x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
ყოფილი პატიმარი ქალის, ჟურნალისტ ნანა სულავას მიმართვა ნიკა გვარამიას

image

ყოფილი პატიმარი, ჟურნალისტი ნანა სულავა "რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს'


2007-2008 წლებში, ნიკა გვარამიას გენპროკურორობის პერიოდში, ციხეში ქალ პატიმრებს აწამებდნენ და სასტიკად უსწორდებოდნენ. ჟურნალისტის ინფორმაციით, მისი პატიმრობაში ყოფნის დროს, მატროსოვზე უამრავი ქალი პატიმარი გარდაიცვალა და არც ერთ ფაქტზე გამოძიება არ დაწყებულა.
სულავას წერილიდან რამდენიმე ამონარიდს შემოგთავაზებთ:

"2007 წელს, "მატროსოვზე" ზონდერსახესთან, ბაჩო ახალაიასთან და ყველა დროის პოლიტიკოსთან, სოზარ სუბართან ერთად შემოხვედი ვითომდა პატიმარი ქალების მოსანახულებლად. ჩემი სახით უკანონოდ ციხეში გამომწყვდეული ჟურნალისტი გიყურებდათ და გაფიქსირებდათ (მაშინ თუ გიკითხავთ, რამდენი ჟურნალისტი ჰყავდა მიშას ციხეში?). მინდა, გაგახსენო, საცოდავი პატიმარი ქალები შემოგეხვივნენ და განა რას გთხოვდნენ? შენსავით სამ მოსამართლეს და ამდენივე პროკურორს კი არა, თითო-თითოს! ყველა სათითაოდ გთხოვდათ, გადარჩენის გადახედვას, სხვას არაფერს!

კიდევ იცით რა გამახსენდა? შენს ძმას, ახალაიას მხარი რომ გაჰკარი იმ ქალის დანახვაზე, პირველი ჯგუფის ინვალიდი, რომელიც დაუხმარებლად ვერ გადაადგილდებოდა და პატიმრებს ხელში აყვანილი რომ დაჰყავდათ, გაოცებისგან შენ თვითონვე, რომ აღმოგხდა, – ეს მაინც რატომ დაიჭირესო?! ჰოდა, მაშინ რატომ არ მოითხოვე სამი მოსამართლე?!


ნარკოდამოკიდებულები შენ და თქვენს ხელისუფლებას მაშინ ხომ მხოლოდ ერთ რამეს - მკურნალობას გთხოვდნენ და მთელი წლები თქვენი სულიერი ძმა, გიგი წერეთელი რომ "აბოლებდა" პატიმრებს, ახლა ვცვლით კანონსო.

მამხილებელი ათასობით ფაილი თუ მართლა განადგურდა, ჩვენ ხომ ცოცხლები ვართ, ამ ხელისუფლებისგან სიცოცხლე გადარჩენილი ყოფილი პატიმრები! მოდი, ჩემთან ერთად შენც გაშალე ხელები და დავთვალოთ, შენი პროკურორობის დროს, 2007-2008 წლებში საღ-სალამათი რამდენიმე ქალი გარდაიცვალა "მატროსოვზე" და რამდენმა მოიკლა თავი. რამდენიმეს გაგახსენებ!

25 წლის ლიკა ნატრიაშვილს, შენი პროკურორობის დროს აწამებდნენ "მატროსოვზე", მერე კი, თავი მოიკლა. ოპოზიციონერი პატიმარი ნანა მითაგვარია წმინდა წყალივით სუფთა ადამიანი იყო – საეჭვო ვითარებაშია გარდაცვლილი. ნანა მითაგვარიას ნუ კლავთ-მეთქი, ვუყვირე ერთხელ ციხის ექიმს, ნანა ჯიჯოევას პასუხი არ გაინტერესებთ? – პატიმრებში პანიკას ნუ ეწევითო. მეორე დღეს ის ციხის საავადმყოფოში უკვე გარდაცვლილი მიიყვანეს.


ქუთაისელი ირინა გედენიძე, თბილისელი ტომა კვაჭანტირაძე, ასევე, საეჭვო და გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალნენ "მატროსოვის" ციხეში. ჩემ თვალწინ, ურიკაზე დაგდებული უამრავი ქალის ცხედარი გაუტანიათ, მაგრამ არც ერთი საქმე არავის გამოუძიებია, მაშინ მოგეთხოვა სამი მოსამართლე!

45 წლის მედეა ჩხიკვაძის სიკვდილიც თქვენს სინდისზეა, შველას ითხოვდა, მაგრამ სად იყო მშველელი?! უწამლობაში, გულგრილობასა და დახმარების თხოვნაში ამოხდა სული სრულიად ახალგაზრდა ქალს", - წერს ნანა სულავა ნიკა გვარამიასთვის მიწერილ ღია წერილში.

0
355
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
355
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0