x
მეტი
  • 23.02.2019
  • სტატია:86424
  • ვიდეო:336661
  • სურათი:446827
ასე გამოიყურება საბჭოთა კავშირის პერიოდის მიგდებული და ნახევრად გაძარცული კოსმოსური ხომალდები

image საბჭოთა კავშირის არსებობის პირობებში, კოსმოსური კვლევები და კოსმოსური საფრენი აპარატების წარმოებით მსოფლიოში უდიდესი ქვეყანა განთქმული იყო.
ამ აპარატების შექმნაში ქართველი მეცნიერებიც იღებდნენ მონაწილეობას, საბჭოთა კავშირში ერთადერთი კოსმოსური თანამგზავრის მატარებელი თვითმფრინავი "ბურანი" სწორედ ქართველი მეცნიერის, ვახტანგ ვაჩნაძის პროექტია.
ასე გამოიყურებოდა იმ პერიოდში, ქართველი მეცნიერის მიერ შექმნილი რაკეტმზიდი უპილოტო თვითმფრინავი.
image მრავალჯერადი გამოყენების კოსმოსური რაკეტმზიდი "ბურანის" ორიგინალმა აპარატმა კარგა ხანია თქვენი "ჭირი წაიღო".
ქართველი მეცნიერის გონების და ინტელექტის ნაყოფს კარგი სტარტის და კარგად გავლილი საგამოცდო პერიოდის მიუხედავად, საბჭოთა კავშირის დაშლიდან მალევე ცუდი დღე დაუდგა-შენობა, სადაც იყო ასე ვთქვათ "პარკირებული ბურანი", მოუვლელობის გამო ავარიულ მდგომარეობაში აღმოჩნდა და ერთ დღესაც მძიმე სახურავს ვერ გაუძლო დაბზარულმა კედლებმა და რკინაბეტონის ფილებმა "ბურანი" მთლიანად გაანადგურა.
image პირველი "ბურანის შთამომავლები" კი ყაზახეთში, ბაიკონურის კოსმოდრომზე ანგარებში ლპება. ამერიკული პროგრამის ამოქმედების მერე, რაც კოსმოსურ რაკეტმზიდ "Space Shuttle"0ის აგებას გულისხმობდა საბჭოთა კავშირმა მრავალჯერადი გამოყენების რაკეტმზიდით "ბურანით" უპასუხა და 1988 წელს მან უპილოტოდ მოახდინა კოსმოსში გაფრენა, რაკეტმზიდი ორბიტაზე გაიყვანა ერთჯერადი გამოყენების რაკეტმზიდმა "Энергия". "ბურანი" მშვიდობიანად დაეშვა მისთვის მითითებულ დასაფრენ ზოლზე, რაც მისი შემქნელი ქართველი მეცნიერის დიდი დამსახურება იყო.
"ბურანს" უკვე ეკიპაჟთან უნდა განეხორციელებინა მომდევნო გაფრენა, თუმცა ამ გეგმას ასრულება არ ეწერა, საბჭოთა კავშირის დაშლამ უამრავი ცვლილება მოახდინა კოსმოსურ კვლევებშიც.
ბიუჯეტის უქონლობის გამო წარმოებაში ჩაშვებული "ბურანის" მემკვიდრეებს აფრენა არ ეწერათ.
დღეისათვის აღნიშნული რაკეტმზიდი თვითმფრინავები გაძარცვული და სანახევროდ დაშლილები აყენია ბაიკონურის კოსმოდრომის ანგარებში.
თავად "ბურანი" 2002 წელს შენობის დანგრეულმა კედლებმა და მძიმე სახურავმა მიწასთან გაასწორა.
"ბურანის" სტარტი ორბიტაზე გასვლის წინ.
imageimage ასე გამოიყურებოდა "ბურანის" კორპუსზე სპეციალური ფილები, რომლებიც მკვეთრი ტემპერატურული ცვლილების პირობებში რაკეტმზიდს იცავდა დაზიანებისაგან.
image ასე გამოიყურება ბაიკონურის კოსმოდრომზე ანგრებში მდგარი, "ბურანის მემკვიდრეები.
imageimageimageimageimageimage










10
399
8-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
399
  
7 იანვარი, 16:29
არ არაფერი გიდევს და რა შევაფასო? :)
7 იანვარი, 14:39
არა აქ ინტერმედიაზე მიდი რა პლს.
6 იანვარი, 17:16
ფეისბუქზე?
6 იანვარი, 15:09
კანონგარეშე მიდი რა პლს ნახე ჩემ გვერდზე პოსტები და შემიფასე რაააა.
6 იანვარი, 14:58
კანონგარეშე ფბ რა გაწერია დაგიმატებ რააა.
6 იანვარი, 14:08
გეთანხმებით. ხალხს რუსეთში მუშაობა და ცხოვრება ერთგვარად მობეზრდა ამიტომაც ამერიკაში წავიდა. რუსეთი ამ ტექნოლოგიების მიმართ ძალიაანნნ ჩამორჩენილია.
6 იანვარი, 13:43
რუსეთიდან სსრკ-ს დაშლის მერე ჭკვიანი ხალხი აშშ-მ გადაიბირა და დაასაქმა, რუსებს არც ინტელექტუალი მეცნიერები დარჩათ და არც ტექნოლოგიური პროექტები, ამიტომაც ვერ ქმნიან ახალს, ძველს კი ვერ პატრონობენ.
6 იანვარი, 13:22
რა ცუდია ესეთი მიგდებული რომ არის მართლაც.
2018, 5 დეკემბერი, 22:44
მოგესალმებით საუკეთესო, გაცნობის საიტი = = > Sexydrom.com
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10