x
მეტი
  • 15.12.2018
  • სტატია:83761
  • ვიდეო:334513
  • სურათი:441842
10 რამ, რასაც 10 წუთში ისწავლით და მთელი ცხოვრება გამოგადგებათ

image

ადამიანებს ხშირად ეზარებათ რაღაც ახლის სწავლა იმის გამო, რომ დრო არ ჰყოფნით და ა.შ. რას იტყვით 10 რჩევაზე, რომელთა სწავლაც 10 წუთში შეგიძლიათ და მთელი ცხოვრება გამოგადგებათ?


1. როგორ შევარჩიოთ გემრიელი ფორთოხალი ან გრეიფრუტი

imageერთი შეხედვით გარეგნულად უნაკლო და მიმზიდველი ციტრუსი შესაძლოა გამომშრალი და უგემური აღმოჩნდეს. გემრიელი ფორთოხლის არჩევა არც ისე ძნელია: აწონეთ ის უბრალოდ. თუ მსუბუქია - ის ნაკლებ წვენს შეიცავს და არც გემრიელია. მოძებნეთ ისეთი ფორთოხალი, რომელიც თავისი ზომის სხვა ფორთოხლებთან შედარებით უფრო მძიმეა და არჩევანში ნამდვილად არ შეცდებით.


2.როგორ ვმართოთ ჩვენი ყურადღება

imageთანამედროვე ადამიანს ხშირად უჭირს ყურადღების კონცენტრირება სამუშაოსა თუ სხვა რამეზე. ყურადღების გაფანტვას ხომ უამრავი რამ უწყობს ხელს გარე ფაქტორებიდან. ყურადღების კონცენტრირებასა და მობილიზებაში ერთი უბრალო სავარჯიშო დაგეხმარებათ: დააყენეთ ტაიმერი 10 წთ-ზე, დაჯექით გამართულად სკამზე და ამ დროის განმავლობაში თქვენი ყურადღება სუნთქვაზე მიმართეთ. თუ ყურადღება რაიმე აზრებზე ან ემოციებზე გადავა, რაც შეიძლება სწრაფად გადართეთ ის ისევ სუნთქვაზე. თუ ყურადღების მობილიზება მაინც გიჭირთ, სუნთქვის პარალელურად, ხმამაღლა აღნიშნეთ: “ჩასუნთქვა", “ამოსუნთქვა" და ა.შ.

ეს პატარა სავარჯიშო დაგეხმარებათ, რომ ყურადღება არ დაგეფანტოთ და საქმე დროულად დაასრულოთ.


3.როგორ შევიკრათ თასმები სწრაფად

image

თასმების შეკვრაზე ბევრი დიდ დროს კარგავს და იმ მეთოდს იყენებს, რომელიც ბავშვობაში გვასწავლეს. ამ მეთოდის გამოყენებით კი თასმებს რამდენიმე წამში შეიკრავთ.


4.როგორ ჩავალაგოთ ნივთები კომპაქტურად

imageარასწორად დაკეცილი სამოსი შესაძლოა თქვენს ჩანთასა თუ ჩემოდანი ვერ ჩაეტიოს. არადა, მთავარია სწორად მიუდგეთ მათ დაკეცვას და ყველაფრის ჩატევა შეიძლება.თუ როგორ, შეგიძლიათ ვიდეოში იხილოთ.


5.როგორ გავხსნათ სპაგეტის შეკვრა ხელის ერთი დარტყმით

imageაიღეთ სპაგეტის შეკვრა, დაიჭირეთ ვერტიკალურად და ხელის სწრაფი მოძრაობით ძლიერად დაჰკარით მაგიდას მისი ბოლო. უფრო თვალნათლივ ვიდეოში შეგიძლიათ იხილოთ.


6.როგორ გავიგოთ დრო უსაათოდ

imageამაში საკუთარი თითები დაგეხმარებიან. ხელისგული ისე დაიჭირეთ, რომ ნეკა თითი ჰორიზონტის ხაზს ემთხვეოდეს, შემდეგ კი დაითვალეთ, რამდენი თითი ჩაეტია მიწასა და მზეს შორის(ცერა თითი არ მონაწილეობს). ყოველი თითი დაახლოებით 15 წუთს შეესაბამება, მზის ჩასვლამდე. ანუ, თითების რაოდენობა გაამრავლეთ 15-ზე და მიიღებთ დროს, რომელიც დაბნელებამდე დარჩა.

image


7.როგორ დავიძინოთ სწრაფად

imageიმისთვის, რომ მალე დაგეძინოთ, სცადეთ, რომ არ დაიძინოთ. გაიხსენეთ დღის განმავლობაში მომხდარი ამბები, ყველა უმცირესი დეტალით. ამ გზით სხვადასხვა აკვიატებულ აზრებს და ფიქრებს მოიშორებთ. ამის შემდეგ მიმართეთ თავად პროცესს: გაახილეთ თვალები ფართოდ და აზრობრივად იმეორეთ: “არ დავიძინებ", “არ დავიძინებ!"... ჩვენი ტვინი, როგორც წესი, უარყოფითად რეაგირებს “არ" ნაწილაკზე და მის საპირისპიროდ მაშინვე გაუშვებს ბრძანებას:“დავიძინებ!"


8. როგორ გავხსნათ ქილა სწრაფად

imageიმისთის, რომ ქილა ადვილად და სწრაფად გავხსნათ, საკმარისია ჩანგლით ან დანით ხუფი ისე გამოვწიოთ, რომ ქილიდან სულ ცოტა ჰაერი გამოვიდეს და სულ ესაა! შეგიძლიათ ხელის ერთი მოძრაობით ხუფიც მოხსნათ

მეორე ვარიანტისთვის რეზინის თათმანი დაგჭირდებათ, რომელიც უბრალოდ ხელზე უნდა ჩაიცვათ. რეზინი მჭიდროდ ედება ხუფს და ხელი აღარ გისრიალებთ, რაც საგრძნობლად გაამარტივებს ქილის გახსნის პროცესს.


9. როგორ დავჭრათ ხახვი უცრემლოდ

imageგასუფთავებული ხახვი სულ 10 წუთით შედეთ საყინულეში. დაჭრის დროს ცრემლები ნამდვილად არ წამოგივათ.


10.როგორ დავახვიოთ ყურსასმენები, რომ არ აიბლანდონ

image

აიღეთ გაშლილი ყურსასმენი, მოიტოვეთ 5 სმ სიგრძე და შემდეგ დანარჩენი 4 თითზე გადაახვიეთ. უნდა დაგრჩეთ 2 ბოლო:ერთი ყურსასმენების და მეორე “შტეკერიანი". აკურატულად დაამაგრეთ ერთ-ერთი ბოლო და მორჩა, მზადაა!


0
805
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
805
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0