x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
..ვინმემ ბუზიც რომ აუფრინოს ნაცებს...ციხეში ამწყვდევთ და კოლოსალურ ჯარიმას უწერთ!.."

image
"არჩევნების დროს, ისე იყო ხალხი გახარებული, ნაცებს ვასამარებთო, რომ კინაღამ დავიჯერე მეც.
დამთავრდა არჩევნები.
გამარჯვებით გამოწვეულმა აღტაცებამაც გაიარა და...
ყველაფერი ისევ ძველ კალაპოტში დაბრუნდა.
ნაცები ისევ ქოცებს ლანძღავენ, ქოცები ნაცებს...
ისინი აბრალებენ, ესენი იმათ ყველა ბრალდებას ბრიფინგს უძღვნიან და თავის მართლების რეჟიმში არიან.
ჰოო, ამ უბრალო ადამიანებს მინდა ვუთხრა, რომ არსადაც არ წასულან. ეგ კი არა და, ერთი პირობა ისიც დავიჯერე, ოცნებაც ნაცების მხარეს იყო, რომ ისევ ოპოზიციაში დაეტოვებინათ.
რომ ისევ ისე გაგრძელდეს ყველაფერი...
ხალხი საშინლად დაიღალა.
დაიღალა თქვენი უუნარობით, უმოქმედობით.
ლანძღვასაც მიეჩვიეთ, სამაგიეროდ, "..ვინმემ ბუზიც რომ აუფრინოს ნაცებს...ციხეში ამწყვდევთ და კოლოსალურ ჯარიმას უწერთ!
ხან მგონია, მართლა დასცინით ხალხს...
და თქვენშიც არაფერი დარჩა სუფთა!
მეც ვთვლიდი, რომ სააკაშვილისთვის უარი უნდა ეთქვა ხალხს და მხოლოდ იმიტომ გაიმარჯვეთ, რომ მკვლელი სააკაშვილი არ უნდოდა ხალხს.
სულ ეგ იყო...
ქართველმა ხალხმა სიყვარულიც, სიძულვილივით ძლიერი იცის. სცადეთ, ერთხელ მაინც და...დადექით მათ გვერდით.
ბიძინა ივანიშვილმა ვისაც აჭამა და ასვა...ყველა მტრად მოუბრუნდა.
საქართველოს ყველა თავისი კუჭიდან და მუცლიდან ზომავს.
მასზე განაწყენებულები მეორე ბანაკში გადაბარგდნენ და ახლა იქიდან ჰყრიან დორბლს!
ვიცი, საქრთველოში იმაზე უარესადაა ყველაფერი, ვიდრე ჩანს.
მთავარი დაიკარგა, ღირებულებები...
მართალ ადამიანებს ისევ შუბლზე ძარღვ გაწყვეტილი ადამიანები აყენებენ კუთხეში და მოღალატეს ეძახიან.
იციან, რომ ყველაზე მწარე, ისევ შენივე სიმართლით რომ გებრძვიან ისაა!
მერამდენედ გააცოცხლეთ ის პარტია. რომელსაც მარტო ხელები კი არა...გზაც კი სისხლიანი აქვს.
სისხლშია ამოვლებული..
ჩვენი ახალგაზრდების სისხლში და კიდევ აქეთ გვიტევენ, გვამცირებენ...თქვენ კი...
ახალ თამაშს იწყებთ ისევ...საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ!
დიახ! უნდა აიკრძალოს ნაციონალური პარტია. დაიღალა ხალხი ერთიდაიგივეს ყურებით. მეგი გოცირიძისა და ელისო კილაძის ყურებით.
თქვენი უნიათობის ყურებით...
კარვებში შუქი შეუყვანესო.
ბარენ სამზარეულოც მოუწყეთ, დილაობით რომ ყავა მიირთვან.
რა შუქი. მარტო მაგ მიტინგებზე გაქვთ შტატები?!
არ დაიღალეთ?
ექსპერიმენტი ჩაატარეთ და ნახეთ ხალხს რამხელა სიყვარული შეუძლია. რომ მერე თქვენი წასვლის მერე არ თქვან:-ძაღლი მიაკვდათ სულშიო!
სიცოცხლე ხანმოკლეა. კაცი აქ დარჩენილი სახელით იზომება და რჩება!
აი, სულ ესაა რის თქმაც მინდოდა ...დაახლოებით." - ემიგრანტი, პოეტი, ირმა ბეგლარიშვილი

0
291
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
291
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0