x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
2018 წლის დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი, ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
image


პლანეტების რეტროგრადულობა დასრულდა, შესაბამისად ზოდიაქოს ბევრი ნიშანი 2018 წელს ღირსეულად გამოემშვიდობება. გაინტერესებთ, რას გიმზადებთ დეკემბერი? გაეცანით თვის ასტროლოგიურ პროგნოზს:

ვერძი


ვარსკვლავები თქვენთვის ენერგიას არ დაიშურებენ, მაგრამ საბოლოოდ, გადაწყვეტილება თქვენი მისაღებია, მზად ხართ არჩევანის გასაკეთებლად? ვერძებო, ამ პერიდოში მიზანშეწონილია ახალი საქმის წამოწყება ან გეგმების დასახვა, რომელსაც მომავალ წელს განახორციელებთ. გამოიჩნეთ მზრუნველობა საყვარელი ადამიანის მიმართ. საერთო ჯამში, ეს თვე იქნება წარმატებული. ის ადამიანები, რომლებიც უძრავი ქონების გაყიდვას ცდილობენ, საქმეში წინ წაიწევენ. ასევე, ზოგიერთ ვერძს ახალი საქმის შესწავლა მოუნდება და ფინანსების მობილიზებას დაიწყებს. არსებობს ალბათობა იმისა, რომ თავს შეგახსენებენ ძველი ნაცნობები, რომელთა გამოჩენაც დიდად არ გაგახარებთ.


კურო


დეკემბრის თვეს ოცნებაში გაატარებთ, მაგრამ არ იფიქროთ, რომ დროს ტყუილად დაკარგავთ. სწორედ ეს პერიოდი განაპირობებს თქვენს მომავალ წარმატებას. უყურადღებოდ ნუ დატოვებთ მუზას. ყველასა და ყველაფერში შთაგონების წყარო ეძებეთ. შიშის ან სიფრთხილის გამო, რომელიც თქვენი თანდაყოლილი თვისებაა, შესაძლოა მნიშვნელოვანი ცვლილებებისკენ არ გადადგათ ნაბიჯი. ამ პერიოდში აუცილებლად წაიკითხეთ წიგნები, განსაკუთრებით პროფესიული ლიტერატურა. გაგიმარტივდებათ ურთიერთობა თანამშრომლებთან, მეზობლებთან და ნათესავებთან.



ტყუპი



სამსახურში დაგაწინაურებენ ან პრემიით დაგაჯილდოებენ. საუკეთესო შემთხვევაში შესაძლოა მივლინებით საზღვარგარეთ გაგიშვან. ბოლო დროის "რუტინას" დინამიკური მოვლენები შეცვლის. დეკემბერი ერთ დიდ თავგადასავალს გიმზადებთ, რომელიც ყველაზე ჭრელი მოგონება აღმოჩნდება თქვენს ფერთა პალიტრაზე. გაიზრდება თქვენი გავლენა და ძალაუფლება. დაამყარებთ საჭირო პოლიტიკურ ან ბიზნესკავშირებს. მოსალოდნელია ე.წ. მფარველის გაჩენა მაღალ ეშელონებში.



კირჩხიბი


ნუ შეგეპარებათ ეჭვი თქვენს შესაძლებლობებში, გაიხსენეთ, რა გამოიარეთ, რამდენი იბრძოლეთ, რომ იმისთვის მიგეღწიათ, რაც გაქვთ. თუ ბოლო დროს იგრძენით, რომ თქვენი ვარსკვლავი ძველებურად აღარ კაშკაშებს, ნუ შეშინდებით. დეკემბერი აღმოჩნდება პოზიტიური ცვლილებების თვე, რაც თქვენს კარიერასა და საქმიანობას შეეხება. ზოგიერთი კირჩხიბი შეიცვლის სამსახურს, სხვებს იმავე კომპანიაში/სტრუქტურაში უკეთეს პოსტს და შესაბამისად ხელფასს, შესთავაზებენ. გარშემო მყოფები დააფასებენ თქვენს უნარებსა და ნიჭს. თქვენი ფარული ”ეგო", რომელსაც არაჩვეულებრივად ნიღბავთ ხოლმე, სრულიად დაკმაყოფილდება. ორიგინალურ იდეებს, რომლებიც ადრე მოგაფიქრდათ, სწორედ ახლა შეასხამთ ხორცს.


ლომი


მოზომეთ სიტყვები, განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ დაპირებებთან. თავს გამოიჩენთ და ყურადღების ცენტრში მოექცევით. თვის შუა რიცხვში მოსალოდნელია არცთუ ისე სერიოზული გაურკვევლობა, რომლის მოგვარებაშიც ოჯახის წევრები და ნათესავები დაგეხმარებიან. დეკემბრის ბოლოსკენ კაშკაშა მოვლენა გიახლოვდებათ, რამაც შესაძლოა ძირფესვიანად შეცვალოს თქვენი ცხოვრება.ზოგიერთი ლომი საზღვარგარეთ წავა და შთაბეჭდილებებით დაიტვირთება.


ქალწული.. წაიკითხეთ სრულად> > >





0
205
3-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
205
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0