერ მოეფერა სიკვდილის წინ დედას. თამარს ტირილს უკრძალავდენ იმ ოჯახში, სადაც მუშაობდა, არც შავის ჩაცმის უფლება მისცეს. გული უკვდებოდა ღამით ბალისშ იფარებდა პირზე, ტირილის ხმა რომ არ გაეოგანა ვინმეს. შვილიშვილებმა დაიტირეს საბრალო მოხული. შვილებმა მამას დაატოვებინეს იქ ქალი, იძულებული გახადეს სახლიდან წასულიყო, რის გამოც მამა შვილებს შორის უთანხმოება მოდიოდა. გავიდა კიდევ გაუსაძლისი სამი წელი ემიგრანტობის, ისევ მეორდებოდა ის ტკივილი, სასჯელი რომელიც არ იცის რისთვის ერგო. თამარის მეუღლე მიხვდა თავის შეცდომებს. პატიება სთხოვა. ცდილობდა შორიდან გაიელამაზებინა, გულ ნატკეცი ცოლისთვის ცხოვრება. სთხოვდა მალე დაბრუნებულიყო მასთან. თამარს გული უკვე გაცებული ჰქონდა, ქმრის მიმართ. სურვილიც არ ჰქონდა უკან დაბრუნების, მხოლოდ იმის ფიქრი ჰქონდა, ერთი ოთახი ეყიდა მისთვის, რომ სიბერე მშვიდად გაეტარებინა.... 23.06.2018წ

1
58
1-ს მოსწონს
ავტორი:სოფო იაშვილი
სოფო იაშვილი
58
  
5 დეკემბერი, 22:48
მოგესალმებით საუკეთესო, გაცნობის საიტი = = > Sexydrom.com
0 1 1