x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134528
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
"...მხოლოდ თეთრი ადამიანი შეიძლება იყოს იმდენად სულელი, რომ იფიქროს ამაზე უკეთესი სისტემის შექმნაზე."

image
რა თქვა ინდიელთა ტომის ბელადმა თეთრკანიანი ადამიანების შესახებ...

გთავაზობთ საინტერესო ამონარიდს ერთ-ერთი ამერიკული გაზეთიდან.
აშშ-ის ხელისუფლების ოფიციალურმა წარმომადგენელმა ინდიელთა ტომის უხუცეს ბელადს, რომლის სახელია "ორი არწივი", კითხვა დაუსვა:

"თქვენ აკვირდებით თეთრი ადამიანების ცხოვრებას და მოღვაწეობას უკვე 90 წელი, თქვენ გინახავთ მათი ომები და ტექნოლოგიური მიღწევები, თქვენ ნახეთ მათი წინსვლა და ზარალი, რომელიც მათ ერთმანეთს მიაყენეს".
ბელადმა თანხმობის ნიშნად თავი დააქნია.

მაშინ ხელისუფლების წარმომადგენელმა ჰკითხა:


"რომ გავითვალისწინოთ ყველა ეს მოვლენა, თქვენი აზრით, რაში შეცდნენ თეთრი ადამიანები? სად აირჩიეს მათ არასწორი მიმართულება?"

ბელადმა შეხედა თეთრ ადამიანს და უპასუხა:

"როცა თეთრმა ადამიანმა იპოვა მიწა, ის ინდიელებს ეკუთვნოდა.
არ იყო გადასახადები, არ იყო ვალები, წავებით და კამეჩებით სავსე იყო მინდვრები, წყალი იყო სუფთა და საკვები უამრავი. ქალები აკეთებდნენ ოჯახის საქმეს, ექიმები არ იღებდნენ ფულს. ინდიელი მამაკაცები მთელ დღეს ნადირობაში ატარებდნენ, ხოლო ღამით თავიანთ ცოლებს ეფერებოდნენ".

შემდეგ ბელადმა თავი უკან გადასწია, გაიღიმა და დაამატა:

"მხოლოდ თეთრი ადამიანი შეიძლება იყოს იმდენად სულელი, რომ იფიქროს ამაზე უკეთესი სისტემის შექმნაზე."

1
642
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
642
  
2018, 5 დეკემბერი, 22:41
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1